აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ათას ლარს გადასცემს.
ბათუმელები
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს, სამ მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით აგვისტოს ომში და ავღანეთში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ათას ლარს გადასცემს.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული 80 ქალი შესაძლოა სამუშაოს გარეშე დარჩეს. ქალები, რომლებიც მამაკაცის პერანგების განყოფილებაში მუშაობენ, მარტის ბოლოდან დაკვეთებს ვეღარ მიიღებენ. ორგანიზაციის პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, შემცირების მიზეზი განყოფილების ბულგარეთში გადატანა შეიძლება გახდეს.
მასწავლებლებისთვის ახალდამტკიცებულ რეგულაციებში, რასაც „ბათუმელებთან“ საუბარში ზოგიერთი პედაგოგი მათი უფლებების შეზღუდვის მექანიზმად აფასებდა, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირებმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 35 000 პედაგოგს აერთიანებს, „მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესში“ კონკრეტული პუნქტები გააპროტესტა და განათლების სამინისტროს, ამ დებულების დახვეწის მიზნით, რეკომენდაციები შესთავაზა.
ტექსტილის ფაბრიკა BTM Textile-ში 350-მდე ადამიანი მუშაობს, მომუშავეთა 95% ქალია. ტანსაცმლის ფაბრიკაში ძირითადად ქალის ტანსაცმელს კერავენ, რომელიც შემდეგ ევროპისა და აზიის ქვეყნებში იყიდება.
ქალაქ ბათუმში 29-31 იანვარს, ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრის“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის – Black Sea Network forSustainable Tourism-Strategies for joint tourism marketing and development inthe Black Sea region (BS NST) ფარგლებში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი/ვორქშოფი „PPP-Public Private Partnershipin Tourism/კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 2015 წლის თებერვლის თვეში 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.
დღეს, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია მრავალშვილიან დედებს ფულად საჩუქარს გადასცემს. პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დედებს, რომელთაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ, მერია 400-500 ლარს გადასცემს, ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს კი – ათას ლარს.
ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ 300 მეტრის დაშორებით მდებარე კლდის აფეთქებებმა 100-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ხუთ ოჯახს ქონებას იძულებით [ექსპროპრიაციით] ჩამოართმევენ. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უკვე მოაწერა. ამ ოჯახებს მთლიანობაში 8431 კვ/მ მიწის ფართობს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ჩამოართმევენ.
საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ 2015 წლის 5 თებერვლის №140 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა. ამ განკარგულებით აჭარის მთავრობას 4 მილიონი ლარი მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესაძენად გამოეყო.
„სისტემა უნდა დაინგრეს!“, „ქალაქი ამბობს!“ „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა!“, „არა ძალადობას!“ – ეს ის სლოგანებია, რომლითაც სტუდენტურმა მოძრაობამ „ლაბორატორია 1918“ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. მოძრაობა, რომელმაც ორი წლის წინ საზოგადოებრივი სოლიდარობის მუხტი ქვეყანაში საგრძნობლად აწია, დაიშალა. როდის ხდებიან სტუდენტები სოლიდარულები და რაში ხედავენ „ლაბორატორიის“ აქტივისტები ცვლილებების აუცილებლობას?
მესხეთის ქუჩიდან გადაყვანილი რვა თვის მდედრობითი სქესის ბავშვი ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის დედამ მიატოვა და თურქეთში წავიდა. სახლის მეპატრონე, სადაც მიტოვებული ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ ქალს მეორე შვილიც უნდა ჰყავდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მეორე არასრულწლოვნის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
დღეს, 27 თებერვალს, რვა თვის ბავშვი დედის გარეშე მიიყვანეს ანგისაში მდებარე “დედათა და ბავშვთა“ ცენტრში. ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში და ანგისის დედათა და ბავშვთა სახლში დაუდასტურეს, სადაც ბავშვი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა.
ამ წუთებში ქობულეთის საკრებულოს სხდომა იპოთეკარების თანდასწრებით მიმდინარეობს. იპოთეკარებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს გამგეობის შენობაში. თვითმხილველის თქმით, პოლიციასთან დაპირისპირების დროს ჩაიმტვრა შენობის მთავარი შესასვლელის შუშები. „პოლიციამ ფეხებში ჩაგვიგდო, მაგრამ მერე გამგებელი ჩამოვიდა და შეგვიყვანა შენობაში“, – ყვება თვითმხილველი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაობიდან მიღებული მონაცემების დამუშავება დაიწყო. მონაცემთა საბოლოო დამუშავების შედეგად ცნობილი გახდება მოსახლეობის რიცხოვნობა, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, ეთნიკური შემადგენლობა, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საარსებო წყაროები, საცხოვრებელი პირობებისა და სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ ინფორმაცია.
