ნეტგაზეთი • RU

ბათუმში ლექციები ებოლასა და ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ გრძელდება

 

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექცია ექიმებისათვის თემაზე: ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.

 

ებოლა
ებოლა

ლექციაზე ყურადღება გაამახვილეს ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების (PPE) სწორად გამოყენების ჩათვლით.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს პრესსამსახურის განცხადებით მსგავსი ლექციის ჩატარება იგეგმება სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმებისათვის, 29 ოქტომბერს კი ბათუმში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს ელოდებიან და მათთან გაიმართება შეხვედრა, რომელსაც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ექიმთა ჯგუფმა ან სხვა დანტერესებულმა პირებმა, რომელთაც სურთ ამ თემაზე ლექციის მოსმენა, აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართონ. „ცენტრი მზადაა მათთვის ჩაატაროს დამატებითი ლექცები“ – განმარტავენ სამინისტროში. 

 

ლექციების ელექტრონულ ვერსია შეგიძლიათ ნახოთ  დაავადებათ კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვედზე და ცენტრის ფეისბუქგვერდზე.   

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"