დღეს, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ქალბატონმა ნაგავი ქუჩაში გადაყარა. ფაქტი „ბათუმელების “ ფოტოობიქტივმა დააფიქსირა. გარემოს დაბინძურება ადმინისტრაციული კანონით ისჯება და დამრღვევის, ფიზიკური პირის (პირველ შემთხვევაში) 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობითი ინსპექციის იურისტის ქეთი ჯორბენაძის განმარტებით „დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და დაწესებულებები 1000 ლარით დაჯარიმდებიან . ამას ემატება ჯარიმა იმ ზიანის სანაცლოდ რა ზიანიც კონკრეტული ქმედების გამო გარემოს მიადგა.
განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში კი 3 ათასი ლარით. “
გარემოსდაცვითი დარღვევების კონტროლს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფი ახლორცილებს. კანონმდებლობა დამრღვევის დაჯარიმებას ფატზე წასწრების შემთხვევაში ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე რეაგირება ვერ მოხდება.