ამ წუთებში ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“ მცოხვრებლებმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილე ამბობს, რომ მათ ორი დღის წინ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.
ბათუმის საკრებულომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქის კომპენსირების საკითხი განიხილა. ამ მოქალაქეს ბათუმის მერიამ დახმარებაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მას ალტერნატიული საცხოვრებელი აღმოაჩნდა.
ბათუმის მერია 25 თებერვალს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე იმ განკარგულების გაუქმების საკითხის დაყენებას აპირებს, რის მიხედვითაც უნდა განხორციელებული თამარის დასახლებაში, ბარაკებში მცხოვრები 60 ოჯახი კომპენსაციით უზრუნველყოფა და ბარაკების ადგილზე სოციალური სახლის მშენებლობა. საკრებულოს წევრების განცხადებით, ბარაკების ადგილზე იაფი სახლის მშენებლობა ჩაიშალა. ამ ადგილზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახი ავარიული სახლებიდან გაყვანას მოითხოვს.
ირინე გივიაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ოცი წელია თურქეთის საზღვრებში არსებულ ქართულ შუა საუკუნეების არქიტექტურას იკვლევს, ამჟამად იგი ანკარაში ცხოვრობს და მიწვეული ლექტორის სტატუსით ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში არქეოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლის. მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, ირინე თურქეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მეუღლეა და მისი საქმიანობა დიპლომატიასაც უკავშირდება.
ამ წუთებში გონიოს მოსახლეობა, საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და თავიათი საკუთრების დაბრუნებაზე პასუხს ელოდებიან.
ბიზნესის სასწავლო ცენტრი აცხადებს კონკურსს პროფესიული მასწავლებლების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, “პრესკაფეში” გაიმართა დისკუსია თემაზე – “ქსენოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები”. დისკუსიაზე შედგა ფილმის ჩვენებაც. “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ თუ რა არის ქსენოფობია და რა იწვევს მას ჩვენს საზოგადოებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ბაზაზე “თავისუფლების კლუბი” ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც, 22 სკოლის მოსწავლე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩა. კლუბის წევრები 6 თვის განმავლობაში მათ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გაივლიან სწავლებას ორი მიმართულებით: მოსწავლეები კინოჩვენებების, მუსიკალური საღამოების, წიგნების განხილვის, ისტორიული ექსკურსიების, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების მეშვეობით აიმაღლებენ საკუთარ ცოდნას დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და ლიბერალიზმის საკითხებში და მეორე მიმართულება – კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიღრმავონ ცოდნა ახალი მედიისა და ინტერნეტტექნოლოგიების სფეროში. კლუბის წევრებისთვის პერიოდულად გამოცხადდება სხვადასხვა კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ამჯერად კონკურსის – საუკეთესო ესეი – გამარჯვებულები გახდნენ თამთა კახაბერიძე და ანნა ტურიაშვილი.
შ.პ.ს. ,,სავაჭრო ცენტრმა 2009“-მ, ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დამწვარი მე-5 სექციის აღდგენით სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 211 617 ლარია და ითვალისწინებს ხანძრის დროს დამწვარი მაღაზიების აშენებასა და კეთილმოწყობას.
ის იყო ოთხმა მოგზაურმა მთის ფერდობზე აივაკა, რომ ძველი წაბლის ხით ნაშენი სახლის კარი გაჭრიალდა. აივანზე ქალი გამოვიდა. მოგზაურები შინ შეიპატიჟა. უარის მიღების შემდეგ დალოდება ითხოვა. ხუთ წუთზე უფრო ნაკლებ დროში, ხელში ვერცხლისფერი სინითა და სინზე დალაგებული ოთხი დიდი ჭიქით დაბრუნდა. ჭიქები ახალშედედებული მაწვნით იყო სავსე.
ბათუმის იახტკლუბში კერძო საკუთრებაში მყოფი ტვირთსაზიდი გემი სახელად „სტრანნიკი“ (STRANNIK) დღეს დილით ჩაიძირა.
ქედაში, დღეს, 21 თებერვალს, მოსახლეობის მიერ გამართული აქციის საპასუხოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განაცხადა, რომ 2014 წლის მარტში მოყინული მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაცია ქედის არც ერთ სოფელში არ გაცემულა და იგი მხოლოდ 2014 წლის მაისში მოსული სეტყვით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გასცეს.
ქედის სოფელ კოკოტაურში, კოკოტაურის წყლის ჩამოსასხმელ საამქროსთან, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ოთხი სოფლის მოსახლეობა ამ წუთებში აქციას მართავს.
ბათუმის მე-12 საბავშვო ბაღში ამ დროისთვის სპეციალური საჭიროების მქონე ცხრა ბავშვი სწავლობს. ბაღის გამგე ამბობს, რომ წელს „განსაკუთრებით ცუდი წელი დაუდგათ“, რადგან ჰყავთ ბავშვები „ყველაზე მძიმე დიაგნოზით“. ბავშვების უმეტესობას სკამზე ჯდომა და სიარული არ შეუძლია, ამიტომ ისინი დროის დიდ ნაწილს საწოლში ატარებენ. როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები გვეუბნებიან, მათ ბავშვებთან მუშაობის სპეციალური პროგრამები არ აქვთ, „ყველაფერს მხოლოდ ჩვენი გამოცდილებითა და დაკვირვებით ვაკეთებთ.“
სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა” ქ. ბათუმში სამი წლის წინ გაიხსნა. ცენტრი მდებარეობს ლერმონტოვის ქ. #107-ში. მნიშვნელოვანია ის, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას, რა თქმა უნდა, თუ პაციენტები დროულად, დაავადების აღმოჩენისთანავე მიმართავენ ცენტრს. გარდა იმისა, რომ ცენტრი ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე აქ შესაძლებელია მკურნალობის კურსის ინდივიდუალურად დაგეგმვა.
დღეს, 16 თებერვლის მონაცემებით, მერვე დაწესებულებაში შიმშილობს 22 პატიმარი – ისინი, ვისაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. შიმშილობის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელებს” პატიმრები აწვდიან.
ბორშჩი, სოსისი, წიწიბურა, პური და კომპოტი – დაახლოებით ასე გამოიყურება უფასო სადილის მენიუ ერთი დღისათვის. მენიუ ყოველ დღე იცვლება, ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 80 თეთრია გათვალისწინებული. უფასო სადილის მისაღებად ბათუმში მდებარე ხუთ სასადილოს ყოველდღიურად 3042 ადამიანი აკითხავს. აიპი „ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, 2015 წლიდან მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებელთა რიცხვი 400 ადამიანით გაიზარდა, ასამდე სოციალურად დაუცველი კი რიგს ელოდება.
გასული წლის ბოლოს, საახალწლოდ, აჭარისა და ბათუმის რამდენიმე საჯარო უწყებაში დასაქმებული მოხელეების პრემიების გასაცემად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მოხელეებს იმდენივე ხელფასი ჰქონდათ, რამდენიც პრემია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გასული წლის ბოლოს კიდევ 1 მილიონი ლარი ამ ადამიანების ხელფასებშიც დაიხარჯა. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, წელს პრემიები ამ სახით აღარ გაიცემა, მაგრამ ყოველთვიურად მაღალი თანამდებობის პირები დანამატის სახით მიიღებენ ხელფასის 75%-ს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე პრემიების გზით მიღებული შემოსავალი.
ლეონიდ ჩერნოვეცკი სიამოვნებით ყვება მის საქველმოქმედო ფონდზე რომელიც უკრაინული ფონდის მსგავსად საქართველოშიც დააფუძნა. ჩერნოვეცკი უკრაინაში 18 წლის განმავლობაში დაკავებული იყო საქვემოქმედო საქმიანობით ხოლო საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მან დაიწყო ამ სფეროში საქმიანობა.
კიევის ყოფილმა მერმა მილიარდელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა უკრაინულ პირველ არხს სადაც ასევე ისაუბრა საქართველოზე და მის საქართველოში ცხოვრებაზე.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში – 643 ქალაქსა და რაიონის ცენტრებში, 650 საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე ბევრი – 120 ბიბლიოთეკა სამეგრელო-ზემო სვანეთშია, რომელიც 9 რაიონს მოიცავს. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯამური რაოდენობა კი, ამ რაიონში 239 ადამიანს შეადგენს.