128 ადამიანიდან დარჩა მხოლოდ 12 – მობილიზებულის ცოლი გენერალ ლაპინს უჩივის

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ ის პისტოლეტით დაემუქრა ერთ-ერთი „მობილიზებული“ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ფრონტის ხაზიდან ბრძანების გარეშე დაიხია უკან – ლუგანსკის რეგიონში. ამჯერად გენერალს საჯაროდ აკრიტიკებს ერთ-ერთი მობილიზებულის ცოლი, ტატიანა ნაზარენკო. ქალი წერს, რომ მისი ქმარი, რომელიც 91711 სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა, საჭიროებს დახმარებას, თუმცა მას ჯერჯერობით არავინ ეხმარება. …

რუსებს არანაირი პროგრესი არ აქვთ ბახმუტთან და წარმატებაზე ცნობებს აყალბებენ – ISW

რუსეთის ძალებს არანაირი სერიოზული წინსვლა არ აქვთ არც ბახმუტში და არც ფრონტის ხაზის რომელიმე სხვა მონაკვეთზე, სამხედრო წარმატებაზე ინფორმაციას ისინი უბრალოდ აყალბებენ – ასეთია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასება. როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ვრცელდება ცნობები ბახმუტში რუსეთის ძალების წინსვლაზე. ISW-ის დასკვნით, ამ ნარატივის მიზანი, სავარაუდოდ, არმიაში საბრძოლო განწყობის …

რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს ხერსონიდან უკან დახევა დააჩქაროს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან „ევაკუაციას” და მე-18 საუკუნის რუსი მხედარმთავრის, გრიგორი პოტიომკინის ნეშტის წაღებას ეხმაურება. 27 ოქტომბერს რუსეთის დანიშნულმა გუბერნატორმა ოკუპირებულ ხერსონში, ვლადიმირ სალდომ, თქვა, რომ უკვე 70 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქალაქი ხერსონი. მანამდე, 26 ოქტომბერს სალდომ განაცხადა, რომ რუსეთმა ხერსონის კათედრალიდან გაიტანა მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი სამხედრო მეთაურისა და იმპერატორ ეკატერინე მეორის საყვარლის, კნიაზ …

პუტინი იმპერიალისტური სიგიჟითაა შეპყრობილი – გერმანიის პრეზიდენტი

რუსეთი და გერმანია პარტნიორები აღარ არიან, რუსეთის „სასტიკმა დამპყრობლურმა ომმა“ უკრაინის წინააღმდეგ ფეხქვეშ გათელა უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელი ხალხისადმი თავის საპროგრამო სიტყვაში. შტაინმაიერის თქმით, „თავისი იმპერიალისტური სიგიჟით რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზღვრები, დაიწყო ტერიტორიების დაპყრობა“. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უსარგებლოდ აქცია ყველა ის …

რატომ მოიპარეს რუსებმა პოტიომკინის ძვლები უკრაინიდან – NYT

„იმ დროს, როდესაც უკრაინის ძალები ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ხერსონს უახლოვდებოდნენ, კრემლის დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება თავის ხალხს მე-18 საუკუნის ტაძარში სპეციალური მისიით გზავნიდა – ამ ჯგუფს ეკატერინეს ტაძრიდან დიდი კნიაზის გრიგორი პოტიომკინის ძვლები უნდა მოეპარათ,“ – ასე იწყება ამერიკული The New York Times-ის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, თუ რატომ და როგორ გაიტანეს ხერსონიდან რუსი სამხედრო მეთაურისა და …

არხანგელსკში სამხედრომ ახალწვეულებს „კამაზით“ გადაუარა, დაიღუპა 2 ჯარისკაცი – მედია

ინციდენტი მოხდა რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, პლესეცკის რაიონის სამხედრო პოლიგონზე. კონტრაქტით მომუშავე სამხედრო „კამაზით“ დაეჯახა ახალწვეულების კოლონას. ორი ჯარისკაცი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს, საღამოს სამხედრო ნაწილის დახურულ პოლიგონზე მოხდა. გამოცემა ASTRA-ს ცნობით, კონტრაქტით მომუშავე 22 წლის სამხედრო ისრაფილ აბჰერდილაევი „კამაზის“ საჭესთან დაჯდა და პოლიგონის ტერიტორიაზე მოძრაობისას ახალწვეულების 20-კაციან კოლონაში შევარდა. ერთ-ერთი ჯარისკაცი …

კადიროვმა აღიარა, რომ ხერსონში 23 კადიროველი მოკლეს და 58 დაჭრეს

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ 24 ოქტომბერს ხერსონში კადიროველთა ბაზაზე დარტყმის შედეგად მისი რაზმის 23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა. „ბევრმა იცის, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფება საარტილერიო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ხერსონის ოლქში მოხდა. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და გვაქვს დაღუპულთა და დაჭრილთა საბოლოო სია. 23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა. ოთხ …

კაცს სხეულზე დამაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა, ის სარფის საბაჟოზე დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა სარფში, საზღვრის კვეთისას, დააკავეს საქართველოდან თურქეთში შესული კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი გადაჰყავდა სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით. მედიის ცნობით, კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ იგი მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს. სვიტერის აწევის დროს გაირკვა, რომ მას სხეულზე ხის პატარა ყუთები ჰქონდა დამაგრებული, სულ 110 ყუთი. თითო ყუთში 1 დედა ფუტკარი …

რუსეთი ხერსონში ძალებს მობილიზებულებით აძლიერებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი საკუთარი ძალები რუსეთმა სავარაუდოდ მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა, თუმცა უწყების შეფასებით, ეს დანაყოფები ცუდადაა მომზადებული და დაუკომპლექტებელია. „2022 წლის სექტემბერში რუსი ოფიცრები ასეულებს ხერსონის მიმართულებაზე აღწერდნენ, როგორც 6-8 ადამიანისგან შემდგარ დანაყოფებს, მაშინ, როდესაც ასეულში დაახლოებით 100 ადამიანი მაინც უნდა იყოს,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 28 ოქტომბრის …

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა. აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი …

პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ერის განადგურებაა – ISW

პრეზიდენტი პუტინი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას, რაც სრულიად შეუთავსებელია უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან და ცხადად აჩვენებს, რომ მისი მიზანი უკრაინული სახელმწიფოს განადგურებაა – რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები უკვე ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მეორე ანგარიშის თემაა. „პუტინმა უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფა 27 ოქტომბერსაც გააგრძელა, განაცხადა, რომ „ერთადერთი რეალური გარანტია უკრაინის სუვერენიტეტისთვის“ შეიძლება იყო რუსეთი, რომელმაც …

Shark – ახალი უკრაინული დრონი, რომელსაც მტრის ზურგში დაზვერვა შეუძლია

უკრაინულმა კომპანიამ შექმნა ახალი უპილოტო საავიაციო კომპლექსი Shark, რომელსაც სხვა დავალებების შესრულებასთან ერთად, ამერიკული საარტილერიო სისტემა HIMARS-ისთვის ცეცხლის კორექტირებაც შეუძლია. „ფაქტობრივად, უკვე ომის პირობებში მიდიოდა „შარკზე“ მუშაობა. ეს არის ჩვენი კომპანიის ოპერატიული პასუხი უკრაინის არმიის გამოწვევებსა და საჭიროებებზე. „შარკი“ უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია,“ – ამბობენ კომპანია „უკრსპეცსისტემში“, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატი შექმნა. კომპანიაში დასძენენ, რომ …

ფრონტზე მათ დასაცავად წავედი – ჯარისკაცი, რომელმაც კიევის დაბომბვისას მშობლები დაკარგა

ვიქტორ განიჩი უკრაინელი სამხედროა, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ვიქტორის მშობლები კიევში ცხოვრობდნენ, სახლში, რომელსაც 17 ოქტომბერს კამიკაძე-დრონის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა. ვიქტორი თავის დანაყოფთან ერთად უკრაინის სამხრეთში იბრძვის. იხსენებს, რომ ომის დასაწყისში, როდესაც მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა, მშობლებმა უსიტყვოდ დაუჭირეს მხარი. „ყოველთვის ვეუბნებოდი, მივდივარ, რომ თქვენც დაგიცვათ, აქ უფრო უსაფრთხოდ რომ …

43 საქმეა აღძრული რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე უკრაინაში

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი კიევის ოლქში გამოვლინდა. „იმ სისხლის სამართლის საქმეებს შორის, რომლებზეც უკვე მუშაობენ სამართალდამცველი ორგანოები, არის ჯგუფური გაუპატიურებისა და არასრულწლოვანთა გაუპატიურების საქმეებიც. კიევის ოლქთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ ყველაზე მეტი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლენილია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 15 დაზარალებული. …

როგორ შეიპყრეს რუსებმა ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში

როდესაც რუსი სამხედროები დონეცკის ამ პატარა სოფელში შევიდნენ და ადგილობრივების შესამოწმებლად სახლებში ჩამოვლა დაიწყეს, სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებს, 64 წლის პენსიონერს, განსაკუთრებით შეეშინდა. ჯარისკაცმა მისი პასპორტი გაშალა და სიცილი დაიწყო. „ბიჭებო, ომი დამთავრებულია,“ – იყვირა მან. – „შეგვიძლია შინ წავიდეთ – მათი პრეზიდენტი შევიპყარით.“ 64 წლის პენსიონერი ვოლოდიმირ ზელენსკი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტის სეხნია 1958 წელს მეშახტის …

დაჭრილ რუსებს ვმკურნალობდი – ბელარუსი ექიმი, რომელმაც მდინარე გადაცურა და ლიეტუვაში გაიქცა

ანდრეი, რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია, ბელარუსი ექიმია. როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ის ბელარუსში, ქალაქ მოზირის საავადმყოფოში მუშაობდა. ანდრეი CNN-ს უყვება, როგორ მკურნალობდა დაჭრილ რუს სამხედროებს და როგორ გააღწია ბელარუსიდან. ანდრეი ახლა ოჯახთან ერთად ლიეტუვაშია. სამშობლოდან გაქცევა მას შემდეგ მოუწია, რაც მას და რამდენიმე ექიმს კორუფციაზე საქმე „შეუკერეს“ და ცოტა ხნით დააკავეს კიდეც. ანდრეის …

ერთ NASAMS-ს შეუძლია ხარკოვის ცა დახუროს, ორს – კიევის

უკრაინა მალე მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე ახალ სისტემას – მათ შორის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS, რომლებმაც უკრაინის ქალაქები რუსული თვითმფრინავების, რაკეტებისა და კამიკაძე დრონებისგან უნდა დაიცვას. ზუსტად როდის ჩავა კომპლექსები უკრაინაში ან სად და როგორ გამოიყენებენ მათ, ამაზე არც ვაშინგტონი და არც კიევი არ ლაპარაკობენ. უკრაინის საჰაერო ძალებმა უკვე გააფრთხილა მედია, რომ NASAMS კომპლექსების მუშაობაზე …

პუტინს არ აინტერესებს მოლაპარაკება, მას თავისი მიზნების ომით მიღწევა სურს – ISW

პუტინის რიტორიკა ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ომში კვლავაც თავისი მაქსიმალური მიზნების მიღწევას ცდილობს. ასეთ დასკვნამდე მიდიან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე. ანალიტიკოსებს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ პუტინის 26 ოქტომბრის გამოსვლა დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინას, რომელმაც „სუვერენიტეტი დაკარგა“ და შეერთებული შტატები რუსეთის …

კრემლი ცდილობს, საზოგადოების ყურადღება რეგიონულ ჩინოვნიკებზე გადაიტანოს – დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აფასებს, რატომ ცდილობს კრემლი, ახლახან გამოცხადებული „სამხედრო მდგომარეობისა“ და „განგაშის რეჟიმების“ პროცესში რეგიონული მთავრობები ჩართოს. 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუტინმა თქვა, რომ რუსეთის რეგიონებში „უსაფრთხოების ზომების შემუშავებას“ კოორდინაციას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გაუწევს. მიშუტინის განცხადება მოჰყვა ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომლითაც ანექსირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობა“, სხვა რეგიონებში კი „მაღალი განგაშისა“ და „საშუალო …

ცხრა თვეში საქართველოში 326 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში

2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 326 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად. მათ შორის 9 ბავშვი იყო. ამავე პერიოდში საქართველოში 5704 ადამიანი დაშავდა ავტოავარიის შედეგად – ასეთია საქართველოს შს სამინისტროს სტატისტიკა 2022 წელს საქართველოში მომხდარი ავტოავარიების შესახებ. სტატისტიკის თანახმად, წელს, 9 თვის განმავლობაში, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა, რომლის …

რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ავღანელი კომანდოების გადაბირება დაიწყო – Foreign Policy

ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდო კორპუსის ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ რუსი სამხედროებისგან უკრაინაში ბრძოლის შეთავაზება მიიღეს. როგორც გამოცემა Foreign Policy წერს, რუსეთს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ელიტური ქვეითი ჯარი, რომელიც ავღანეთში 20 წლის განმავლობაში აშშ-ისა და მოკავშირეების გვერდით იბრძოდა, უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის. „ათასობით სამხედრომ შეაფარა თავი მეზობელ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც …

უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე 1 000-მდე ცხედარია ნაპოვნი

ახლახან გათავისუფლებულ უკრაინულ ტერიტორიებზე უკვე დაახლოებით 1000 დაღუპული ადამიანის ცხედარი იპოვეს – მათ შორის არიან სამხედროებიც და მოქალაქეებიც. უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, საექსჰუმაციო სამუშაოები გრძელდება და უფრო ზუსტი რაოდენობა მათი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „სამძებრო სამუშაოების შედეგად უკვე ექსჰუმირებულია ჩვენი დაღუპული გმირებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაახლოებით 1000 ცხედარი. მათ შორის, თითქმის 450 იზიუმში – ერთ-ერთ …

შეზღუდვა ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 მონაკვეთზე, ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილზე“, 26 ოქტომბრის 08:00 სთ-დან 27 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებაა. დროის აღნიშნულ პერიოდში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის …

Mercedes-Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს და ქარხანას ყიდის

გერმანული ავტოკონცერნი Mercedes-Benz-ი რუსეთის ბაზრიდან გადის, პოდმოსკოვიეში ქარხანას და ქონებას ყიდის. ამის შესახებ საერთაშორისო მედია და რუსული წყაროები კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერენ. „Mercedes-Benz-ი აპირებს დატოვოს რუსეთის ბაზარი და თავისი წილი ადგილობრივ შვილობილ კომპანიებში ადგილობრივ ინვესტორებს მიჰყიდოს“, – ნათქვამია ავტოკონცერნის განცხადებაში. რუსული წყაროების ცნობით, გერმანული კომპანიის აქტივებს მიიღებს კომპანია Автодом-ი, რომელიც სპეციალიზებულია პრემიუმკლასის ავტომობილების გაყიდვასა და …

უკრაინა NASAMS-ის კომპლექსებს მალე მიიღებს – რა შეუძლია ამ სისტემას

აშშ-ის ხელისუფლებას უკვე გადაეცა უკრაინისთვის განკუთვნილი  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ორი სისტემა NASAMS-ი. კომპლექსებს კიევი უახლოეს მომავალში მიიღებს. „ჩვენ ჩავაბარეთ NASAMS-ის ორი სისტემა ხელისუფლებას რამდენიმე კვირის წინ. ისინი უკვე მალე იქნება უკრაინაში,“ – უთხრა მწარმოებელი კომპანიის (Raytheon Technologies) დირექტორმა გრეგ ჰეისმა ტელეკომპანია CNBC -ს. – „ეს არის საჰაერო თავდაცვის ახლო მანძილზე მოქმედი სისტემა და მას შეუძლია ჩამოაგდოს …

„უკრაინის დესატანიზაცია“ – ISW განმარტავს, რატომ ცვლის რუსეთი ომის სლოგანს 

რუსეთში ომის ახალი სლოგანი გაჩნდა – „უკრაინის დესატანიზაცია“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) უახლესი ანგარიშის თანახმად, რუსეთის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, რუსეთის ომი უკრაინაში რიტორიკულად მიუსადაგონ რელიგიურ კონცეფციებს, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნება როგორც ქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმებისთვის. ISW-ს მაგალითად მოჰყავს რამზან კადიროვის გუშინდელი განცხადება, რომელშიც მან რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ „სატანისტებთან ქრისტიანებისა და …

ხვალ ბათუმში ისევ გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის 21 საათიდან 27 ოქტომბრის 21 საათამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა. აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი …

საბოტაჟის 6 შემთხვევა რუსეთის რკინიგზაზე – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის თანახმად, 24 ოქტომბერს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ რკინიგზა დააზიანა სოფელ ნოვოზიბკოვოსთან, 15 კილომეტრში რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან. ეს მთავარი სარკინიგზო ხაზია რუსეთსა და სამხრეთ ბელარუსს შორის. ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო რუსულმა ანტისაომარმა მოძრაობამ „შეაჩერე ვაგონები“. „ეს არის რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის სულ მცირე მეექვსე შემთხვევა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ივნისის …

„ვაგნერი“ ომში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მქონე პატიმრებს გზავნის – უკრაინის დაზვერვა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ უკრაინაში გასაგზავნად საპატიმროებიდან იმ პატიმრების გამოყვანა დაიწყო, რომლებსაც აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვთ – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს. „ამან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. მხოლოდ ერთი გამოსასწორებელი კოლონიიდან, კოლონია N5 ლენინგრადის ოლქში, „ვაგნერმა“ მობილიზება გაუწია 100-ზე მეტ მსჯავრდებულს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ HIV ან C ჰეპატიტი. ინფიცირებული მებრძოლების „მარკირებისთვის“ „ვაგნერი“ ფერად სამაჯურებს …

წადით უკრაინიდან და იჩქერიის დამოუკიდებლობა დაიცავით – დანილოვი კადიროვს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიმართავს და მოუწოდებს, მისმა მებრძოლებმა უკრაინა დატოვონ და საკუთარი მიწის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ. „ვიდრე გვიან არაა, წადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის – ეს საუკეთესო გარანტიაა, რომ რუსეთი მეორედ ვეღარ გაასწორებს მიწასთან ქალაქ ჯოხარს (გროზნო). თუ რუსეთი არ განადგურდება, ისინი დაბრუნდებიან, რათა ისევ …

მობილიზებული რუსი ფრონტზე გაგზავნამდე ალკოჰოლით მოკვდა – მედია

ტუვის მცხოვრები მობილიზებული ჯარისკაცი ნოვოსიბირსკის სამხედრო ბანაკში სპირტიანი სასმელის მოხმარებისგან მოკვდა – გამოცემა „მედუზას“ ცნობით, სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასახელა. ჩინოვნიკების თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. ნოვოსიბირსკის ბანაკში ეს უკვე მესამე დაღუპული ჯარისკაცია – ერთ შემთხვევაში გამოძიებამ მიზეზად „მკვლელობა“ მიუთითა, მეორეში – „გულის გაჩერება“, თუმცა როგორც ამ უკანასკნელი ჯარისკაცის ახლობლები ამბობდნენ, დაღუპულს სხეულზე ცემის კვალი ეტყობოდა. „მედუზა“ …

აშშ უკრაინისთვის HAWK-ების გადაცემას აპირებს – Reuters

სააგენტო Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს. სააგენტოს წყაროები ვერ ასახელებენ სისტემების ზუსტ რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლი გამოიყენებს PDA (Presidential Drawdown Authority) პროცედურას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს პენტაგონის მარაგებიდან შეიარაღების სხვა ქვეყნისთვის დაჩქარებული წესით გადაცემის საშუალებას აძლევს. HAWK-ი ამერიკული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი „მიწა-ჰაერის“ ტიპის სისტემაა, …

უკრაინას აქვს შანსი, ხერსონის ნაწილი წლის ბოლომდე დაიბრუნოს – ISW

რუსეთის ჯარები სრულად არ გადიან ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან და ბრძოლისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ შანსი, რეგიონის ეს ნაწილი და ოლქის ცენტრი 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნონ – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს. ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის ყურადღების ცენტრში რამდენიმე თემაა, მათ შორის, ოკუპირებული ხერსონი, რუსეთის პროპაგანდა „ბინძურ ბომბზე“, ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერი“ და …

რუსეთმა უკრაინაში 23 გამანადგურებელი K52 დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთმა სულ მცირე 23 გამანადგურებელ-მოიერიშე ვერტმფრენი Ка-52 (HOKUM) დაკარგა. უწყების ცნობით, ეს არის 25% რუსეთის საავიაციო პარკისა, რომელშიც 90 Ка-52 შედიოდა და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების საერთო დანაკარგის თითქმის ნახევარი. „სავარაუდოდ, რუსეთის გამანადგურებელ ვერტმფრენებს განსაკუთრებით უკრაინული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აზიანებს. რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს ჰაერში უპირატესობის მოპოვებას, რათა საიმედო …

მე მოგიყვებით ქვეყანაზე… – ანდრეი მაკარევიჩის ახალი სიმღერა რუსეთზე

ცნობილი რუსი მუსიკოსი, როკჯგუფის Машина Времени-ს ფრონტმენი, ანდრეი მაკარევიჩი ფეისბუქზე ახალ სიმღერას აქვეყნებს. სიმღერა ქვეყანაზეა, სადაც დედები შვილებს სიკვდილზე გზავნიან, ეკლესია ეშმაკების ხელშია, ხოლო მღვდლები მკვლელობისკენ მოგიწოდებენ. „მე მოგიყვებით ქვეყანაზე, სადაც ნათელი უკუნის ტყვეა,“ – ასე იწყება მაკარევიჩის სიმღერა, რომლის ტექსტშიც, მართალია, რუსეთი არსადაა ნახსენები, თუმცა ყველაფერი სწორედ დღევანდელ რუსეთზეა.. როკმუსიკოსი მსმენელს უყვება ქვეყანაზე, სადაც …

რუსეთი მეკობრეთა ხელშია – ნოვოდვორსკაიას 15 გამონათქვამი პუტინზე, რუსეთსა და უკრაინაზე

ვალერია ნოვოდვორსკაია (1950-2014) – საბჭოთა დისიდენტი, რუსი პოლიტიკოსი, მწერალი და პუბლიცისტი. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე მოასწრო და ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ წლებში მოხდა და ხდება დღესაც. ანტიკომუნისტი ნოვოდვორსკაია ძალიან კარგად ხვდებოდა, რას ნიშნავდა „კაგებესა“ და „ჩეკას“ რესტავრაცია და რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინის მოსვლა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, მან უპირობოდ დაუჭირა …

Exit mobile version