რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 075 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 11 129 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 164 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 858 ერთეული [+23] MLRS – 1 472 ერთეული [+0] …

რა საერთო აქვთ „ოცნების“ პროპაგანდას საბჭოთა პროპაგანდასთან – რას წერდა „კომუნისტი“ დასავლეთზე 

საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს.  ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან …

ოზურგეთში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში კაცმა ცოლი მოკლა. გურიის პოლიციამ ოჯახის წევრის, მეუღლის, 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ზ.რ. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამართალდამცველებმა …

აფხაზეთში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რუსეთიდან დააფინანსებენ

2025 წლის პირველი სექტემბრიდან, აფხაზეთში, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები რუსეთიდან, 5 ათასი რუბლის ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი წერს. „2025 წლის 1 სექტემბრიდან დაწესდეს ყოველთვიური დანამატები აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და ლექტორების განაკვეთებსა და ხელფასებზე, 5 ათასი რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია ოკუპირებული …

სამეგრელოში საბავშვო ბაღებს დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმით ამარაგებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამეგრელოში ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ, რომლებიც საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტების მიწოდებისას, ბიუჯეტიდან თაღლითურად დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2025 წელს, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს.  „მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის …

„სამშობლო ყოველი თქვენგანია. შევხვდებით რუსთაველზე“ – არჩილ მუსელიანცის წერილი

დღეს, 22 აგვისტოს, სინდისის პატიმარს, 29 წლის არჩილ მუსელიანცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა არჩილ მუსელიანცის წერილი, რომელიც მან განაჩენამდე, წინასწარ დაწერა. „მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აგვისტოს 21 საათიდან 23 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

ოზურგეთი – გომისმთას გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. „შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს. განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა. 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 074 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790] ტანკი – 11 124 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 160 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 835 ერთეული [+46] MLRS – 1 472 ერთეული [+1] …

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისში პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის …

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. „ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს. …

„ცდილობენ დამაბრალონ ის, რასაც თვითონ აკეთებენ – კავშირი რუსულ კაპიტალთან“ – IDFI-ის დირექტორი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი ეხმიანება „ოცნების“ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთის მოქალაქეებთან აქვს ბიზნესი. გიორგი კლდიაშვილი პროსამთავრობო მედიის ინფორმაციას ორკესტრირებულ, ცილისმწამებლურ და მადისკრედიტირებელ კამპანიას, უწოდებს, რომელიც მიმართულია მისი, როგორც IDFI-ს დამფუძნებლის და დირექტორის საქმიანობის წინააღმდეგ. „მსურს გავაკეთო რამდენიმე განმარტება, არა რეჟიმისთვის, ან მისი პროპაგანდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და …

წელს ავტოავარიის შედეგად 216 ადამიანი დაიღუპა – ექვსი თვის მონაცემები

2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში 216 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. ამავე პერიოდში ავტოავარიაში დაშავდა 3816 ადამიანი. ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემები 2025 წლის პირველ ორ კვარტალში. დაღუპულთაგან სამი 6 წლამდე ბავშვი იყო, 11 კი 17 წლამდე ასაკის მოზარდი. ავტოავარიაში დაღუპული 216 ადამიანიდან 79 ქვეითი იყო, ისინი ავტომანქანით არ გადაადგილდებოდნენ. ყველაზე მეტი ადამიანი წელს ავტოავარიის …

ქედაში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოავარია მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში, დღეს, 21 აგვისტოს. სავალი გზიდან მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ს 276-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს, ღამეს, ზაკარპატიის ოლქში, ქალაქ მუკაჩევოში მდებარე ამერიკულ სამოქალაქო საწარმოზე რუსეთმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტით განახორციელა შეტევა. „ამ ღამეს რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს. ძალიან მრავლისმეტყველია. საწარმოში ჯერ ისევ აქრობენ ხანძარს. მაშველები ასევე მუშაობენ სხვა რეგიონებში – ზაპოროჟიედან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 073 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +830] ტანკი – 11 120 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 157 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 789 ერთეული [+41] MLRS – 1 471 ერთეული [+1] …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 15-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 072 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920] ტანკი – 11 119 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 152 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 748 ერთეული [+50] MLRS – 1 470 ერთეული [+0] …

ბათუმში დაკარგულ კაცს ეძებენ

ოჯახი 36 წლის საბა ხარებავას ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, საბა ხარებავა 13 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში დაიკარგა. ამ დღის შემდეგ ის ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. „ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები. გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის. …

რას წერს თურქული მედია სარფის საბაჟოზე შეფერხებების მიზეზზე

სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თურქული მედიის თანახმად, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტექნიკური შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს დაზიანებული სამგზავრო ესკალატორებია. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თურქი ოფიციალური პირები თურქულ მედიასთან ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზად მძიმე ტვირთს ასახელებენ, რომელსაც საზღვარზე თვითდასაქმებულები აწყობენ. „როგორც ირკვევა, მგზავრები და მოვაჭრეები ხშირად ათავსებენ მოძრავ …

ლავროვის მორიგი ტყუილი: კრემლის მიზანი ყირიმის და დონბასის მიტაცება არ ყოფილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ „კრემლის მიზანი არ ყოფილა რომელიმე ტერიტორიის მიტაცება“ და მისი „მთავარი ამოცანა რუსი ხალხის დაცვა იყო“. „ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ რაღაც ტერიტორიების მიტაცება გვჭირდება. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო იმ ხალხის, რუსი ხალხის დაცვა, …

„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, მას ტელეფონი არ აქვს“ – კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 19 აგვისტოს, „ტვ პირველთან“ თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან არ უსაუბრია, რადგან რიჟვაძეს „ტელეფონი არ აქვს“. „მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს. თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი …

ზელენსკიმ გაასაჯაროვა უსაფრთხოების გარანტიებზე საკუთარი მოთხოვნების დეტალები

აშშ-ში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ზელენსკი არ ელის, რომ „გადაწყვეტილების მიმღები კოალიციის“ ყველა მონაწილე უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, მის მიერ მომზადებულ პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, გარკვეულ ვალდებულებებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს აკისრებს, რომლებიც ნებაყოფლობით შეუერთდნენ ე.წ. „გადაწყვეტილების მიმღებ კოალიციას“. „ჩვენ ვილაპარაკებთ 30 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 071 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 118 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 31 698 ერთეული [+66] MLRS – 1 470 ერთეული [+1] …

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – თბილისში 21 აგვისტოს ფარნების მარში გაიმართება

21 აგვისტოს, ხუთშაბათს, 20 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ფარნების მარში და ფოტოგამოფენა გაიმართება დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – ესაა მარშის მთავარი გზავნილი და ასე ეწოდება ონლაინმედიების საერთო კამპანიას, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. „მოდი მედიის მხარდასაჭერად მარშზე ფარნით და გაანათე გზა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე! მოდი მარშზე, მოიტანე ფარანი და …

როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ …

ჯანმო: ბუნებრივი კატასტროფები ევროპაში, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა

ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ევროპაში 30%-ით გაიზარდა. 2022 და 2023 წლებში 35 ქვეყანაში ერთად აღრიცხული იყო 100 000-ზე მეტი გარდაცვალება. „მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება,“ – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული კრიზისი აღარ არის შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი. „ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკრგებზე ომში – 18 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 070 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 118 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 148 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 632 ერთეული [+43] MLRS – 1 469 ერთეული [+1] …

მერცი და ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას ვაშინგტონში

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკებებში. შეხვედრა ვაშინგტონში ხვალ, 18 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახური, ისე თავად ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორშაბათს გაემგზავრება ვაშინგტონში, …

ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად აშშ-ში მიდიან მისი პოზიციების გასამყარებლად – Politico

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები გეგმავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გაჰყვნენ, რათა გააძლიერონ მისი პოზიციები დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს და თავიდან აიცილონ თეთრ სახლში კონფლიქტის გამეორება. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს. ევროპელი დიპლომატებისა და ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ევროპა ცდილობს თავიდან აიცილოს „ჩასაფრება“ ზელენსკისთვის, რამაც შესაძლოა პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა დააზიანოს ამ მგრძნობიარე …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს 21 საათიდან 18 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900] ტანკი – 11 116 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 143 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 589 ერთეული [+49] MLRS – 1 468 ერთეული [+1] …

პუტინს სურს უკრაინაში რუსული ენის ოფიციალური სტატუსი და არ სურს შეხვდეს ზელენსკის – NYT

„უკრაინსკა პრავდა“ ამერიკული გამოცემა „The New York Times“-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა შემდეგი გარანტიები: რუსულ ენას უკრაინაში ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს და უზრუნველყოფილი იქნას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უსაფრთხოება. ამასთან, პუტინი ამ ეტაპზე უარს ამბობს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. „პუტინმა მოითხოვა გარანტიები, რომ რუსულ …

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები …

როგორ მუშაობენ „ბებოებად გადაცმული“ ტროლები – ქართველი პროპაგანდის ევოლუცია

სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება. ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 069 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 112 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 23 135 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 31 540 ერთეული [+42] MLRS – 1 467 ერთეული …

Exit mobile version