სიახლეები

ბათუმში გამოიდარა

20.10.2014
ბათუმში გამოიდარა

GE DIGITAL CAMERA

როგორც სამაშველო სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, მოსახლეობის მხრიდან გამოძახებები არ ყოფილა.

„მდგომარეობა სტაბილურია, ზღვის ღელვა 3-4 ბალამდეა, შუადღის შემდეგ კიდევ დაიკლებს. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებასაც“.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილი მაგისტრალი დაზიანდა, როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, მდგომარეობა არ გართულებულა და გზის აღდგენითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.  გუშინ ბათუმში ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რომელმაც ბულვარის სანაპირო ზოლი დააზიანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: