სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან „ლელოს“ ლიდერებს მიმართავს

სინდისის პატიმარი, მასწავლებელი, აქტივისტი ნინო დათაშვილი რუსთავის ქალთა კოლონიიდან „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს და მათ სთხოვს, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ნინო დათაშვილის წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს: ბატონო მამუკა, ბატონო ბადრი, მე პოლიტპატიმარი მოგმართავთ, როგორც პოლიტპატიმრებს. ჩვენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება დგას საზოგადოების გაერთიანებაზე. გთხოვთ, გაეთიშოთ ბიძინას …

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს. „მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის …

კაცს, რომელმაც 14 წლის მოზარდი გააუპატიურა, 18 წელი მიუსაჯეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 087 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960] ტანკი – 11 161 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 32 474 ერთეული [+39] MLRS – 1 480 ერთეული [+0] …

ბათუმში კაცი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

დღეს, 5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაზარალებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავლობით ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროში აზუსტებს. _______________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, სექსის იძულება – კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელებისა და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია გაუგზავნა. …

„მოვუწოდებთ სააპელაციოს, გააუქმოს მზია ამაღლობელის უსამართლო განაჩენი“ – მაკკეინის ინსტიტუტი

მაკკეინის ინსტიტუტი ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. „ამ კვირაში მზია ამაღლობელის იურიდიულმა გუნდმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვენ მზიას ორწლიანი პატიმრობის აღმაშფოთებელი და არაპროპორციული სასჯელის გაუქმებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მაკკეინის ინსტიტუტი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს მისი უსამართლო განაჩენი“, – აცხადებს მაკკეინის ინსტიტუტი. მზია ამაღლობელი …

თურქეთში კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან, ამჯერად ბურსაში

თურქული მედიის ცნობით, მეხანძრეები მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან ბურსაში მდებარე ტყეში, სადაც ხანძარი გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა. თურქული ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან 3 თვითმფრინავით, 11 ვერტმფრენითა და 40-მდე სპეცმანქანით. სამუშაოებში 242 ადამიანია ჩართული. თურქული მედია კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთსა და საბერძნეთში კლიმატის ცვლილების შედეგად ტყის ძლიერი ხანძრის ალბათობა …

ქურდული გარჩევების საქმეზე დააკავეს 30 პირი, „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. კერძოდ, შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო …

უკრაინის ძალებმა რიაზანში ნავთობის ქარხანას და ლუგანსკში ნავთობის საწყობს შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია. უკრაინის მიერ განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს რუსული მედიაც. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში რვა დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიადგა, თუმცა ნამსხვრევები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა …

„ნაკრებებზე ბევრად მეტი ვინერვიულე, ვიდრე როცა მომისაჯეს“ – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე მორიგ წერილს აქვეყნებს საპატიმროდან და 4 სექტემბერს გამართულ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშსა და „ლელოს“ ლიდერების ყაველაშვილის მიერ შეწყალებას ეხმიანება. „არაირონიულად, გუშინ საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებზე ბევრად უფრო მეტი ვინერვიულე, ვიდრე გუშინწინ, როცა მომისაჯეს. ქომაგებს ისევ საერთოდ არ ჰქონიათ რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილები, ჰო? ისევ კობახიძის ეშინიათ და გამიჯნეს? კაკაბაძეს და ლოჩოშვილს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 25– 30 გრადუსი სითბო ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 086 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810] ტანკი – 11 159 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 243 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 32 435 ერთეული [+50] MLRS – 1 480 ერთეული [+1] …

ლონდონმა კიევს მილიარდი ფუნტის სამხედრო დახმარება გადასცა რუსეთის გაყინული აქტივებიდან

კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით შეძენილი 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების იარაღი და სხვა სამხედრო დახმარება გადაეცა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ თანხით უკრაინას მიეწოდა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი, ასობით საზენიტო რაკეტა და იარაღის სათადარიგო ნაწილები. ასევე, უკრაინას საშუალება მისცა დაედო ახალი კონტრაქტები …

ქარტია გმობს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ოცნების“ მხარდამჭერის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი. ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს. „ქართული ოცნების“ …

თორნიკე ფაღავა „ოცნების“ პარლამენტში მდინარაძის ადგილმონაცვლედ შევიდა

„ოცნების“ პარლამენტში მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლედ თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრად არჩევას დაუჭირეს მხარი. თორნიკე ფაღავა „ოცნების“ საპარლამენტო სიის 103-ე ნომერი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2024 წლის სექტემბერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბათუმში საპარლამენტო სიის წარდგენისას, ვრცლად ისაუბრა თორნიკე ფაღავას შესახებ და შემდეგნაირად დაახასიათა ის: „თორნიკე ფაღავა, ახალგაზრდა კაცი, ბათუმელი, პროფესიონალი იურისტი, რომელიც ჩვენთან მუშაობდა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 085 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840] ტანკი – 11 157 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 241 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 385 ერთეული [+43] MLRS – 1 479 ერთეული [+2] …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს. ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო ღამით: 15 – …

