მოსამართლის ერთი ვაკანსია არის ბათუმში. მოსამართლეობის მსურველები ყოფილი მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები არიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა სურთ: თემურ კაკაბაძეს, მაია ჯვარშეიშვილს, დავით კეკენაძეს, მაგული კუნჭულიას, ნანა კალანდაძეს, ნარგიზ ცეცხლაძეს, ზურაბ სურმანიძეს, ნინო ბუაჩიძეს, იგორ გვაგვალიას, გიორგი გრატიაშვილს, ირაკლი შავაძეს, სალიხ შაინიძეს, თეიმურაზ ქათამაძეს, ლია ოთარაშვილსა და ჟანა ჯიბლაძეს.
ქვეყნის მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას 99 ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის მსმენელები იღებენ.