ღურტას სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობა არ დადის

 

ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას სკოლის დირექტორის, რეზო იაკობაძის ინფორმაციით, დღეს სკოლაში 130 მოსწავლიდან გაკვეთილებზე დასასწრებად 40 -მდე მოსწავლე გამოცხადდა. 

სადილობა ტკბილეულით

 

„საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ტკბილეულს სადილობამდე მიირთმევენ“ – გვეუბნება ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი სუზანი, რომელიც საქართველოში უკვე ორი წელია ცხოვრობს და ქართველი მოსწავლეების კვების კულტურასაც აკვირდება. როგორ იკვებებიან მოზარდები საქართველოში და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ დროთა განმავლობაში არაჯანსაღი ცხოვრების წესისგან?

რელიგიური ნიშნით დევნა თუ რეპუტაციის შელახვა

 

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კომპანია „ბუგატოსა“ და ნანული გორაძის პროცესი გაიმართა. აჭარისწყალზე ჰესების მშენებელი კომპანია „ბუგატო ინშაათ მადენჯილიქ სანაი ვე თიჯარეთი”, აჭარისწყალზე მცხოვრებ ნანული გორაძეს, მის მეუღლეს ნუგზარ ლორთქიფანიძესა და ქალიშვილს ნინო ლორთქიფანიძეს, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის.

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა


საჯარო რეესტრის ოფიციალურ პრესრელიზს აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია თებერვლის თვის სტატისტიკური და ანალიტიკური ანალიზი.


<!** Image 1 align="left" width="300" height="600" >

ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი დაშავდა

 

რამდენიმე საათის წინ, გონიოში ავტოსაზგაო შემთხვევის დროს ქალი დაშავდა.  მსუბუქი დაზიანებებით მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  შეჯახების დროს მიკროავტობუსის კარები ჩაიკეტა.

ცხოვრება ბარაკებში

 

თამარის დასახლებაში  59 ოჯახი ბარაკებში ცხოვრობს. მოსახლეობა „ბათუმელებთან“ მძიმე  საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს. 

ახალი ბულვარი ზედაპირულად გაიწმინდება

 

ბათუმის ახალ ბულვარში ქვაფენილები ბალახისგანაა დაფარული. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვაფენილის ბალახებისგან გაწმენდა შეუძლებელია, რადგან ბულვარი ამ ფორმით არის დაპროექტებული.

აჭარის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა

 

აჭარის   პროკურატურის თანამშრომლებმა  თაღლითობის ფაქტზე  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი გ. ფ და მოქალაქე გ. ჭ. დააკავეს.

რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

 

9 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით გამართული პრესტურით ჩასულებს სოფლის ცენტრში, სკოლასთან, სოფლის მოსახლეობა დაგვხვდა. ყველას უნდა თავისი საკარმიდამო ნაკვეთი ან სახლი გადავიღოთ, რომ გვაჩვენონ, როგორ დააზარალა ისინი მეწყერმა.   

ღურტის მოსახლეობა აქციებს აგრძელებს

 

ამ წუთებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის მოსახლეობა, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციისთვის ემზადება. 

ადგილობრივთა განცხადებით, აქცია ჰესის მშენებლობის ადგილზე გაიმართება

სარეკლამო სტატიებში დახარჯული ფული და შედეგები

 

ყოველწლიურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უცხოეთში ბათუმის, როგორც კურორტის რეკლამირებისთვის, ორ მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს. ფესტივალებისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის გარდა უცხოურ ბეჭდურ ჟურნალებსა და პოპულარულ ტურისტულ საიტებზე გამოქვეყნებული ილუსტრირებული სარეკლამო სტატიები ბათუმზე აჭარის ტურიზმის დეპატამენტის ერთ-ერთი სარეკლამო მიმართულებაა. 

„შუქის გამორთვები უკეთესობისკენ არის მიმართული“

 

უსაფრთხოების წესების დაცვასა და ელექტროენერგიის გახშირებულ გამორთვასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ირაკლი ვახტანგიძე ესაუბრება.

რაზე მიუთითებს ბენზინის დაყნოსვის სურვილი

 

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია ანუ სისხლნაკლებობა, რა სიმპტომებით ხასიათდება და რა პროფილაქტიკური ღონისძიებებით შეიძლება ავიცილოთ თავიდან აღნიშნული დაავადება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი რეზო მიქელაძე ესაუბრა. 

„მე გადასახლებაში დავიბადე“

 

მერი დიასამიძე 1952 წელს ყაზახეთში დაიბადა. დედა – ჰურიე სურმანიძე მასზე ცხრა თვის ორსული იყო, როცა ქმართან – შახბაზ დიასამიძესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ ორცვადან გადაასახლეს.

სახლი, სადაც ცხოვრობდა სტალინი

 

 

პუშკინის ქ. N 19 მდებარე სახლს, სადაც სტალინი ცხოვრობდა ანგრევენ.

 

სახლის შესახებ შედგენილ ბარათში, რომლის ავტორები ხელოვნებათმცოდნე მაია ჭიჭილეიშვილი და ძველი ბათუმის კოლექციონერი შოთა გუჯაბიძეა ვკითხულობთ:

„ქართული ოცნების“ ქედის ორგანიზაცის თავმჯდომარე აირჩიეს

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქედის რაიონულ ორგანიზაციას დღეიდან, პროფესიით ექიმი ამირან ცინცაძე უხელმძღვანელებს. 

ბრძოლის აზრი

 

არავინ თქვას, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. ვიბრძოლე და გავიმარჯვე!

მართალია, სრულად არა, მაგრამ, რაც მთავარია, ამიერიდან მე ჩემს შვილთან ერთად ვიქნები. არ შემეშინდება ყოველი გაზაფხულის მოსვლის, შვილის გაზრდის, ასაკის მატების.

ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს

 

ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტას შესასვლელში, იქ სადაც გვირაბი უნდა აშენდეს, ამ წუთებში ოცამდე პოლიციელია მობილიზებული და ტერიტორიას იცავს, ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. 

ღურტაში მთავრობას ელოდებიან

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გენო გელაძის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ღურტაში ორი საათის წინ წავიდა, ამ წუთებში ხეობაში მოსახლეობას დანთებული აქვს კოცონი და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ღურტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს მუნციპალიტეტში, სოფელ ღურტაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

სტუდენტების აქცია: ვაპროტესტებთ ჰესების მშენებლობას

 

რამდენიმე წუთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივა“ მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და მოსახლეობის მხარდასაჭერ აქციას ჩაატარებს. 

„ქართული ოცნება“ აჭარაში რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ასახელებს


„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ მახარაძე, საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის დეპუტატმა ნოდარ ქარცივაძემ ჩაანაცვლა. ნოდარ ქარცივაძე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, არმაზ ახვლედიანის  მამიდას შვილია.

ღურტას მცხოვრები: არჩილ ხაბაძეც იქ იყო და უყურებდა, როგორც გვცემდნენ

 

 მაგული კახაძე, სოფელ ღურტას მკვიდრი ყვება იმის შესახებ თუ რა ხდებოდა დღეს დილიდან სოფელში და როგორ სცემა პოლიციამ: „იმ ტერიტორიაზე, სადაც კაშხლების მშენებლობაა დაგეგმილი, მოსახლეობა არ ვუშვებდით მძიმე ტექნიკას. პოლიციამ ძალა გამოიყენა ჩვენს მიმართ – მე, მაგალითად, დაზარალებული ვარ, ცემის გამო მტკივა წელი და ფეხი. 

ქალთა შორის ტურნირი ნარდში დასრულდა

 

დღეს დასრულდა დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ მოკლე ნარდში ქალთა შორის. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ახორციელებდა აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაცია, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. 


აქცია გონიოში მიწის დაკანონების მოთხოვნით

 

გონიოს მოსახლეობა მიწის დაკანონებას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს გონიოს ციხესთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილის, ანზორ მიქელაძის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ჩამორთმეული მიწების დაკანონებაა.

