დღეს. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ ხელმძღვანელმა გიგა ფარტენაძემ და ორგანიზაციის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის“ თავჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ბათუმელები
დღეს. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ ხელმძღვანელმა გიგა ფარტენაძემ და ორგანიზაციის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის“ თავჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც გააყალბეს პირადი მონაცემები 2009 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, იმ პირებზე, რომლებმაც გაყალბებული დოკუმენტებით ან მისი მონაცემებით ისარგებლეს. ამ დრომდე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფრომაციით, ამნისტიით 1200-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
პარლამენტის ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან, სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მან ახალ საარჩევნო კოდექსზე ისაუბრა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების, თემებისა და მუნიციპალური ორგანოების მმართველების ხალხის მიერ არჩევას ითვალისწინებს.
ამ წუთებში, ხულოს გამგეობაში მემორანდუმის პირობების შესახებ შეხვედრა სრულდება. შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და ხულოს მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი ესწრება.
ამ წუთებში სანაპირო დაცვის გემმა იახტკლუბში დაახლოებით 35 წლის ქალის გვამი შეიყვანა, რომელსაც კრიმინალისტები პროზექტურაში გადაასვენებენ. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია, ის ანგისის დასახლებაში ცხოვრობდა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობის ჩადენა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამ წუთებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტების უფროსი დალი ქიქავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან და თემის რწმუნებულებთან, სამუშაო შეხვედრას მართავენ.
დღეს აჭარის მთავრობაში მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზიაციების და კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” წარმომადგენლებმა მემორანდუმის იმ პირობებზე იმსჯელეს, რაზეც ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობას უნდა შეუთახმდნენ.
ბათუმში, ხელოვნების მუზეუმთან მდებარე სკვერში, ერთწლიანი ყვავილების ნარგავებს მოსახლეობა იპარავს.
დღეს „ბათუმმა“ თბილისის სარაგბო კლუბ „არმაზთან“ შეხვედრა გამართა. შეჯიბრება 26:12 „ბათუმის“ სასარგებლოდ დასრულდა. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო „ბათუმისთვის“, რადგან ამ გამარჯვებით გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის პირველი ბრძოლა გადალახა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ მეექვსე დღეა შიმშილობენ. მათ მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კარავი აქვთ გაშლილი და იქ ითენებენ ღამეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 300 ლარით.
დღეს, ქედის გამგეობაში, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ქიქავამ, სამუშაო შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ ადგილობრივ კომისიასთან.
ვიყიდი მშრალ სარდაფს (ხედით – გზა) ქალაქის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მდგომარეობაში. მობ: 555 34 77 88.
მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.
ტაბიძის ქუჩაზე, #7-ში, ქირავდება ერთოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. მობ: 593 652 900; 593 331 904.
ქირავდება ბათუმში (სასტუმრო „შერატონთან“) იზოლირებული, ერთოთახიანი ბინა (ძველი გარემონტებული), უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, ცხელი წყლით. ფასი: 220 ლარი. პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარი გადახდით. მობ: 557 94 84 04.
ქირავდება ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, #166-ში, კერძო სახლის პირველ სართულზე გარემონტებული, ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი სველი წერტილებით, ავეჯით, კონდიციონერით, ინტერნეტით. აქვს ინდივიდუალური შესასვლელი. მობ: 595 757 222.
ქირავდება კერძო, პატარა სახლი, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ტექნიკით. მის.: მელიქიშვილის მეორე შესახვევი, სახლი #23. ტელ: 22 52 23.
ქირავდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე საწყობი _ 650-კვ.მ. მეორე სართულზეც ანალოგიური ფართობია. ფასი: 5 ათასი ლარი. მობ: 593 400 404.
ქირავდება სამოთახიანი არასტანდარტული ბინა ბათუმში, ახალაშენებული ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით, ბუნებრივი აირით, ორი აივნით, ორი საძინებლით, ორი სველი წერტილით, თანამედროვე აბაზანა საშხაპე კაბინით. ტელ: (0422) 27 35 58; მობ: 593 30 74 90.
ლერმონტოვის ქუჩაზე, #31-ში (ჭავჭავაძის ქუჩასთან მისვლამდე), მესამე სართულზე, იყიდება 68-კვ.მ ფართობის ბინის კარკასი. ფასი: 38 ათასი დოლარი. შესაძლებელია პატარა ფართობის ბინაზე გადაცვლა თანხის დამატებით. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63 მელიქიშვილის ქუჩაზე, #79-ში (უკრაინის საკონსულოსთან), მეხუთე სართულზე, იყიდება 80-კვ.მ ფართობის ბინა. მიმდინარეობს კაპიტალური რემონტი. ფასი: 52 ათასი დოლარი. მობ: …
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ხვალ ღურტაში წასვლას გეგმავენ. ისინი აპირებენ სოფელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის უნდა გაიმართოს.
დღეს მოსამართლე თამარ ბეძანიშვილმა ადვოკატ დათო ჯაფარიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სოფელ ორთაბათუმის რწმუნებული ოთარ ცენტერაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სანაცვლოდ სასამართლომ ბრალდებულს გირაოს სახით 40000 ლარის გადახდა დააკისრა.
ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ქონდა, არც უბანავია არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ თავს იგიჟიანებსო. დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე ეძინა მიწაზე, როცა ციოდა ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა …
ბათუმს მერია „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმში ახალი მემორიალებისა და ბიუსტების განთავსებას გეგმავს. 9 აპრილის გმირთა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალების და მერაბ კოსტავასა და ეგნატე ნინოშვილის ბიუსტების საუკეთესო ესკიზების გამოსავლენად მერიამ კონკურსი გამოაცხადა.
„თავიდან გაინტერესებს, მერე გიტაცებს, შემდეგ უკვე შენს სამსახურად იქცევა. საერთო ჯამში, აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუდგენელი ხდება. ჭადრაკი მხოლოდ სპორტი არ არის, ეს ხელოვნებაა, პარტიის თამაშისას აკეთებ გათვლებს, აჩვენებ შენს შემოქმედებას.” – საერთაშორისო ოსტატის წოდება 26 წლის ბათუმელ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს მოპოვებული აქვს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ნინო „ბათუმელების” მკითხველს საკუთარ პროფესიად ქცეულ ჰობზე მოუთხრობს.
ფერმერული მეურნეობისა და მემცენარეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხუთ მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი 330 000 ლარია. ყველაზე მეტად აჭარაში ფერმერები მოტობლოკისა და სკის შეძენით არიან დაინტერესებული. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ფერმერების შესარჩევად, რომლებიც პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით შეიძენენ მოტობლოკს თუ სხვა საჭირო ინვენტარს.
ზერიფე, მერი, მზევინარი და თამუნა ერთ სოფელში ცხოვრობენ. ოთხივე სხვადასხვა ასაკისაა, ყოველი მათგანი მის ირგვლივ ცვლილებებს სხვადასხვაგვარად აფასებს. „ბათუმელები“ ოთხ ქალს გაგაცნობთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოდან.
რამდენიმე დღის წინ ბათუმში, ქალაქის ცენტრში, მამაკაცი დაჭრეს. მოქალაქეების დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ქალაქში იმატა დანაშაულმა. მოიმატა თუ არა კრიმინალურმა შემთხვევებმა ბათუმში და რა გეგმები აქვს საპატრულო პოლიციას დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ისაუბრა.
25 წლის ასაკში გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო. დაუსწრებელზე ცოლის თხოვნით ჩააბარა – „საბუთი გექნება და მერე სკოლაში მაინც შეძლებ მასწავლებლად მუშაობასო“. ნამუშევრებს ქობულეთში ქმნიდა და მერე ფოსტით ლექტორს უგზავნიდა შესაფასებლად. პირველი პერსონალური გამოფენა წელს, იანვარში ჰქონდა. მხატვარი დურმიშხან კიკნაძე გვიან, მაგრამ მაინც აღმოაჩინეს. პირველმა გამოფენამ მხატვარს გზა ახალი გამოფენისკენ გაუხსნა. გუშინ, 11 მარტს თბილისში მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თამარის დასახლებაში, დევნილების უბანში ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა.
დღეიდან, საოჯახო სასტუმროების განვითარების მსურველებს აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტები უფასოდ გაუწევენ კონსულტაციებს ბიზნესის გასაუმჯობესებლად. დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე „ტურიზმი სოფლად და პატარა ქალაქებში“, რომლის ფარგლებშიც ისინი სოფლად აგროტურიზმის განვითარების საკითხებში გადამზადდნენ.
ხელვაჩაურში ჰესს, რომელსაც კომპანია „აჭარა ენერჯ 2007“ მდინარე ჭოროხზე აშენებს, სოფლები კირნათი, მარადიდი და აჭარისწყალი ესაზღვრება. ჰესის აშენებით დაიტბორება აღნიშნული სოფლების მდინარისპირა ტერიტორია, რომლის ნაწილი მოსახლეობის საკუთრებაშია, ან ეგრეთ წოდებული “ბაბუის მიწაა”, რომელსაც წლების განმავლობაში სარგებლობდა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები” პრეზენტაცია გაიმართა.
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ცვლილებებია. თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე, ჯგუფ “აპოლიტიკის” ლიდერი ზურაბ მესხიძე იტალიიდან დაბრუნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა. ამ დრომდე მის მოვალეობას თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა ასრულებდა, თუმცა გასულ კვირას ლელა ფაღავამ თანამდებობა დატოვა და საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით პირველ ვიცე-პრეზიდენტად მინურ პაქსაძე აირჩიეს, რომელიც ასევე „აპოლიტიკის” მხარდამჭერი იყო, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი უჩა აბრამიშვილი, ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტი. ზურაბ მესხიძე თვითმმართველობის პრეზიდენტი კვლავ გახდება სექტემბერში, მას შემდეგ, რაც სტუდენტის სტატუსი აღუდგება, რომელიც აქამდე უცხოეთში სწავლის გამო ჰქონდა შეჩერებული. რა გახდა სტუდენტურ თვითმმართველობაში უთანხმოების მიზეზი? ”ბათუმელები” ყველა მხარის მოსაზრებას გთავაზობთ.
“ძალიან, ძალიან შეყვარებული, ხელოვნებასა და მუსიკაზე” – ეს 24 წლის ბათუმელი მომღერალი თეო ჩიტიშვილია. თეო ამბობს, რომ სიმღერა ლაპარაკის დაწყებამდე დაიწყო, ამიტომ მასთან უფრო მეტი რამე აკავშირებს, ვიდრე სხვა რამესთან. მუსიკის გამო ყველაფრის დათმობა შეუძლია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13 მარტს, ხუთშაბათს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის მართავს ღია კარის დღეს და კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში.
შეხვედრაზე აბიტურიენტებს გააცნობენ უნივერსიტეტის სიახლეებს, სერვისებს, ასევე მიაწვდიან ინფორმაციას გაცვლით პროგრამების შესახებ.
აჭარის დასაქმების სააგენტო პირველი აპრილიდან უფასო სემინარ-ტრენინგების ჩატარებას იწყებს, თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბების, სამოტივაციო წერილისა და CV-ის შედგენის საკითხებზე.
ბათუმში, ატმოსფერულ ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის იანვარში ჩატარებული გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგების მიხედვით მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტი საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქშია: თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და რუსთავში.
მომავალი წლიდან, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების და სასკოლო შეფასების სისტემები შემუშავდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 24 ათასამდე მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.