სახელისა და გვარის შეცვლაზე განაცხადის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად

 

სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო და იუსტიციის სახლი საქართველოს მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავზობს –  სახელის ან/და გვარის შეცვლა ონლაინ.

ეს მე, შენ – ყველას ერთად გვეხება

 

 

„მაგალითად, თუ მე ჩავიდინე დანაშაული, მარტო მე კი არ მისმენენ ფარულად, უსმენენ ყველას, ვინც მე მირეკავს. ზუსტად იმის დასაბუთება, რომ ჩვენ გვისმენენ, ძნელია, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ყველას მოგვისმინოს“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა“, გია ქარცივაძემ და ეს ფრაზა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შეხვედრიდან, რომელიც ბათუმში გაიმართა, „ეს შენ გეხება“ პროექტის ფარგლებში.

 

თხილნარის საჯარო სკოლას კაპრალ მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა

 

თხილნარის #1 საჯარო სკოლას 2012 წლის 10 ოქტომბერს ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულების დროს დაღუპული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მინდია აბაშიძის სახელი მიენიჭა.

მელიქიშვილის ქუჩაზე

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17.

ქირავდება, გირავდება

 

ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ქირავდება სამოთახიანი ბინა ავეჯის გარეშე. ფასი: 200 დოლარი. მობ: 595 46 67 00.

იყიდება ბინა, სახლი, მიწის ნაკვეთები

 

სოფელ სახალვაშოში იყიდება 2500-კვ.მ მიწა 350-კვ.მ ფართობის ბელეტაჟის სახლით (სახლი გასარემონტებელია), ხედით – ზღვა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

რას ნიშნავს ვაჰაბისტი? – კითხვები და პასუხები სასამართლო პროცესიდან

 

„რას ნიშნავს „ვაჰაბისტი?“ – ეს კითხვა ბათუმის სასამართლოში ბრალდებულმა მოწმეს, ამ შემთხვევაში შს სამინისტროს ოპერატიულ თანამშრომელს დაუსვა. მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის რას ნიშნავს „ვაჰაბისტი“. ამის შემდეგ ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, აღკვეთოს სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ შეურაცხყოფა სიტყვა „ვაჰაბიტის“ გამოყენებით. ამაზე მოსამართლემ უთხრა, რომ ის ვერაფერს შეცვლის. 

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

 

 

24  წლის ბათუმელი პატიმრის, გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მკვლელობის გამო ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ეკა ჩიჩუამ მოაწოდა. ოჯახის წევრებს  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნას არ აცნობენ.

ტერორიზმი თუ რელიგიური ნიშნით დევნა – სასამართლო პროცესიდან

 

განსასჯელები: ფირუზ წულუკიძე, თემურ ბახუნტარიძე, იუსუფ ლაკაევი (ლაკაევი სასამართლო სხდომას არ ესწრება).

პროკურორი: ლადო თურმანიძე

ადვოკატები: ირაკლი შავაძე, გიორგი ხიმშიაშვილი, გია ტაბლიაშვილი

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი

აბიტურიენტობის ფასი

 

„მთელი წელი რეპეტიტორებთან მეცადინეობა დაახლოებით 3 600 ლარი მიჯდება, ამას დამატებული რამდენიმე საგანი, რომელიც საატესტატო გამოცდებზე ჩავაბარე, თუმცა ახლა ვფიქრობ, საატესტატოს ისეც ჩავაბარებდი, რომ არ მევლო რეპეტიტორებთან”, ამბობს ანა გვარიშვილი, რომელიც წელს აბიტურიენტია.  

რას ამბობენ სტუდენტები სტალინზე

 

რას ფიქრობთ სტალინზე – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სტუდენტებს დაუსვა. 

