ნეტგაზეთი • RU

100 წელს გადაცილებულ მოქალაქეს 1000 ლარი გადაეცა

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფში მცხოვრებ ნაქიფე დავითაძეს 100 წელი 4 ივლისს შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას პროგრამის ფარგლებში საჩუქრად 1 000 ლარი გადასცა.  

 

 

ნაქიფე დავითაძე ოჯახთან ერთად

 

 

 

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიულოცეს. ნაქიფე დავითაძეს 5 შვილი, 25 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი ჰყავს.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"