დაბა ხულოში, აბაშიძის ქუჩაზე ხის ფიცრულის ერთ ნაწილში 83 წლის ლეილა მელაძე ცხოვრობს. სახლი, სადაც მოხუცი ქალი 25 წელია მარტო ცხოვრობს, ავარიულ მდგომარეობაშია. კედლები ალაგ-ალაგ გახსნილია და სახურავიდან წყალი ჩამოდის. მარტოხელა მოხუცი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.