ტიტე კომახიძე ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ დასის შეკრებაზე – „არავის მივცემთ უფლებას, თეატრი თავზე დაგვაქციოს“ 

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ტიტე კომახიძე ფეისბუქზე წერს, რომ ხვალ, 4 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში დასი შეიკრიბება და თეატრის მსახიობები მოუთმენლად ელიან ამ შეკრებას. ტიტე კომახიძე წერს, რომ ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, ოთარ [ოთო] ქათამაძის გარდაცვალება თეატრის ხელმძღვანელობას „გულთან არ მიუტანია“ და ამას მათი საქციელი აჩვენებს. „ერთი დღე დარჩა თეატრის დასის შეკრებამდე. ერთი კვირაც არ …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 084 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780] ტანკი – 11 157 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 237 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 342 ერთეული [+41] MLRS – 1 477 ერთეული [+0] …

„რომ არა უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდა“ – დემეტრეს ამბავი ემიგრაციიდან

„ჩვენ აქ წამოვედით დემეტრეს გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება“ – გვიყვება 35 წლის თეკლე მეტრეველი, რომელიც შვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად წავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეკლე ამბობს, სხვა გზა არ დარჩენიათ – საქართველოში მისმა შვილმა საჭირო მკურნალობა …

„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით. დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. „მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში. …

აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას „წულუკიანის კომისია“ ნაცმოძრაობის დიქტატის დამყარებად აფასებს 

დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“. „2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ …

თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს

დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილზე პოლიციელები …

„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. „კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა. ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 2 …

სინდისის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში არ არსებობს …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 083 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800] ტანკი – 11 156 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 233 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 32 301 ერთეული [+53] MLRS – 1 477 ერთეული [+1] …

თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი გაათავისუფლეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 425-ე პოლკის თავდასხმის ჯგუფებმა დონეცკის ოლქის სოფელი ნოვოეკონომიჩესკოე გაათავისუფლეს რუსული ოკუპაციისგან და იქ უკრაინის დროშა აღმართეს. დღეს, პირველ სექტემბერს, საღამოს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა სოფლის გათავისუფლების და დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ სოფლის გათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა – თავდასხმის ჯგუფები ეტაპობრივად ათავისუფლებდნენ თითოეულ ქუჩას, ღამით შედიოდნენ სოფელში …

ერთი წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ბებია დააკავეს

1 წლის და 2 თვის შვილიშვილზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბებიას ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1-ელ სექტემბერს დააკავეს“ – წერს პროკურატურა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ …

არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს ჩემი დაპატიმრების რესურსი – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ოცნებას“ მისი დაპატიმრების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, პირველ სექტემბერს განაცხადა ტვ „პირველთან“ პირდაპირ ჩართვაში გერმანიიდან. „მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა …

კიევში სკვერს ქართული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ

უკრაინის დედაქალაქში, კიევში, სვიატოშინზე მდებარე სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ. ეს მადლიერების სიმბოლოა იმ მოხალისეების მიმართ, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. უკრაინული მედია იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს. სკვერი ვახტანგ კიკაბიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობის საზღვრებშია. kiev.informato-ი იუწყება, რომ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა 12 მაისიდან 12 ივლისამდე …

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 800-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაშავდა. გუშინ, 31 აგვისტოს, ავღანეთში დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 6.0 იყო. ეპიცენტრი ქალაქ ჯალალაბადიდან 27 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს იყო. დასავლური მედიის ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, კუნარის პროვინციაში ოთხი სოფელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო რამდენიმე სხვა – ნაწილობრივ დაზიანებული. დაშავებულების ევაკუაციისთვის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანეთის …

From Siberia to the “Georgian Dream’s” Prison — The Case of Anton Chechin

The total number of prisoners of conscience has exceeded 60 in Georgia. But behind the numbers are specific names, and behind those names lie distinct pasts and futures. Some are accused of group violence, including organized acts; some of attacking law enforcement officers; some of damaging surveillance cameras; and politicians of showing disrespect to Tea …

56 000 ლარის ძვირფასეულობის მალულად გადმოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, მსუბუქი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება“ …

ბათუმში დღეს გაზი შეუწყდება 648 აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, პირველ სექტემბერს, 11:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება მუხრან მაჭავარიანის, ნევრესტან შალიკაშვილის, ენვერ ხაბაძის, ივანე მესხის, ევგენი მიქელაძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ 648 აბონენტს. „სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.  კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, …

„ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს“ – ყაველაშვილის ღია წერილი ტრამპს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს: „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ დონალდ ტრამპს. პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე …

Exit mobile version