სიახლეები

შსს: უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკა დეკემბერში გაიზარდა

05.01.2015
შსს: უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკა დეკემბერში გაიზარდა

 

სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო  საზღვარი გადაკვეთა 433 660 პირმა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 10,5 %-ით მეტია.

 

„რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში 5 493 492 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

 

შს სამინისტროს მონაცემებით, მათ შორის ტურისტიული ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა – 2 218 050 პირი (საერთო რაოდენობის 40,4% მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,4%); ტრანზიტით – 1 110 015 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%); სხვა – 2 165 427 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 1,3%).

 

სამინისტროს ინფორმაციით, „2014 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+2,1%), აზერბაიჯანიდან (+17,2%), სომხეთიდან (+18,6%), რუსეთიდან (+8%) და უკრაინიდან (-9%) განხორციელდა. „საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–დეკემბერშიც კვლავ გამოირჩევა: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 93%, 25%, 25% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: