ბათუმის 9 ქუჩაზე წყალმომარაგება 22:00 საათამდე შეწყდა

დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდა შემდეგ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს: ბაგრატიონის ქუჩაზე ნაწილობრივ, პუშკინის, სულაბერიძის, მთისძირის, შავშეთის, ქედის, სოხუმის, ანდრონიკაშვილისა და ქობულეთის ქუჩებზე. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი ავარიულად დაზიანებულ მილზე სარემონტო სამუშაოებია. მათივე ცნობით, წყალმომარაგება შეწყდება 22:00 საათამდე.

„ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს“ – დავით ხომერიკი

დღეს, 15 აგვისტოს, 26 წლის მუსიკოსი, სინდისის პატიმარი, დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე. პროკურატურა დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18/229-ე მ მუხლების დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის, ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“.  გამოძიების ვერსიით, მას ჩანთაში უპოვეს ბოთლები, აალებდი ნივთიერება და სხვა ნივთები, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამზადებისთვისაა …

რეჟისორი ოთარ ქათამაძე რეანიმაციაშია – მას დახმარება სჭირდება

ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ [ოთო] ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც რეჟისორის მეგობრები „ბათუმელებს“ უყვებიან, ოთო ქათამაძეს რამდენიმე დღის წინ ანევრიზმა გაუსკდა, რის შედეგადაც უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ოთო ქათამაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის გადასარჩენად მეგობრები თანხას აგროვებენ. მათ ფეისბუქზე შექმნეს სპეციალური გვერდი, სადაც ოთო ქათამაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლდება. „ჩვენი უსაყვარლესი …

ბათუმში აქტივისტი მზია ამაღლობელის სტენსილის გამო დააჯარიმეს

აქტივისტი თამარ კურატიშვილი წერს, რომ სასამართლოდან დაჯარიმების შესახებ აცნობეს. საქმე ეხება მზია ამაღლობელის სტენსილს წარწერით – „სილა რეჟიმს“, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოს შესასვლელთან გააკეთა. „მორიგი ჯარიმის შესახებ დამირეკეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან, დაჯარიმებული ვარ 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რას გულისხმობს და – მზიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გავაკეთე მზიას სტენსილი წარწერით „სილა რეჟიმს“, იმ განყოფილების თაღებზე, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 აგვისტოს 21 საათიდან 16 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 22 – 27 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 068 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 106 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 133 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 498 ერთეული [+40] MLRS – 1 467 ერთეული [+1] …

უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ივლისში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია უკრაინაში იუწყება, რომ 2025 წლის ივლისში უკრაინაში დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველთვიურ მაქსიმუმს მიაღწია. გაეროს მისიის ცნობით, გასულ თვეში, ივლისში, უკრაინაში  286 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1388 დაშავდა, რაც 2022 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2025 წლის ივნისის სტატისტიკას აღემატება. მსხვერპლის თითქმის …

პატიმრობიდან გაათავისუფლეს „ლელოს“ წევრი, ბათუმის აქციების მონაწილე ლევან ხორავა

დღეს, 14 აგვისტოს, 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ფოთის იზოლატორი დატოვა ლევან ხორავამ, „ლელოს“ წევრმა, ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილემ. ლევან ხორავას, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შეუფარდა შსს-ს საჩივრის საფუძველზე. ლევან ხორავა ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მისი საქმე 24 ივლისს განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში: შსს-ს ვერსიით, ლევან ხორავამ …

„ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“ – ზვიად რატიანი

დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღეს, 14 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 067 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990] ტანკი – 11 104 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 130 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 31 458 ერთეული [+29] MLRS – 1 466 ერთეული [+1] …

რატომ გაითიშა დღეს 22 დამოუკიდებელი ონლაინმედია – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“

დღეს, 13 აგვისტოს, შუადღისას, 2 საათ-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში 22 ონლაინმედია დროებით გაითიშა. დროებითი გათიშვის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ გაქრობის საფრთხე, რითაც „ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა ონლაინმედიას ემუქრება, რეალურია. ვებგვერდების სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 ქართული ონლაინმედიის …

ვინ არის ბათუმის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებლი

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წერს, რომ დღეს, 13 აგვისტოს ბათუმის მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ცინცაძე წარადგინა. ამ დრომდე ის სულხან თამაზაშვილის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. გიორგი ცინცაძე 2 დღის წინ, ანუ 11 აგვისტოს „ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად დაასახელა. მისი დასახელების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი წერდა: „ვინ არის, სად მუშაობდა? – არ ვიცნობთ.“ …

უკრაინის საგარეომ „ოცნების“ პიარკამპანიას მორიგი ცინიკური ნაბიჯი უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური პიარისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის საშინელი შედეგების კადრების კვლავ გამოყენებას და ქმედებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯებად აფასებს. „ამგვარი ცინიკური ნაბიჯები გამოხატავს უპატივცემულობას უკრაინელი ხალხისა და რუსეთის აგრესიის მსხვერპლების მიმართ. იწვევს სამართლიან აღშფოთებას უკრაინულ საზოგადოებაში,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული მხარე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ „ქართული ხელისუფლება ემორჩილება …

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – ვიდეო

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლური გათიშვა წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. https://sinatle.media/ # GE76TB7548536080100013 #GE06BG0000000609779465

შსს იუწყება, რომ დააკავეს თურქეთის მიერ ძებნილი 12 პირი

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოს და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით, გასულ 24 საათში საქართველოში თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 22 – 27 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 066 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890] ტანკი – 11 099 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 127 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 31 429 ერთეული [+23] MLRS – 1 465 ერთეული [+1] …

დუგინი ალიევსა და ფაშინიანზე: „თვალსაჩინოდ უნდა დაისაჯონ, ყველაფერი დავკარგეთ“

პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი, კრემლის წამყვანი პროპაგანდისტების მსგავსად აღშფოთებულია ტრამპის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების გამო. პროპაგანდისტული მედია „ცარგრადი“, რუბრიკაში „დუგინის დირექტივა“ ციტირებს პროპაგანდისტს: „ამ შეთანხმების ვაშინგტონში დადება ჩვენი უმნიშვნელობის მაჩვენებელია, რომ ჩვენ არაფერს ვაკონტროლებთ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი“. „ჩვენ არ გვინდა სისხლი, ჩვენ არ გვინდა ძალადობა, მაგრამ გვინდა სამართლიანობა. როცა ვხედავთ, რომ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 065 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980] ტანკი – 11 098 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 119 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 31 406 ერთეული [+26] MLRS – 1 464 ერთეული [+2] …

„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა. 2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსულ კანონის“ მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას. ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და …

სალავიოვი სამხრეთ კავკასიაზე: შეიძლება უკრაინა არ აღმოჩნდეს ჩვენი თაობის ბოლო სამხედრო ოპერაცია

კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმერ სალავიოვმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები იმდენად „სახიფათოა“, რომ შესაძლოა, უკრაინის ომი არ აღმოჩნდეს ამ თაობის უკანასკნელი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სწორედ ასე უწოდებს კრემლი უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას.  „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, რაც აქ, სამხრეთ კავკასიაში ხდება, ძალიან დიდი პრობლემაა. შესაძლოა მალე კასპიის ზღვა აღმოჩნდეს ისეთ …

6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში – ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 10 აგვისტოს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა, მისი ცხედარი ნანგრევებში იპოვეს, მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შედეგად ბალიქესირში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. მედიის ცნობით, მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა იზმირში, სტამბოლში, მანისაში და სხვა რეგიონებსა და ქალაქებში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 064 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000] ტანკი – 11 093 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 114 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 31 380 ერთეული [+37] MLRS – 1 462 ერთეული …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 აგვისტოს 21 საათიდან 11 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 063 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950] ტანკი – 11 089 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 107 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 343 ერთეული [+70] MLRS – 1 460 ერთეული [+4] …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 062 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 088 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 103 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 31 273 ერთეული [+41] MLRS – 1 456 ერთეული [+0] …

„ვგმობ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ პატიმრობას“ – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენს ეხმიანება. „მკაცრად ვგმობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან პატიმრობას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პატიმრობაში გაუარესდა. მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს და მოუწოდებს ყველა უსამართლოდ გასამართლებული პირის გათავისუფლებისკენ“ – წერს იან ლიპავსკი X-ზე. …

პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელი – ქარტია მზია ამაღლობელის განაჩენზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს მზია ამაღლობელის განაჩენთან დაკავშირებით – 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტთა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 2 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო.  ქარტია მკაცრად გმობს მზია ამაღლობელისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს და მას დაუსაბუთებლად, პოლიტიკურად მოტივირებულად და უსამართლოდ მიიჩნევს. …

8 აგვისტო. რუსეთის საგარეო: „მზად ვართ საქართველოსთან ვითანამშრომლოთ“

რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან „ჯანსაღი, პრაგმატული თანამშრომლობისთვის“ და ახლა თბილისმა უნდა განსაზღვროს თავისი შემდგომი ქმედებები. „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების სრულად ნორმალიზებით. მოსკოვი მზადაა თბილისთან პრაგმატული თანამშრომლობა განავითაროს იქ, სადაც ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. საქართველოში უნდა ჩამოყალიბდნენ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში მათ შემდგომ ქმედებებზე. ამავდროულად, …

Georgian Dream’s PM Irakli Kobakhidze Accuses Georgia of Starting the August 2008 Russia-Georgia War

Georgian Dream’s Prime Minister Irakli Kobakhidze accuses Georgia of starting the August 2008 Russia-Georgia War. On the 17th anniversary of the August 2008 War, Georgian Dream-appointed Prime Minister Irakli Kobakhidze called the war an “adventure” by Georgia’s previous government and claimed that the Georgian side was not carrying out a defensive operation, but offensive actions. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 აგვისტოს 21 საათიდან 9 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-20 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო ღამით: …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 061 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 11 083 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 23 102 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 31 232 ერთეული [+52] MLRS – 1 456 ერთეული …

კონგრესმენები, სენატორები, ევროკავშირი – ვინ ეხმიანება მზია ამაღლობელის განაჩენს

6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს — გადაწყვეტილება დაგმეს საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. ევროკავშირი ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია …

მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებას ავრცელებს და გმობს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას. „6 აგვისტოს ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი გამოცემების: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, 2 წელი მიუსაჯეს მიკერძოებული სასამართლო პროცესის შედეგად, რასაც მრავალი პროცესუალური დარღვევა ახლდა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გმობს ამ უკანონო გადაწყვეტილებას, რომელიც ასახავს საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრას. ჟურნალისტი უნდა იქნას გათავისუფლებული“ …

„ეს არის რეპრესია. აწარმოეს პროპაგანდა“ – ნინო დათაშვილი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე

დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, მასწავლებლის, სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ნინო დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებაზე და პროკურატურის ამ ინიციატივას რეპრესია უწოდა. „ეს განჩინება [ფსიქიატრიული ექსპერტიზის შესახებ] არის ჩემთვის სამარცხვინო ფურცელი სასამართლოს ისტორიაში. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლებაც არ მომცეს. ეს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 060 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 11 076 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 23 095 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 31 180 ერთეული [+47] MLRS – 1 456 ერთეული …

Exit mobile version