ლიტერატურული კაფე წიგნის მაღაზიის ნაცვლად

 

 

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყველაზე ძველ, 110 წლის წიგნების მაღაზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე შენობა სააქციო საზოგადოება „აჭარწიგნს” ეკუთვნის. დირექტორის, არსენ მგელაძის თქმით, სამ თვეში მაღაზიის ადგილზე ლიტერატურული კაფე იქნება. კაფეს „აჭარწიგნის” აქციონერები გახსნიან.

კამპანია “ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს



არასამთავრობო სექტორი კამპანიის – „ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ“ – ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი ამ ფორმით პარლამენტს მიაწვდიან საზოგადოების პოზიციას. კამპანიის მიზანია ფარული მიყურადების და თვალთვალის სფეროში არსებული სიტუაციის შეცვლა. როგორც „საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი ამბობს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იქნება გარანტი იმისა, რომ იმ სისტემით, რა სისტემითაც დღეს ხდება ფარული მიყურადება და თვალთვალი, შემდეგში აღარ მოხდება.  

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დიდი წარსულისა და პოტენციის მქონე ფაკულტეტია.

„ნატვრის ხე“ ბათუმის ნაგავსაყარზე

 

თორნიკე სკოლაში სწავლობს, შაბათ-კვირას  მამას და ბიძაშვილს მიჰყვება სამუშაოდ ბათუმის ნაგავსაყარზე. ისინი, სხვა ათეულობით ოჯახის მსგავსად, აქ შეგროვებული პოლიეთილენის ბოთლების  და ჯართის ჩაბარებით გამომუშავებული ფულით არსებობენ.  დედა სახლში ელოდება, პატარა ძმას უვლის. თორნიკე მიამბობს, რომ საღამოობით მანქანა მოდის, რომელსაც შეგროვებულ ბოთლებს აბარებენ. 

ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება

 

ბათუმის ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ამჟამად აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია ხდება. 

მასტერკლასები კლასიკური ბალეტის სკოლაში

 

ბათუმში, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლაში, თბილისიდან მოწვეული პედაგოგი ტატიანა ბახტაძე  და კონცერტმეისტერი ელენა ლილიუკოვა  22 მარტამდე  ჩაატარებენ მასტერკლასებს პროფილურ საგანში – „ხალხურ-სცენური ცეკვა“.

მოსამართლის განმარტება „შენ“ ნაცვალსახელის გამო დაჯარიმებაზე

 

„მე ვალდებული ვარ პატივი ვცე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, ამიტომ არ ვიზიარებ მას. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, პატივს ვცემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას“, -განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

 

<!** Image 2 align="left" width="300" height="487" >

ბაბილონი: ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს

 

 

ზუსტად ერთი წლის წინ ზურა, ლაშა, გიორგი და რომა ჯგუფმა “ბაბილონმა” გააერთიანა. მართალია, ადრეც მეგობრობდნენ, თუმცა საყვარელ საქმეს ცალ-ცალკე აკეთებდნენ: უკრავდნენ, წერდნენ, რეპს კითხულობდნენ… მერე მიხვდნენ, რომ ერთად უკეთ გამოუვიდოდათ და რეპჯგუფი შექმნეს.

პროექტი სტუდენტების გასააქტიურებლად


სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული კოლეგია”, იწყებს ახალ პროგრამაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური აქტივობის გაზრდას, მათ ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააქტიურებას უნივერსიტეტის პრობლემების მოგვარებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობის განხორციელებაში.

უსახლკაროთა თავშესაფრის პროექტი ბათუმში

 

ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში ამ წუთებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დონორებთან სოციალური სახლის მშენებლობის დაფინანსების საკითხს განიხლავენ.

25 ათასი საათი სკოლაში

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ გიჟდებიან თენგიზ კუჭავაზე, მათი მათემატიკის მასწავლებელზე. უყვართ, რადგან კარგად ასწავლის. უყვართ იმიტომ, რომ არ ბრაზდება, არ უყვირის და არ ლანძღავს. უყვართ, რადგან არ არსებობს მოსწავლე, ვისაც მათემატიკა არ შეაყვარა. თენგიზ კუჭავა 38 წელია მასწავლებელია. ჯამში სკოლაში 25 ათასზე მეტი საათი აქვს გატარებული. 

