ხეების ირგვლივ ტროტუარებზე ჩამკეტი ბორდიურების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 240 519 ლარია.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცდახუთი კალენდარული დღის განმავლობაში.
ხეების ირგვლივ ჩამკეტი ბორდიურები შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: ჭავჭავაძის ქუჩა “ლ ბაკურიდან” „გუდვილამდე“; მელიქიშვილის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; 26 მაისის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; გრიბოედოვის – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; გორგასლის – ქუთაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; დემეტრე თავდადებულის – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ვაჟა-ფშაველას – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ლუკა ასათიანის – რუსთაველის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩამდე; რუსთაველისა და ინასარიძის ქუჩებზე.
შესასრულებელი სამუშაო: მიწის ამოღება ხელით ხეების ირგვლივ ბაზალტის ბორდიურების მოსაწყობად და გრუნტის გატანა ნაყარში 10 კმ-მდე, ბორდიურებისთვის ქვიშა-ხრეშოვანი საგების მოწყობა 5 სმ სისქით, ბორდიურებისათვის. ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით, ბაზალტის ბორდიურის მოწყობა.