507 დღე მას შემდეგ, რაც არაფერი დამიწერია

 

რაც ბათუმიდან თბილისში – „გაზეთ ბათუმელებიდან“ „ტელეიმედში“ გადმოვედი სამუშაოდ, არაფერი დამიწერია. წიგნაკი მოყვითალო-მონაცისფრო, გახუნებული ფურცლებით თაროდან რამდენჯერმე ამიღია, მაგრამ არაფერი დამიწერია. ნერვიული მოძრაობით უკან დამიბრუნებია, მინდოდა თუნდაც მედიამანიპულაციების  არქიტექტურაზე მეთქვა,  – მაგრამ  მაინც არაფერი დამიწერია.

სოფელ ღურტაში მთავრობა არ შეუშვეს

 

ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ  ღურტაში მცხოვრები ოთარ  იაკობაძის ინფორმაციით, ერთი საათის წინ მოსახლეობამ გზა გადაკეტა იმ ადგილას, სადაც კაშხლები და გვირაბი უნდა აშენდეს. მოსახლეობასა და აჭარის მთავრობის წრამომადგენლებს შორის დაპირისპრება იმით დასრულდა, რომ არჩილ ხაბაძე და მისი თანმხლები პირები სოფელში არ შეუშვეს. 

8 მარტს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალები სჭარბობენ

 

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 975  ადამიანი ცხოვრობს, აქედან (61%) 10 374 ქალბატონია, ხოლო (39%)  6 601 მამაკაცი.

90 წლის იუბილე ეროვნულ არქივში

 

 დღეს ბათუმის ეროვნულმა არქივმა 90 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის ეროვნულ არქივში მომუშავე ყველა თანამშრომელს მადლობის  სიგელი, თანამშრომელ ქალბატონებს კი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფასიანი საჩუქრები  გადასცეს.

ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო ბათუმში

 

დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს პერეზენტაცია გაიმართა.  პროექტი „აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ მიერ ხორციელდება.  

ქალების შეჯიბრი ნარდში

 

7 – 8 მარტს ნარდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით   ბათუმის სპორტ სკოლაში ქალებს შორის ნარდის თამაშში შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ ქალბატონები იღებენ.   დღეს მონაწილე 42 ქალბატონიდან ნახევარ ფინალში 12 გადავიდა.

ყველაფერი ქობულეთზე

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ტურიზმის განყოფილება ახალი პროექტის „ყველაფერი ქობულეთზე“ განხორციელებას იწყებს. პროექტი ქობულეთის, როგორც საკურორტო ადგილის პოპულარიზაციასა და მისი ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას ითვალისწინებს.

კონკურსი სრულმეტრაჟიანი ფილმების დასაფინანსებლად

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობას იწყებს.  

„უფლებებია ჩემი ყვავილები“

 

,,უფლებებია ჩემი ყვავილები“ – ამ სახელწოდებით შეხვედრა  დღეს  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში   გაიმართა. შეხვედრაზე ქალთა მიმართ სტერეოტიპებზე, ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიასა და მის არსზე ისაუბრეს. 

ერთი წელი პარლამენტში – მურმან დუმბაძის ანგარიში

 

რა გააკეთა ამომრჩევლისთვის ბათუმის მაჟორიტარმა პარლამენტში მუშაობის ერთი წლის განმავლობაში. მურმან დუმბაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. 

როგორ გადაანაწილებს კვოტებს “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის

 

საარჩევნო სიის ორმოცდათერთმეტ პროცენტს “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” დააკომპლექტებს, დარჩენილ ადგილებს კი კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია გაინაწილებს. მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით პარტიები მოიპალარაკებენ და გადაწყვეტილებას `უფრო ავტორიტეტული” კანდიდატების სასარგებლოდ მიიღებენ _ ამ ყველაფერზე კოალიციაში შემავალ პარტიებში ჯერ დამოუკიდებლად მსჯელობენ, “ერთიან ფორმულას” კი პოლიტსაბჭო შეიმუშავებს.

Exit mobile version