ამცირებს თუ არა „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს

ინფორმაციას იმის შეახებ, რომ „პროკრედიტ ბანკი“ ბათუმში ფილიალებს ამცირებს, ბანკის წარმომადგენელი ნატო ბოჭორიშვილი არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ  ბანკი ფილიალების განახლების პროცესშია.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძეს პასუხობს

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის გუშინდელ ბრალდებას დღეს, 18 მარტს ოფიციალურად პასუხობს.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს და დოკუმენტად გაზეთ ”ბათუმელებში” ჟურნალისტ ნათია ზოიძის სტატია – ”ნაციონალური მოძრაობის”გამარჯვების ფორმულა” მოყავს. 

სტუდენტები ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ

 

ცოტა ხნის წინ ბათუმში “აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო”  შეიქმნა. მისი დამფუძნებლები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა იდეის განხილვასა თუ წინადადების მიღებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან შეთანხმებით აპირებს. 

“ყველა კანდიდატს ჩემთან მოუწევს კონკურენცია”

 

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის საკითხი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არაერთხელ იქცა დიდ პრობლემად. 2006-2008 წლებში ექვსი რექტორი გამოიცვალა. ხშირი საკადრო ცვლილებები დიდ რყევებს იწვევდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. ამას წერტილი უნდა დასმოდა, რაც მოხდა კიდეც 2008 წლის რექტორის არჩევნების დროს და ვამაყობ, რომ ამაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, როგორც რექტორობის კანდიდატს და აკადემიური საბჭოს წევრს.

უმაღლეს საბჭოს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო პროცესი მოუგო

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომლის, სოფიო კობალაძის სარჩელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სასამართლომ უმაღლეს საბჭოს სოფიო კობალაძის თანამდებობაზე აღდგებნა და ნაცდური ხელფასის გადახდა დაავალდებულა. 

 

აჭარის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

 

16 მარტს ქ. ბათუმის  სასპორტო სკოლაში   ჩატარდა აჭარის პირადი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და  ბათუმის 1998- 1999 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა.

  

ბათუმის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების მიხედვით მესამე ადგილზეა

 

ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული კვლევის შედეგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების  – Tempus და Erasmus mundus მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.

ურნადქცეული “მწვანე ყუთი“ ბათუმის უნივერსიტეტში

 

რამდენიმე თვის წინ ბათუმის უნივერსიტეტში,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტების ინიციატივით „მწვანე ყუთი“ დაიდგა, ამ გზით სტუდენტებს მაკულატურის შეგროვება ჰქონდათ გადაწყვეტილი.  სტუდენტებს ყუთები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გადასცა. 

„ეკო პროექტი“ მოსწავლეებისთვის

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით, განახორციელებს პროექტს „ეკო პროექტი“, რომელიც მიზნად ისახავს 13-დან 15 წლამდე მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთი ქალაქში: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი და ახალციხე. 

ახალი შეთავაზება ანსამბლის წევრებს

 

აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის  სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის გაფიცულ მოცეკვავეებთან შეხვედრა გამართეს. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა აქციის წევრებს,  რომლებიც  ორი კვირაა პროტესტის ნიშნად შიმშილობენ,  ახალი შეთავაზება გააცნო. 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

 

დღეს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან”,  გიორგი კირთაძემ  ბრიფინგი გამართა. იგი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი ჩავლეიშვილს  წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა ახალშობილი ტყუპებისათვის

 

დღეს ბათუმის იოსებ ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლში ახალშობილ ტყუპებს და მათ დედას სოციალური დაცვის პროგრამის „ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000–1000 ლარი გადაეცემათ.  

გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად – აქცია

 

დღეს ბათუმში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქცია, „გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშის სიცოცხლე“, მიმდინარეობს.

Exit mobile version