საკონსტიტუციო სასამართლო უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ზოგიერთი დებულების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მონაწილეობა იზრდება

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფელბებისათვის” დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თამაზ მჟავანაძის განცხადებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა წელს გაიზარდა. 

სახალხო დამცველი პროკურატურას ჯაბა ანანიძის საქმის გამოძიებას სთხოვს

 

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს: „დაიწყოს გამოძიება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე”. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

სამახსოვრო ფოტო ბათუმში

 

„- რამდენი წელია უკვე არის ეს ფანტანები?

– უჰ, ეს რამდენი ხანია აშენდა უკვე, ჩემი სტუდენტობის პირველი კურსი იყო.“ – ეს დიალოგი  ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან შედგა. ბულვარის შადრევნები გასულ კვირას, ბათუმის სხვა, ცნობილ ადგილებთან ერთად, „ბათუმელების“ დაკვირვების ობიექტი იყო. 

 

რა ღირს ჰოსტელი ბათუმში

 

ჰოსტელის უპირატესობა სასტუმროსთან, მის დაბალ ფასში გამოიხატება. ამიტომ, ვიზიტორები, რომლებიც ბათუმში ერთი ან ორი დღით ჩერდებიან, არჩევანს ხელმისაწვდომ სერვისზე აკეთებენ. რას სთავაზობენ ჰოსტელის მფლობელები ვიზიტორებს და როგორ ხედავენ სერვისის გაუმჯობესების გზებს ბათუმში?

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევიმედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა. ბათუმიდან თბილისამდე და პირიქით, პაციენტმა ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა 750-მდე კილომეტრი უნდა გაიაროს წამლის ასაღებად. 

9 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

 

10 წლის გოგონასთან გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულის, 76 წლის მამაკაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. მოსამართლემ გასულ კვირას პროცესი დახურა.

ივნისში საქართველოს საზღვარი თურქეთის 141 285-მა მოქალაქემ გადმოკვეთა – ვიზიტორთა სტატისტიკა

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით 2014 წლის ივნისში საქართველოში 452 588 ვიზიტორი შემოვიდა,რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7 %-ით ნაკლებია.

გაიდლაინის პრეზენტაცია „მედინაში“

 

დღეს, 9 ივლისს, 15:00 საათზე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და კარდიოლოგთა ასოციაცია მეან–გინეკოლოგებისთვის გამართავს გაიდლაინის პრეზენტაციას, თემაზე „ჰიპერტენზია ორსულებში“. 

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

 

 

ერთ დროს ყველაზე ცნობილ კაფე „რვაფეხას“ ბათუმში დღესაც ბევრი ვიზიტორი ჰყავს, თუმცა ადრინდელისგან განსხვავებით, ტურისტები და ადგილობრივები ახლა მას სულ სხვა მიზნით სტუმრობენ. შენობაში არსებული ანტისანიტარიითა და შარდის მძაფრი სუნით, ადვილი მისახვედრია, რომ ამ შენობას ხალხმა საპირფარეშოს ფუნქცია შეუთავსა. 

ტროტუარი პუშკინის ქუჩაზე – ირღვევა თუ არა ფეხით მოსიარულეთა უფლებები?

 

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. ქუჩის მთელ პერიმეტრზე მაღაზიებია გახსნილი, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვადასხვა სახის მასალები იყიდება. მოვაჭრეებს ტროტუარის დიდი ნაწილი აქვთ დაკავებული და საქონელი ქუჩაში აქვთ გამოფენილი. მსგავსი ვითარებაა შავშეთის ქუჩის დასაწყისშიც. ტროტუარზე დგას ავტომანქანებიც, რის გამოც, ფეხით მოსიარულეები იძულებულნი ხდებიან ავტომანქანის სავალ ნაწილზე გაიარონ. ირღვევა თუ არა პუშკინის ქუჩაზე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლება და რა რეგულაციები აქვს მერიას მოვაჭრეებისთვის დაწესებული?  

დავით ბაციკაძე: „ნაციონალური მოძრაობა” სერიოზული პრობლემების შექმნას აპირებს“

 

საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით  დღეს „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ბაციკაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით ტურზე საარჩევნო უბნებზე პრობლემების შექმნას აპირებს. 

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ბათუმში

 

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ფრეგატის „სურკუფის“ (SURCOUF) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან ქორიძეს შეხვდა. მათ ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეს 1000 ლარი გადაეცა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფში მცხოვრებ ნაქიფე დავითაძეს 100 წელი 4 ივლისს შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას პროგრამის ფარგლებში საჩუქრად 1 000 ლარი გადასცა.  

ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი კონკურენტს დებატებში იწვევს

 

ქობულეთში გამგებლის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი მეორე ტურში იბრძოლებს.  „ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი რეზო ხარაზი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მას  საარჩევნო კამპანიის წარმოება კონკურენტთან არათანაბარ პირობებში უწევს. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი სულხან ევგენიძე,  ადმინისტრაციულ რესურსით სარგებლობის გარდა, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მხარდაჭერითაც სარგებლობს

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსის მემორანდუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 

წელს, 2 ივლისს, ქუთაისის სამედიცინო სასწავლო ტრენინგცენტრსა  და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

‘ტელეფონის ნომერი ცნობილია, პოლიცია კი არ რეაგირებს’

 

 

დღეს 8 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობამ“ პარტიის აქტივისტის, ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და გამოძიება უმოქმედობაში დაადანაშაულა. ლევან ტეტემაძე, რომელსაც ცემის შემდეგად სახეზე მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, აცხადებს, რომ  გამოძიებას ის დღემდე არ დაუკითხავს და არც ტელეფონის ნომრით დაიტერესებულა, რომლის მეშვეობით მისი მისამართით ზარები განხორციელდა. ლევან ტეტემაძეს სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, საუბარი უჭირს. 

ჯვრები ქალაქში

 

ბათუმში, ტაბიძის ქუჩის ერთ პატარა სკვერში ორი ეკლესია თითქმის გვერდი-გვერდ დგას. სკვერში და მის მიმდებარედ კი ექვსი რკინის ჯვარია აღმართული – თითო ჯვარი თითო სახლის წინ. ჯვარზე ღამის განათებისთვის სადენებია შემოხვეული.  

“თხრობითი პერფონმანსები” დასრულდა

 

„თხრობითი პერფომანსების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო   ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“, ორგანიზაცია„ ბორჯღალის“ ორგანიზებით გაიმართა.  დახურვის საღამოზე   გამარჯვებულები დააჯილდოვეს.  

ისინი მოგვითხრობენ დემოკრატიაზე

 

ხუთკვირიანი „თხრობითი პერფორმანსები” დასრულდა. ხუთი კვირის განმავლობაში „დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (შვიდი გუნდი, თითოეულ გუნდში ხუთი მთხრობელი), მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენდნენ თხრობით პერფომანსებს ე.წ. `”სთორითელინგს”. 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

„მიწა დაუბრუნდეს ხალხს“, „საქართველოს ღვთოსმშობლის წილხვედრილი ქვეყანაა“- ამ წარწერებით ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.  

საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინააღმდეგ

 

საქართველოს  რკინიგზისა და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სამსახურის თანამშრომელები საქართველოს პარლამენტს სასამართლოში უჩივიან.

ექსკურსია ბათუმში ორსართულიანი ავტობუსით

 

 

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმში ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტი, კომპანია Open Batumi, იწყებს მუშაობას. კომპანია ტურისტებსა და ბათუმის მოსახლეობას სთავაზობს რეგულარულ საექსკურსიო ტურებს. 

„ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი ბათუმში პოლიციელის ცემაზე

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ ბათუმში, მეხუთე განყოფილების თანამშრომელი, პოლიციელი ილია კუკულაძე სცემეს, დამნაშავეები კი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის დავალებით, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით თამაზაშვილმა გაათავისუფლა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. 

ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის” შეგროვებაში ბრალდებული წამებაზე საუბრობს

 

მოსამართლეს თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა სასამართლოში უთხრა, რომ მას ტუბერკულოზით დაავადებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-19 სამკურნალო დაწესებულებაში აწამებენ, ექცევიან არაადამიანურად და სთხოვა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალოს… ამ პირთან ერთად კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული, ისინი ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის შეგროვებაში” არიან ბრალდებულები

როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი მერიამ სასტუმროების მუშაობას

 

დღეს ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი ბათუმში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. ხმაური ქალაქში, იმფრასტრუქტურა, ეკოლოგია და გადასახადები – ეს ის თემებია, რაზეც სასტუმროს წარმომადგენლები მერის კანდიდატთან აპირებდნენ საუბარს.

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა

 

დღეს დილით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ 27 წლის ქალი გარდაიცვალა.  გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. 

ბათუმში ჰაერის დამაბინძურებლების გამზომი ფილტრები დამონტაჟდა

 

ბოლო სამი თვის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვერი და აზოტის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე მეტია. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში მხოლოდ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზეა შესაძლებელი.

პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

 

 

უკვე რვა წელია “ჯარიმა” მის სახელთან ასოცირდება. საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ნინო დუმბაძეს ბათუმში ბევრი მძღოლი იცნობს. დაუჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებიც. “როცა პატრულის ფორმას ვიცვამ, ავტომატურად სულ სხვა ადამიანად გარდავიქმნები ხოლმე, ჩემს ყველა ნაბიჯს ათასობით ადამიანი აკვირდება, ამიტომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია” – ამბობს ნინო.

ინვესტიციები აჭარაში – არც ერთი ახალი მსხვილი ინვესტორი

 

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში აჭარაში 53, 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, წლის პირველ კვარტალში გასხვისებული ქონებიდან მიღებული თანხის ოდენობა სამ მილიონს აღწევს. ახალ შემსყიდველებში ოფშორში დარეგისტრირებული და ახლად შექმნილი კომპანიებიც გამოჩნდნენ. წელს, ისე როგორც გასულ წელს აჭარაში არც ერთი მსხვილი ინვესტორი არ შემოსულა.  

ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ რვა ბავშვზე

 

22 მაისს ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა. მოგვიანებით კი ქმარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილებს რვა შვილი ჰყავდათ – უმცროსი 9 თვისაა, უფროსი კი – 14 წლის. ბავშვები “სასწრაფოდ მინდობით აღზრდის პროგრამით” ორ ოჯახში გადაანაწილეს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო მისცემს უფლებას, სამომავლოდ ბავშვებზე საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” აპირებს იზრუნოს, თუმცა, შესაძლოა ფონდს ამის უფლება არ მისცენ.

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩევნები მიდის პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

 

4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინცინდენტს, რომელიც გიგი უგულავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა, ბათუმის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი დიასამიძე აფასებს. 

კონფერენცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შავი ზღვის მეოთხე რეგიონული კონფერენციას მიმდინარეობს თემაზე – `ახალი გამოწვევები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებისთვის~. კონფერენცია იმართება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მხარდაჭერით. 

იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

 

27 წლის ანა ბერძენიშვილი ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი უკვე შეყვარებულია ბათუმზე და ფიქრობს კიდეც, რომ სამუდამოდ აქ დარჩება: “ახლა ვფიქრობ აქამდე სხვაგან როგორ ვცხოვრობდი, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სახლი, ყველა ქუჩა მიყვარს, შეიძლება ითქვას, ყველა კუნჭული.” 

ფეიერვერკი ღამის 11 საათის შემდეგ – ჯარიმა 500 ლარი

 

ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა ქალაქში, ღამის საათებში ფეიერვერკებისა და სხვა მსგავსი საშუალებების აფეთქება აკრძალოს. გადაწყვეტილების მიხედვით, ფეიერვერკის გამოყენების უფლება საღამოს 11:00 საათიდან დილის შვიდ საათამდე კერძო და იურიდიულ პირებს აღარ აქვთ. ღამის 11 საათის შემდეგ ფეიერვერკს მხოლოდ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავ დღეებში, მერიასთან წინასწარი შეთანხმებით გაისვრიან. გადაწყვეტილების დამრღვევი პირი დაჯარიმდება. ვინ და როგორ განახორციელებს ფოიერვერკებზე ზედამხედველობას? ამ საკითხზე “ბათუმელებთან” საკრებულოს იურისტმა სულიკო შვენთიძემ ისაუბრა.

უსაფრთხო დედობა– ჯანმრთელი ახალშობილი – კონფერენცია ბათუმში

 

დღეს ბათუმში საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „უსაფრთხო დედობა– ჯანმრთელი ახალშობილი გაიხსნა“.

Exit mobile version