სიახლეები

„პარტიზანი მებაღეების“ სასამართლო პროცესი გადაიდო

31.12.2014
„პარტიზანი მებაღეების“ სასამართლო პროცესი გადაიდო

 

ერთ-ერთი დაკავებულის, ნატა ფერაძის თქმით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი დოკუმენტებ თუ რა მუხლებით წაუყენეს ბრალი დაკავებულებს. „ჩვენმა ადვოკატმა მოსამართლეს გადასცა სრული ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ერთ-ერთი მოხალისე იღებდა დაკავებამდე, დაკავების დროს და დაკავების შემდეგ. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეები უნდა გავეცნოთ ამ მასალებს – ჩვენ პატრულის მასალებს, ხოლო პატრული ჩვენს მასალებს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნატა ფერაძემ.

 

პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე
პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე

პარტიზანი მებაღეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე

 

ნატა ფერაძის თქმით, ის აპირებს შესაგებებელი სარჩელის შეტანას სასამართლოში: „დაკავების შემდეგ მანქანაში ვისხედით ხუთი საათი და მერე უბრალოდ გაგვიშვეს. ჩვენს მიმართ დაკავებისას ძალიან ბევრი პროცედურა დაირღვა – არ გვითხრეს რისთვის გვაკავებდნენ, ხუთი საათი ისე გაგვაჩერეს მანქანაში, რომ არ მოგვცეს მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება, მომაყენეს ტრავმა – ძალიან მძიმედ მათრიეს და სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, არ დაელოდნენ სასწრაფოს მოსვლას, ანუ ჩვენი წაყვანიდან ნახევარ საათში მისულა სასწრაფო“.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 იანვარს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზაშვილი განიხილავს. „პარტიზანი მებაღეების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს სასამართლოში.

 

„პარტიზან მებაღეებს“ ბრალი სამი მუხლით აქვთ წაყენებული – წვრილმანი ხულიგნობა, მანიფესტაციის წესების დარღვევა, დაუმორჩილებლობა/პატრულის შეურაცხყოფა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: