ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია დაქორწინდნენ

თურქეთში დაქორწინდნენ ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] და ნინა კაკულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ნინა კაკულიამ დაუდასტურა. წყვილმა ქალაქ ფაცაში იქორწინა. ორდუს პროვინციაში მდებარე ამ პატარა ქალაქში მუჰაჯირი ქართველის ბევრი შთამომავალი ცხოვრობს. ფაცადანაა წარმოშობით თემურ ქათამაძეც. ნინა კაკულიამ გვითხრა, რომ ქორწინება სიმბოლურად აღნიშნეს ეკლესიასთან. „ეს ტაძარი მოქმედი არ არის, მაგრამ სიმბოლურად იქ აღვნიშნეთ …

„ვუერთდები ელენე ხოშტარიას და მეც ვაცხადებ შიმშილობას“ – ბათუმელი მედროშე

„საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას!“ – მოგვწერა ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ. ელენე ხოშტარიამ  – კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა პარლამენტთან 27 ივნისს დაიწყო. მისი თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის გზა ქუჩაში პროტესტი და რევოლუციაა. დღეს, 28 ივნისს, ელენე ხოშტარიასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადა პარტია „ახლის“ ლიდერმა …

„ლაჩრულად კი გამაგდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია, არ დანებდეთ!“ – ბათუმელი მედროშის წერილი

თემურ ქათამაძე, იგივე გაფფარ ილმაზი, რომელსაც საქართველოში უკვე ბათუმელი მედროშის სახელით იცნობენ, თურქეთიდან წერილს აგზავნის საქართველოდან გაძევების შემდეგ. „ჩემო თანამებრძოლო დებო და ძმებო! ლაჩრულად, ვერაგულად მე კი გამიტაცეს – გამაგდეს ჩემი სათაყვანებელი საქართველოდან, მაგრამ ყველამ იცოდეს, მე ფარ-ხმალი არ დამიყრია! ჯერ ადრეა დანებება! ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ თქვენ გვერდით ვარ უფრო გაძლიერებული, უფრო გაბრაზებული …

ბათუმელი მედროშე თურქეთში არ დააპატიმრეს, ის საქართველოდან წუხელ იძულებით გააძევეს

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] თურქეთში არ დაუკავებიათ. ინფორმაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ დაგვიდასტურეს. ეს ორგანიზაცია საიასთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებული თემურ ქათამაძე ორდუს საგამოძიებო ორგანოში გამოჰკითხეს და გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე თემურ ქათამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დეტალები ზუსტდება. „მისი მეგობრისგან გავიგეთ, რომ გაუშვეს, მაგრამ რა საფუძვლით გაუშვეს, რა პროცედურებია წინ, ჯერ ეს …

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება

ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით. „თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბათუმელი მედროშე თემურ …

თემურ ქათამაძის გაძევება იძულების წესით მოხდა – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ქვეყნიდან იძულებით გააძევეს. „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს რვა სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის …

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე საქართველოდან გააძევეს

ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს. როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში. „ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია. „ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია. „თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა …

რა იცვლება თურქეთში მოპოვებული დოკუმენტებით ბათუმელი მედროშის საქმეში?

თურქეთის სხვადასხვა ოფიციალური უწყების, მათ შორის, ორდუს სახელმწიფო პროკურატურის დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, „ბათუმელ მედროშეს“ თურქეთში დაპატიმრება ელის. „ბათუმელებს“ აღნიშნული დოკუმენტები ინფორმირებულმა პირმა მოაწოდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს დოკუმენტები ახალაღმოჩენილი გარემოებაა და ამის საფუძველზე ხელახლა მიმართავენ ქართულ სასამართლოებს მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭების მოთხოვნით. დოკუმენტების თანახმად, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, თურქეთის ოფიციალური სამსახურები ამტკიცებენ, რომ …

თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი შეჩერდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. „როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა …

საია თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] ქვეყნიდან გაძევების შეჩერებას მოითხოვს. ამის თაობაზე საიამ დღეს, 6 მაისს განაცხადა. საიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემურ ქათამაძის  საქართველოდან გაძევების პროცედურები უკვე დაიწყო. „გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი …

ბათუმში 3 მაისს ველო და ავტო მარში გაიმართება ბათუმელი მედროშეს მხარდასაჭერად

3 მაისს, შაბათს, ბათუმში, 17:00 საათზე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ველო და ავტომარში გაიმართება. ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდება. თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], ბათუმში 2025 წლის 11 იანვარს, პოლიციის სამმართველოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ამჟამად შს სამინისტროს დროებითი განთავსების საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება. მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. ის წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, დაკავების …

ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ

„მითხრა, რომ დღეს და ხვალ სიმბოლურად ისევ შიმშილობს“, – ამბობს ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მეგობარი. ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი, სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს  უცხადებს. გუშინ, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა: აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, …

თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა. ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. „თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, …

დაანებეთ ჩინურს თავი, ქართული ასწავლეთ თურქეთში, ირანში მცხოვრებ დიასპორის ბავშვებს – ქათამაძე „ოცნებას“

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე ციხიდან [მიგრაციის ცენტრიდან] მორიგ წერილს ავრცელებს და „ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“ მოუწოდებს „თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას“ და ქართული დიასპორის ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მიზნით გადადგას ნაბიჯი. „ივანიშვილის რუსული ოცნების რეჟიმმა თავი დაანებოს ჩინური ენის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში შემოტანას! და თუკი ეროვნული რამე განცდა დარჩენილი აქვთ და …

თემურ ქათამაძე სასამართლოს რამდენიმე საათით გათავისუფლებას სთხოვს ქორწინებისთვის

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე სასამართლოსგან ითხოვს რამდენიმე საათით გათავისუფლებას რელიგიური ქორწინებისთვის. მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტმა ამ რიტუალის ცენტრში ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა. „5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია. ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის …

ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს. თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან …

რას წერს მოსამართლეებს თემურ ქათამაძეზე გერმანიაში მცხოვრები ლაზი პოეტი

„მიუღებელია, რომ სასამართლოს სურს გაფფარ ილმაზის თურქეთში ექსტრადირება,“ – წერს ქართველ მოსამართლეებს წარმოშობით ლაზი პოეტი სელმა კოჩივა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის შესახებ. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა. თემურ ქათამაძე …

„ემზადება გაძევებისთვის“ – ნინა კაკულიას თქმით, ბათუმელ მედროშეს მასთან დაქორწინების უფლება არ მისცეს

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“ – წერს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორიდან დღეს, 2025 წლის 5 აპრილს გამოგზავნილ წერილში „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. დღეს ბათუმელმა მედროშემ შიმშილობა შეწყვიტა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და …

თემურ ქათამაძემ მეორედ დაიწყო შიმშილობა პროტესტის ნიშნად

ბათუმის აქციების მედროშემ, თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] დღეს, პირველ აპრილს, მეორედ დაიწყო შიმშილობა. თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება. ბათუმის აქციების მედროშის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. „ბათუმელები“ ესაუბრა მის ადვოკატს, მარიამ გაბროშვილს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ თემურ ქათამაძემ მას გუშინ, 31 მარტს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. „აპირებს მხოლოდ წყლის მიღებას და …

„მოითხოვეთ სამართალი თემურ ქათამაძისთვის“ – პეტიცია

დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ხელმომწერები თემურ ქათამაძის ქვეყნიდან დეპორტაციის შეჩერებას და მისთვის საერთაშორისო დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ. პეტიცია დღეს, 27 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა. „მოვუწოდებთ დემოკრატიულ მთავრობებს, ევროკავშირს, გაერთიანებულ ერებსა და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერიონ და შეაჩერონ პოლიტიკური აქტივისტის, გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) დევნა და დეპორტაცია, რომელიც მის სიცოცხლესა და …

ბათუმელ მედროშეს ვივამედის დირექტორი ნინო ნადირაძე სასამართლოშო უჩივის

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს თემურ ქათამაძეს, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა და იმედის „პრაიმ-ტაიმის“ წამყვანმა, ნინო ნადირაძემ სასამართლოში უჩივლა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოტივით. საიას იურისტის მარიამ გაბროშვილის თქმით, შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს თემურ ქათამაძე მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას კლინიკაში. „166-ე მუხლით არის სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი, იმ მუხლით, რომელსაც ძირითადად აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ და რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას …

„სანამ არ გავითიშე, კლინიკაში არ წამიყვანეს“ – ბათუმის აქციების მედროშის წერილი

„7 საათი დაიგვიანეს, სანამ ბოლოს ჩემს ოთახში სიარულის დროს არ გავითიშე, გონება დავკარგე და იატაკზე დავეცი, მანამდე კლინიკა „ვივამედში“ არ წამიყვანეს“, – წერს ციხიდან 2025 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. იგი კლინიკაში 2025 წლის 4 მარტს გადაიყვანეს 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ბოლო 13 წელია …

ბათუმელ მედროშეს სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის …

18 მარტს თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება – ის ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

ხვალ, 18 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს. სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროცესს თემურ ქათამაძე დაესწრება. თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. იგი ამბობს, რომ თურქეთში მას საფრთხე ემუქრება და სურს საქართველოში დარჩეს. თემურ ქათამაძის უფლებებს …

თემურ ქათამაძე „ვივამედიდან“ მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს. თემურ ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ იყო მოთავსებული, სადაც არასრული ორი დღე გაატარა. ბათუმელი მედროშე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 48-ე დღეს შეწყვიტა.  „პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და დააბრუნეს მიგრაციის სამსახურის დაწესებულებაში. გუშინ, საღამოს საათებში გადაიყვანეს. პაციენტმა ჩვენს კლინიკაში …

თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ბათუმის აქციების მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე დღეს, 4 მარტს, თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკურმა  დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა კვლევები და მოთავსებულია თერაპიულ განყოფილებაში. მისი თქმით, ქათამაძის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე …

„უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას“ – თემურ ქათამაძის ახალი წერილი ციხიდან

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ამბობს, რომ დაკავების დღიდან საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. ის მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. თემურ ქათამაძის წერილს, რომელსაც მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]: „საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლებისა და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე …

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება

„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს. თემურ …

თემურ ქათამაძე 37 დღეა შიმშილობს – „მხნედ გამოიყურება, ვიდრე შემიძლია ვიბრძოლებო“

„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 37 დღეა შიმშილობს. იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. დღეს, 22 თებერვალს, თემურ ქათამაძე აკაკი გვიანიძემ მოინახულა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. „ფიზიკურად კლება აქვს დიდი, მაგრამ მხნედ ვარ, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტასო… ყველას უთხარით, რომ არ ვაპირებ თავის მოკვლას, …

ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ – პეტიცია

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] მოქალაქეები შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დღეს, 20 თებერვალს, გავრცელდა პეტიციაც, სადაც მოქალაქეები წერენ, რომ „თითოეული თანამებრძოლი სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი“. „ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე მისი დაკავების დღიდან შიმშილობს. პეტიცია იქმნება მისი შიმშილობის 35-ე დღეს. მან ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე, რადგან მისი თქმით, სიცოცხლის ფასად აპირებს …

„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან. ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად. „მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში. „ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ …

თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს. ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო. რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, …

თემურ ქათამაძე, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, კლინიკიდან იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც დღეს, 15 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს, უკან, იზოლატორში დააბრუნეს. „გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა. ექიმების გადაწყვეტილებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას. კონკრეტულად რა გამოკვლევები ჩაუტარდა ან როგორია გამოკვლევების შედეგები, ორშაბათს გახდება ჩვენთვის ცნობილი. დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა. თემურ ქათამაძე …

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], მისი შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” თემურ ქათამაძის მეგობარი უდასტურებს. „დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს ,“ – უთხრა …

„17 კილოგრამი აქვს დაკლებული“ – რას ამბობს ადვოკატი თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც საიმიგრაციო იზოლატორში 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს. ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. „ისევ აგრძელებს ბატონი თემური  შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე. თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება.  იცით, …

„ციხეში რომ შევხვდით, მითხრა, რომ იყო ამაყი“ – რას ჰყვებიან თემურ ქათამაძეზე მეგობრები

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 27-ე დღეა რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ციხეში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ბოლო განცხადება მედროშის შესახებ გუშინ, 11 თებერვალს გაავრცელა. „მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – წერს საია. შეძახილი – „თავისუფლება მედროშეს!” ყოველ დღე …

Exit mobile version