ერდოღანი ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ქალაქ ხერსონიდან, „პოზიტიურ და მნიშვნელოვან ნაბიჯად“ აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სააგენტო Anadoly-ს ცნობით, ერდოღანმა უზბეკეთში გაფრენამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და „მარცვლეულის დერეფანზეც“ ისაუბრა. ერდოღანის თქმით, ანკარა არ წყვეტს თავის ძალისხმევას „კონფლიქტის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად“. „ზუსტი თარიღის თქმა, როდის დასრულდება კონფლიქტი, …

როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

„დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა გულმოდგინედ ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ. მას შემდეგ, რაც სერგეი შოუგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ორად გაიყო – რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მარცხად მოიხსენიებდა, ომის მომხრე საზოგადოების …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 6 – 11 გრადუსი …

უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც – მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინაში უკვე 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. გენერლის თქმით, სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც. მილიმ ნიუ იორკის ეკონომიკური კლუბის ღონისძიებაზე გამოსვლისას რუსეთის უკრაინაში შეჭრას უწოდა „უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება და მის გადახდას წლები დასჭირდება. მისი თქმით, თებერვლის ბოლოს …

მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ უკეთებს. „უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, „კეთილი ნების ჟესტებს“. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის …

ხერსონიდან გასვლისას რუსები ხიდებს აფეთქებენ და ტერიტორიას ნაღმავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის დასავლეთი ნაწილის „დაკარგვა“ რუსეთს ძალიან შეუშლის ხელს თავისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში – შექმნას სახმელეთო ხიდი ოდესამდე. უწყება დღევანდელ რელიზში თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გუშინდელ გადაწყვეტილებას აფასებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიის ხერსონის დასავლეთ ნაწილში დარჩენა რუსეთის ლოგისტიკურ კვანძებზე უკრაინელთა თავდასხმებმა გახადა შეუძლებელი. „გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდალმა, …

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – ISW

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – რუსეთის სარდლობის პრიორიტეტი ახლა საკუთარი ძალების მდინარის გავლით ორგანიზებულად გამოყვანა და უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაა – მიიჩნევს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW). „უკრაინელთა კონტრშეტევა, რომელიც აგვისტოს დასასრულს დაიწყო, იყო კოორდინირებული კამპანია მიმართული იმისკენ, რომ რუსეთის არმია იძულებული გაეხადა, სერიოზული სახმელეთო შეტევითი ოპერაციების გარეშე დაეხია უკან …

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს. „საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო …

პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას ითხოვს – მედია

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, რათა მსოფლიო ლიდერებისგან „ცივი შეხვედრა“ აიცილოს თავიდან – ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. G20-ის სამიტი მომავალ კვირას კუნძულ ბალიზე, ინდონეზიაში გაიმართება. ბალიზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ პუტინი არ იქნება. პუტინთან შეხვედრა რომ არასასურველი იქნებოდა, ამაზე …

შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიუგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა. მინისტრმა ამის შესახებ გენერალ სერგეი სუროვიკინი მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა. „თანახმა ვარ. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა“, – თქვა შოიგუმ. როგორც BBC წერს, გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს, თავისი მოხსენება რუსეთის ძალების წარმატებაზე ლაპარაკით დაიწყო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვითარება …

უკრაინა იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთს ეხმარებოდნენ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი, იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში სხვადასხვა გზით ეხმარებიან ან შესაძლებელია, დაეხმარონ. უკრაინული მედიის ცნობით, სკიბიცკიმ ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ილაპარაკა. მისი თქმით, ცნობილია, რომ მოსკოვმა დახმარებისთვის ირანის გარდა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასაც მიმართა, ყაზახეთი და უზბეკეთი კი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „მათ …

ნორვეგიაში „რუსი ჯაშუში“ ვეშაპისთვის თავშესაფარს მოაწყობენ

ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის სანაპირო წყლებში დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება ვეშაპისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაწვრთნეს ჯაშუშობისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს. ინიციატივა ბრიტანელ ბიზნესმეს ადამ თორპს ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაცია OneWhale დააარსა ვეშაპზე საზრუნავად, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ნორვეგიის სანაპირო წყლებში. იგეგმებოდა ვეშაპის ველურ ბუნებაში გაშვება, მაგრამ ცხოველი ისე იყო მიჩვეული ადამიანებს, რომ ეშინოდა, ვერ …

