მიკროავტობუსის მძღოლების განცხადება

 

ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ქალაქში მუნიციპალური ავტობუსების გაჩერების გამო მგზავრებს, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან, 40 თეთრის ნაცვლად 30 თეთრად მოემსახურებიან.

ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში დაკითხვაზეა

 

ამ წუთებში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აჭარის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.  

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, მდებარე ყოფილი აბანოს შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხავენ.

ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ამოქმედდება

 

 

გაფიცული მძღოლების პრობლემის მოსაგვარებლად კომისია ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.

 

მომზადებულია 18-წევრიანი კომისიის პროექტი, რომელშიც შედიან საკრებულოს თავმჯდომარე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი, საკრებულოსა და მერიის სხვა ათი წევრი, პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

 

„ბათუმის ტრანსპორტის“ პრეფესიული გაერთიანებიდან, კომისიაში იქნებიან გაერთიანების თავმჯდომარე ემზარ გოგიტიძე და „აჭარის ტრანსპორტის“ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის თანაშემწე, სიმონ სიხარულიძე. კომისიაში ასევე შედიან ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

არის თუ არა „მეგა პალასის“ მფლობელი არჩილ ხაბაძის მეგობარი?

 

დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, რობერტ ჩხაიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით შპს „მეგა პალასის“ მფლობელები, რომლებსაც აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით მიწა გადასცა, არჩილ ხაბაძის მეგობრები არიან. 

მაია მიმინოშვილი ბათუმში მოსწავლეებს შეხვდა

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, დღეს ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს შეხვდა.   

როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს,  მიმინოშვილმა მეთორმეტე კლასელებთან ეროვნულ გამოცდებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. 

მძღოლების მოთხოვნებზე ინტერფრაქციული ჯგუფი იმსჯელებს

 

 

მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები მესამე დღეს შიმშილობენ. ქალაქში ყვითელი ავტობუსების მოძრაობა კვლავ შეჩერებულია.  როგორც მძღოლები აცხადებენ, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მძღოლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ და ქალაქის ხელმძღვანელობისგან დროულ რეაგირებას ელოდებიან

 

 

<!** Image 2 align="" width="400" height="1504" >

ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს

 

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები შიმშილობენ. მძღოლებმა კარვები შპს „ავტოტრანსპორტის“  შენობის წინ გაშალეს და დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძელებენ

 

ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები პროტესტს აგრძლებენ. ისინი ანსამბლის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ ქორიძის დაბრუნებას ითხოვენ.

„ვსაუბრობთ დემოკრატიაზე“ – სემინარების ციკლი ბათუმში

 

დღეს ორგანიზაცია „ბორჯღალმა“ სემინარების ციკლი „ვსაუბრობთ დემოკრატიაზე“  დაიწყო.  პირველი ლექციის თემა  „ დემოკრატია –  მისი კლასიკური და თანამედროვე აღქმა“  იყო.  ლექცია ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა ბაქარ ბერეკაშვილმა წაიკითხა. 

„გვამებს მიმავალი ვაგონებიდან ყრიდნენ“

 

სტალინური რეპრესიები საქართველოში მილიონობით ადამიანს შეეხო. „ბათუმელები“ რუბრიკაში „სტალინური რეპრესია“ იმ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც თავად გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. ბათუმელი ვიოლეტა სიმაფორიდის ოჯახი საქართველოდან ყაზახეთში 1949 წელსა გადაასახლეს. ისინი, საბჭოთა ქვეყნისთვის არასაიმედო პირების სტატუსით, ყაზახეთში ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. 

პარადოქსი


მზიანი იანვრის ბოლო კვირა ჩემთვის უცნაური სიტყვით დასრულდა. ვიყავი თითქოს ერთ-ერთ უწყინარ შეხვედრაზე, სადაც თანამდებობის პირმა ორგანიზაციების დაინტერესება რეკრეაციული ზონითა (გონიო, ჭოროხის დელტა) და ფრინველების გადაფრენით პარადოქსულად შეაფასა. ალბათ, იმიტომ, რომ 100-ნომერიანი სასტუმროს, 95-პროცენტი ადგილობრივი კადრის დასაქმების თუ გასართობი ცენტრის ნაცვლად ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარება, ჭოროხის დელტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნების წინადადებები განიხილებოდა. მისმა სიტყვებმა თითქოს ახსნა ის პოლიტიკა, რომელიც იყო, მიმდინარეობს თუ იგეგმება ჩვენს რეგიონში (თუ ქვეყანაში) – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ გარემოს დაცვის მიმართულებით.


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

ბათუმში ხსოვნის დღე აღნიშნეს

 

15 თებერვალი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის დღეა. დღეს  აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და  მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ავტობუსის მძღოლებსა და თვითმმართველობას შორის შეთანხმება არ შედგა

 

გაფიცულ ავტობუსის მძღოლებსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.  ქალაქის თვითმმართველობისა და ბათუმის ავტოტრანსპორტის პროფკავშირის წარმომადგენლბთან შეხვედრა საკრებულოს შენობაში საათნახევრის განმავლობაში მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აჭარის სპორტული ფედერაციები ყურადღებას ითხოვენ

 

აჭარის სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ფედერაციის პრეზიდენტებმა არჩილ ხაბაძეს სპორტის სახეობებში არსებული პრობლემები გაცნეს. 

„ყველა ქალი ფემინისტია“

გოგონა წითელი პომადით და ვერცხლისფერი შარვლით – ეს მარიამ სალუქვაძეა, მის სტილზე ხშირად ამბობენ, რომ “არაბათუმურია”, უფრო ფრანგული: “ვხუმრობ ხოლმე წეროს შევეშალე, ბათუმში ჩამომაგდო და არა საფრანგეთში. მე არ ვფიქრობ, რომ განსხვავებული სტილი მაქვს. დიდი ამბავი ახლა ვერცხლისფერი შარვალი თუ მაცვია და ხუთი ზომით დიდი მაისური.”

“Notre-Dame de Paris” ბათუმში

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში, მუსიკალურ ფესტივალ ”ბათუმური საღამოების” ფარგლებში 15 თებერვალს რიშარ კოჩანტეს თეატრალიზებული კონცერტის პრემიერა  „Notre-Dame de Paris“ გაიმართება. 

მიკროავტობუსებით მგზავრობისას მგზავრები 30 თეთრს გადაიხდიან

 

ბათუმში მომუშავე სატრანსპორტო კომპანიების გადაწყვეტილებით, ავტობუსების მძღოლების გაფიცვის დასრულებამდე სამარშრუტო ტაქსები მგზავრებს 30 თეთრად გადაიყვანენ. 

კორუფციის კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

 

კორუფციის წარმოქმნის რისკები და მისი აღმოფხვრის რეკომენდაციები – ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბათუმში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორი კვლევის პრეზენტაცია გამართეს.

კორპუსებში ინდივიდუალური წყალმზომი მრიცხველების დამონტაჟება იწყება

 

ბათუმის მერია და შპს ,,ბათუმის წყალი“ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას იწყებს.  ყველა აბონენტის საცხოვრებელ ბინაში ინდივიდუალური წყლის მრიცხველი დამონტაჟდება. 

„ელექტრას“ პრემიერა ბათუმში

 

14 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა შედგება. სოფოკლეს „ელექტრა“ რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა. დასი სპექტაკლზე ორ თვე-ნახევარი მუშაობდა.  „ბათუმელები“ მიშა ჩარკვიანს ესაუბრა. 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები შუახევში

 

დღეს შუახევში, ზამლეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, შუახევის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება. გამოკვლევებს მოსკოვის  ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორი სოვოლოდ გოროხოვი ჩაატარებს, რომელიც საქართველოში სამედიცინო ცენტრ „მედინას“ მოწვევით იმყოფება. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტალინის ტურისტულ გამოფენაზე

 

დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourest-2014  იწყება.  მასში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იღებს მონაწილეობას. 

„ნაციონალები“ კორუფციულ სქემაზე

 

შუახევის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ სოსლან ზოიძემ  განაცხადა, რომ  სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა კორუფციული სქემით ხდება. მისი განცხადებით, ამ სქემაში მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის დანაშაულებრივი საქმიანობა იკვეთება. 

ყოფილ სამხედრო ბინებში მცხოვრებ პირთა მესაკუთრეობის საკითხს კომისია გადახედავს

 

დღეს, 13 თებერვალს, გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე იმ საცხოვრებელი ფართობების გამოყენების წესი განიხილეს, რომლებიც წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და რომლითაც სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები სარგებლობდნენ. შემდეგ კი ქონება აჭარის მთავრობას გადმოეცა. 

ყოფილ მერს საკრებულოს თავმჯდომარემ პარტიაში შესვლა ურჩია

 

სამსახურიდან წასვლის წინადადებაზე საკრებულოს თანხმობის შემდეგ უკვე გათავისუფლებულ მერს, ჯემალ ანანიძეს, საკრებულოს თავმჯდომარემ „რომელიმე პარტიაში“ შესვლა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ურჩია. 

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

 

 

ბათუმის საკრებულომ ქალაქის მერის, ჯემალ ანანიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. 14 ხმით ერთის წინააღმდეგ ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა.  

 

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მერის გათავისუფლების წინააღმდეგ ერთი ხმა საკრებულოს წევრს, გენო თებიძეს ეკუთვნოდა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სუბსიდირების გამოძიებას ითხოვს

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელ ორ ქარხანასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

რეზო ხარაზის თქმით, ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, სადაც სუბსიდირებისთვის განსაზღვრული თანხა, ჩაბარებული ციტრუსის რაოდენობა და სხვა სახის მონაცემები ინახებოდა. ამის გამო ჭიანურდება სუბსიდირებისთვის განკუთვნილი თანხის მოსახლეობაზე გაცემა.

რა საკითხები განიხილება აჭარის მთავრობის სხდომაზე

 

ამ წუთებში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე 10 საკითხი განიხილება.

რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

 

ხვალ 14 თებერვალს, ახალშენის თემში შემავალ სოფლებს, ასევე შარაბიძეების თემის სოფლებს, ერგეს, ზედა და ქვედა ჯოჭოს დილის 11 საათიდან 16 საათამდე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

 

ქობულეთში სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მერაბ ჯინჭარაძემ თამარ მეფის სანაპიროზე შტორმის შემდეგ დაბინძურებული ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. 

სამშობიარო სახლში გარდაცვლილის ნათესავები პასუხს ითხოვენ

 

დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში 25 იანვარს  დაღუპული 29 წლის მზევინარ შაინიძის მეუღლე და ნათესავები შეიკრიბნენ.

ისინი მზევინარ შაინიძის გარდაცვალებას მორიგე ექიმების უყურადღებობას აბრალებენ და  ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იოსებ აბულაძემ და ქობულეთის გამგებელმა გიორგი რომანაძემ სამინისტროში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ციტრუსის მიმდინარე სეზონი წარმატებულად შეაფასეს. 

დაძმობილებული ქალაქები კლიმატის დაცვისათვის – საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

 

დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ქალაქების დამეგობრება კლიმატის დაცვისათვის“  გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალურის სააგენტოს წარმომადგენელი, ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ასოციაცია ,,კლიმატის ალიანსის“ წარმოამდგენელი მიგელ მორსილო. 

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

 

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტით 16 მილიონზე მეტია გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების საწარმოებლად გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა დასრულებულია და პროცედურული საკითხების მოგვარება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება დაიწყება – განაცხადეს ქობულეთის გამგეობაში.

ხიდის მშენებლობის მოთხოვნა კვირიკეში

 

სოფელ კვირიკეს დეპუტატმა დურმიშხან ინაიშვილმა ქობულეთის სოფელ კვირიკესთან დამაკავშირებელი ხიდის შესახებ ბრიფინგი გამართა.

Exit mobile version