ნეტგაზეთი • RU

საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის რეგისტრაცია დაიწყო

 

ბათუმის საკრებულოში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი დაიწყო. იმ პირებმა, ვისაც სურვილი აქვთ გახდნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და დარეგისტრირდნენ დარბაზის წევრად. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათ შორის, ბიუჯეტის პრიორიტეტების შემუშავებაში. 

 

  

 

 

 

 

 

 „დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ის პრობლემები, რაც გასულ წლებში საზოგადოებრივი დარბაზების ფუნქციონირებაში იყო გამოკვეთილი. აღნიშნული დარბაზი, რომელიც 20 ნოემბრამდე დაკომპლექტდება, აუცილებლად გაითვალისწინებს მრჩევლების შეხედულებებს. მთავარი მიზანი მოქალაქეთა მოტივაციის ამაღლების მიზანია. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს შეავსონ განაცხადის ფორმა და გახდნენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრი“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“ წევრმა კობა ჩხეიძემ.



როგორც კობა ჩხეიძე აცხადებს, დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში მერიის ყველა ტერიტორიულ ორგანოებში დაიწყება იმ პირების რეგისტრაცია, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მართვის პროცესებში.

 

 

„ჩვენ ვთავაზობთ ეფექტური და თავისუფალი მართვის მექანიზმებს, საკრებულო და მერია ნათლად აცხადებს, რომ არ ვაპირებთ ჩავერიოთ დარბაზების საქმიანობაში, მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვაპირებთ დამატებითი პარტნიორები ვიპოვოთ მათი სახით, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელვანი იქნება დარბაზების ეფექტური მუშაობა“ – აცხადებს კობა ჩხეიძე.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მოხალისე , თაკო ათაბაგი