დააკავეს ჯგუფი, რომელიც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურების მოკვლას გეგმავდა

უკრაინის კონტრდაზვერვამ გააუვნებლა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურთა ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც უშიშროების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ФСБ -ს ჯგუფის წევრების დასაკავებლად ოპერაცია ერთდროულად კიევისა და სუმის ოლქებში მიმდინარეობდა. უშიშროების ცნობით, ჯგუფის წევრები ზვერავდნენ უკრაინის ძალების გადაადგილებას დედაქალაქში და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, აგროვებდნენ სპეციალური ძალების მეთაურთა პერსონალურ ინფორმაციას და ცნობებს მათი გადაადგილების მარშრუტების …

რომელ საათამდე გაითიშა გაზი ქობულეთში, ცალკეულ მისამართებზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბრის 11:00 საათიდან ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-დან 38-მდე და აღმაშენებლის N88-დან 112ა-მდე, აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე მიწოდება 16 საათიდან ეტაპობრივად განახლდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ყირიმის ხიდს 2023 წლის სექტემბრამდე ვერ აღადგენენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდზე სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ხიდის სრულად აღდგენას 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხებს. უწყება აღნიშნავს, რომ 8 ნოემბერს ახალი, 64-მეტრიანი მალის გადასატანად და დასამონტაჟებლად რუსებს ხიდის საავტომობილო ნაწილის დაკეტვა მოუწიათ, გზის დაზიანებული მონაკვეთების შესაცვლელად კი სამი დამატებითი მალი იქნება საჭირო. ამავე დროს, ირკვევა, რომ ხიდის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები …

ირანი ცდილობს, რუსეთთან სიახლოვე საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ ირანი განგებ ცდილობს რუსეთთან თავისი ურთიერთობების დემონსტრირებას. ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თეირანში ვიზიტის შესახებ ისე, რომ ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ინფორმაცია სააგენტომ „ტვიტერზე“ ინგლისურენოვანი შეტყობინებით …

ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 7 – …

რუსებმა ფრონტის ხაზზე „დრაკონის კბილები“ დააყენეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო რუსეთმა თავდაცვის სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. ამ მიზნით ორ ქარხანაში აწარმოებენ პირამიდის ფორმის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციას, რომელიც „დრაკონის კბილების“ სახელითაა ცნობილი. „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ პირამიდის ფორმის რკინაბეტონის ფორტიფიკაციას,  რომლის დანიშნულებაც ტანკებისაა და ქვეითი ჯარის გადაადგილებისთვის ხელშეშლაა. ამგვარი თავდაცვითი სიმაგრეები პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა თავის 8 …

პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში „ვაგნერის“ ფინანსისტის ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული. როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, ომის მომხრე „სილოვიკების“ ბანაკი თავის გავლენას აძლიერებს, არა ომში გამარჯვების მიზნით, არამედ, ძირითადად, პირადი ბიზნესინტერესების დასაკმაყოფილებლად, როგორც რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ ევგენი პრიგოჟინის 6 ნოემბრის განცხადება, რომ …

570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

ალექსეი აგაფონოვი მობილიზებული სამხედროა ვორონეჟიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში უკრაინელთა შეტევას გადაურჩა. აგაფონოვი გამოცემა Вёрстка-ს უყვება, როგორ მიატოვა მეთაურობამ რეზერვისტები ფრონტის წინა ხაზზე. მისი შეფასებით, მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა. როგორც აგაფონოვი იხსენებს, მობილიზებულებს ბატალიონის მეთაური ჰპირდებოდა, რომ მათ ჩაიყვანდნენ სვატოვოში, სადაც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში „ტერიტორიული თავდაცვის ძალებს“ შეუერთდებოდნენ. …

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი – ეს თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მეცხრე თვეს კიდევ უფრო აქტუალურია. ექსპერტები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ და შესაძლო სცენარებს განიხილავენ. გამოცემა Insider-ი აქვეყნებს 6 ვარიანტს  – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში. ვარიანტი პირველი – ცეცხლის შეწყვეტა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ჩიხში აღმოჩნდება, …

რუსეთს 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დასაბომბად უკვე თავისი თანამედროვე რაკეტების 80% გამოიყენა – ასეთ ინფორმაციას აწვდის უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი გამოცემა The Economist-ს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა კრემლის გეგმა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 და Zolfaghar შეისყიდოს და ყირიმში გადაიტანოს. „ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეთანხმება …

უკრაინაში მოკლეს მღვდელი, რომელიც რუს ქალებს მეტი შვილის გაჩენას და ომში გაგზავნას ურჩევდა

უკრაინაში  რუსი მღვდლის მიხაილ ვასილიევის ცხედარი იპოვეს. სასულიერო პირი რუს ქალებს მოუწოდებდა, მეტი შვილი გაეჩინათ, რათა მათი ომში გაშვება აღარ გასჭირვებოდათ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირი „6 ნოემბერს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, უკრაინაში, თავისი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“. როგორც 26 ოქტომბერს გამოცემა The Insider-ი წერდა, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში, …

რუსეთი საჰაერო უპირატესობას ვერც უახლოეს მომავალში მოიპოვებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას და ეს ვითარება, სავარაუდოდ, ვერც მომავალ თვეებში შეიცვლება. 3 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის 10-წლიან ომში ავღანეთში. ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ავღანეთში საბჭოთა კავშირის დანაკარგი 119 სამხედრო თვითმფრინავი იყო. …

ფრედი მერკურის მანქანა 11 მილიონ გრივნად გაიყიდა, ფული ომში დაჭრილებს მოხმარდება

ბრიტანეთში აუქციონზე 11 მილიონ გრივნად გაიყიდა ლეგენდარული მუსიკოსის, ფრედი მერკურის ავტომობილი, რომელიც ბოლო 9 წელი უკრაინელ არტისტს, ანდრეი დანილკოს ეკუთვნოდა. ანდრეი დანილკოს მსოფლიო მისი სასცენო სახელით, ვერკა სერდუჩკათი იცნობს. მერკურის მანქანა ხარკოველმა კრიპტობიზნესმენმა, ვოლოდიმირ ნასოვმა შეიძინა, აუქციონის სახლმა კი საკომისიო თანხებზე უარი თქვა. შემოსავალი მთლიანად ომში დაჭრილი უკრაინელების რეაბილიტაციასა და პროთეზირებას მოხმარდება და გადაეცემა ლვოვის …

კრემლის „ბირთვულმა მუქარებმა“ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – ISW

კრემლი ხედავს, რომ მისმა „ბირთვულმა თამაშმა“ ვერ გატეხა უკრაინის ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო აგრესიას – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მოსკოვის მუქარის შედეგებს და დასძენს, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა თავისი „ბირთვული რიტორიკა“ შეარბილა, თუმცა ამ თემით თამაშს განაგრძობს, რათა აიძულოს აშშ და მოკავშირეები, გააძლიერონ ზეწოლა უკრაინაზე და კიევი და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან. …

უკრაინაში ქორწილების ბუმია – ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 2500 დისტანციური ქორწინება დარეგისტრირდა. რაც შეეხება ქორწინების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს – უკრაინაში 2022 წლის პირველ 9 თვეში 177 ათასი ქორწინება დარეგისტრირდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 166 ათასი იყო. „ქორწილების ბუმი უკრაინაში – სიყვარული აერთიანებს უკრაინელებს, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა“, – წერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო Facebook-ზე. …

უკრაინაში „ვაგნერი“ უმეტესად პატიმრებითაა დაკომპლექტებული, ისინი ფრონტზე იღუპებიან – ISW

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, უკრაინაში უკვე დაკარგა 800-დან 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი. მხოლოდ ბოლო 2 თვეში კი, ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც რეკრუტირებული იყვნენ ქვედანაყოფ „ვაგნერში“. რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთში ბიზნესმენად და „პუტინის მზარეულად“ იცნობენ, თავის ძალებს არაეფექტურად აკომპლექტებს პატიმრებისგან, რომლებსაც უკრაინის ომში აგზავნის. ამის პარალელურად კი, …

აშშ-ის უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, Rhode Island (SSBN 740), რომელზეც განთავსებულია „ოჰაიოს“ კლასის ბალისტიკური რაკეტები. ეს იყო ხანმოკლე გაჩერება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების არეალში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მოახდინა ამ რეგიონში წყალქვეშა ნავების მოქნილობისა და ადაპტაციის დემონსტრირება. „Rhode …

მოუმზადებელი რეზერვისტები დამატებით საბრძოლო ძალა ვერ იქნება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთს ძალიან უჭირს მობილიზებულებისა და საშემოდგომო გაწვევის ციკლის ახალწვეულების სამხედრო მომზადება. „რუსეთის შეიარაღებული ძალებს მობილიზებული 300 000 სამხედროს მომზადებაც უკვე უჭირდა. სწორედ ამდენი რეზერვისტვის გაწვევა იყო დაგეგმილი 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციით. პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს დამატებითი რეგულარული საშემოდგომო გაწვევა, რომელიც 30 სეტემბერს გამოცხადდა და პირველ ნოემბერს დაიწყო და რომელმაც რუსეთის არმიას …

მობილიზაციამ პუტინს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადებების მიუხედავად, მობილიზაციამ რუსეთის პრეზიდენტს მისი მიზნების მისაღწევად სასურველი შედეგები ვერ მოუტანა. ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მობილიზაციის შედეგად დაგეგმილზე უფრო მეტი რეზერვისტი შეგროვდა, თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად წინაპირობებს ქმნის. ეს კი ადასტურებს, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ხარჯზე კრემლმა ვერ შექმნა საკმარისი …

უკრაინაში მმართველი პარტიის დეპუტატმა 20 მილიონის საჩუქრები მიიღო, მასზე საქმე აღძრეს

კორუფციასთან ბრძოლის ცენტრმა, უკრაინის მმართველი პარტიის – „ხალხის მსახურის“ დეპუტატს, თითქმის 20 მილიონი გრივნის ღირებულების საჩუქრები აღმოუჩინა. დოკუმენტებით, საჩუქრები მამისგანაა, რომელსაც ოფიციალურად შესაბამისი შემოსავალი არ აქვს. როგორც უკრაინული მედია წერს, სასამართლომ გენერალურ პროკურატურას უკვე დაავალა, აღძრას საქმე რადის დეპუტატის, ირინა ალლახვედრიევას წინააღმდეგ, ხოლო ფაქტების მოკვლევა ანტიკორუფციულ სამსახურებს დაევალოთ. უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ …

პრიგოჟინსა და „ვაგნერს“ ბრიტანულ სასამართლოში უჩივიან

ბრიტანული იურიდიული კომპანია McCue Jury & Partners-ი ევგენი პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების განცხადებით, სარჩელი „ვაგნერის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით მომზადდა და ის „ვაგნერის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული ქმედებების დამადასტურებელ ფაქტებზეა დაფუძნებული. „მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი კერძო სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ იმის …

უკრაინა ხერსონს პირდაპირი შტურმით არ აიღებს – ექსპერტი

დაახლოებით ორი კვირაა, უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებას იძულებით გაჰყავს მოქალაქეები ოლქის დასავლეთ ნაწილიდან. პარალელურად, რუსეთის არმია სამხედრო სიმაგრეებს აგებს როგორც შიგნით, ქალაქში, ისე მის შესასვლელებთან. რა ხდება უკრაინის სამხრეთში – Настоящее Время-სთან ხერსონში შექმნილ ვითარებასა და კონტრშეტევის პერსპექტივებზე სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა და ხერსონის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ ისაუბრეს. სობოლევსკი ადასტურებს, …

იზმირში 4,9-ბალიანმა მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია – მედია

4 ნოემბერს, პარასკევს, დასავლეთ თურქეთში, იზმირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სახლებიდან გაქცევის დროს და ჩამოინგრა მეჩეთის მინარეთი. გამთენიისას, 3:29 საათზე, მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4,9 მაგნიტუდა იყო, მიწისძვრას რამდენიმე ბიძგიც მოჰყვა და იგრძნობოდა მიმდებარე რაიონებში. მსხვერპლის და სხვა ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, 31-მა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს პანიკის გამო, …

უგზო-უკვლოდ დაკარგული. სავარაუდოდ, ტყვეობაში – 21 წლის საზღვაო ქვეითის ისტორია

„გაუქმებული ანგარიში“ – ასე ჰქვია დენის ხარჩენკოს მისი საცოლის, ეკატერინას მესინჯერში. სოციალურმა ქსელმა დენისის ანგარიში წაშალა, რადგან მისი მფლობელი უკვე თითქმის ნახევარი წელია იქ აღარ შესულა. დენისი აპრილის შუა რიცხვებიდან ტყვეობაშია, თუმცა ოჯახთან დარეკვა პირველად მხოლოდ ორი თვის წინ მოახერხა. 21 წლის დენის ხარჩენკო 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითია, რომელმაც ღირსების რევოლუციის შემდეგ გადაწყვიტა სამხედრო გამხდარიყო …

Exit mobile version