გულმოწყალე უფლის სახელით სრულიად საქართველოს მოსახლეობას გულითადად ვულოცავ დამდეგ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის საწყისი მშვიდობისა და მეგობრობისა.
დღევანდელი მსოფლიო კრიზისის ფონზე, როდესაც ღვთაებრივი ღირებულებები ჩანაცვლებულია ძალადობით და ბოროტებით, მშვიდობისა და გულისხმიერების დასაბრუნებლად, ერთადერთი გზა ხსნისა უფლისკენ მიმავალია.
ამ მიზნის მიღწევის წინაპირობა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაა, რასაც ქადაგებს მსოფლიოს ყველა ღვთიური რელიგია. გილოცავთ ახალ 2015 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას!