სიახლეები

აზერბაიჯანის კონსული: „გვიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ ჰეიდარ ალიევი“

14.05.2014
აზერბაიჯანის კონსული: „გვიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ ჰეიდარ ალიევი“

 

 

საღამო, რომელსაც გენერალური კონსული ჰუსეინ ნაჯაფოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საკონსულოსა და აჭარის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა.

 

 

მათ ჰეიდარ ალიევის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ნახეს დოკუმენტური ფილმი „Путь Победителя“, რომელიც ჰეიდარ ალიევის პოლიტიკურ საქმიანობას ასახავდა.

 

 

 „ჰეიდარ ალიევმა დიდი როლი ითამაშა, არა მხოლოდ აზერბაიჯანის ცხოვრებაში კავკასიის რეგიონის ქვეყნებშიც. აზერბაიჯანელებს უყვართ ჰეიდარ ალიევი. ის უყვართ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოში. თბილისში ჰეიდარ ალიევის სკვერიცაა – სასიამოვნო ადგილი ნებისმეიერი აზერბაიჯანელისთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ასე უყვართ ჰეიდარ ალიევი“ – აღნიშნა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს გენერალურმა კონსულმა ჰუსეინ ნაჯაფოვმა.

 

 

ჰეიდარ ალიევს 10 მაისს 91 წელი შეუსრულდებოდა. ის აზერბაიჯანს 1993 წლიდან ათი წლის განმავლობაში ლიდერობდა.

 

 

როგორც საკონსულოში ამბობენ, ჰეიდარ ალიევის ხსოვნის საღამოს საკონსულო ყოველ წელიწადს აღნიშნავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.