სიახლეები

მდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება

14.05.2014
მდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში საფრანგეთიდან ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი. მათ შორისაა  მიდინარე მაჭახელაზე ორი ჰესის მშენებლობის პროეტი.

ქართულმა  კომპანიამ „სილქროუდმა“ და  ფრანგულმა საინვესტიციო სააგენტომ  „პროპერკომ“ ხელი მოაწერეს  თანამშრომლობის მემორანდუმს. ამ დოკუმენტის თანანახმად  ფრანგული საინვესტიციო სააგენტო სააგენტო მდინარე მაჭახელაზე კასკადის მშენებლობას დააფინანსებს.

წინასწარი ინფორმაციით კასკადის სიმძლავრე 43 მეგავატი იქნება.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით კომპანია „სილქროუდმა“ დაინტერესება გამოთქვა მდინარე მაჭახელაზე ორო ჰესის მშენებლობაზე, თუმცა ჯერ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული არ არის.“

მაჭახელა ერთადერთი დიდი მდინარეა აჭარაში, რომელზეც ამ დრომდე ჰიდროპროექტი არ ხორციელდება. მდინარე ჭოროხზე ორი ჰიდროპროექტი ხორციელდება, კინტრიშზე – ორი პროექტი, ორი ჰიდროპროექტი ხორციელდება ასევე მდინარე აჭარისწყალზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.