უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 075 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
- ტანკი – 11 129 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 23 164 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 31 858 ერთეული [+23]
- MLRS – 1 472 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 935 ერთეული [+148]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 59 512 ერთეული [+86]
- სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 665 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 79 150 უპილოტო საფრენი აპარატი
- 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 741 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 28 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 40 259 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ






