ნეტგაზეთი • RU

საფრანგეთის სამხედრო ხომალდი ბათუმში

 

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ფრეგატის „სურკუფის“ (SURCOUF) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან ქორიძეს შეხვდა. მათ ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

საფრანგეთის სამხედრო გემის დელეგაციის შეხვედრა ბათუმის მერიაში

 

გემის მეთაურმა ტომას ფრაიოლმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამხედრო გემი ყოველწლიურად შემოდის საქართველოში.

 

 „ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“ – აღნიშნა ტომას ფრაიოლმა.

 

საფრანგეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე პოლკოვიკ ანდრე ევრარის თქმით, საფრანგეთის სამხერდო გემი მესამედ იმყოფება საქართველოში და 18 ივლისს „სურკუფი“ კიდევ ერთხელ ეწვევა ბათუმს.

 

ტომას ფრაიოლი, ანდრე ევრარი და რუსლან ქორიძე

 

„სურკუფი“ 12 ივლისს გაემგზავრება ბათუმის პორტიდან, მანამდე კი ვიზიტის ფარგელბში დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება, რაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით მეზღვაუერებს პროფესიონალიზმის ამაღელებაში დაეხმარება.

 

ფრანგული სამხედრო გემი „სურკუფი“ ბათუმის პორტში დღეს დილით შემოვიდა. სამხედრო  გემის ეკიპაჟს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ფრანგული ფრეგატის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის ფეხბურთში ამხანაგური მატჩის გამართვა, 10 ივლისს კი,„სურკუფზე“ ოფიციალური მიღება მოეწყობა.

 

საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედრო ფრეგატი SURCOUF

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი