ქუთაისი-კატოვიცე-ქუთაისი – ასეთი იყო ქართველი ჟურნალისტების ავიარეისის განრიგი, რომელიც პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონის, სილეზიის მთავრობის მხარდაჭერით შედგა, აჭარასა და სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ოთხი დღის მანძილზე ქართველი ჟურნალისტები სილეზიის ღირსშესანიშნაობებს გავეცანით.