ჟუჟუნა საითაძე 10 შვილის დედაა. მისი შვილები უკვე გაიზარდნენ, მხოლოდ სამი მათგანიღაა არასრულწლოვანი. ჟუჟუნა ამბობს, რომ ძალიან გულდაწყვეტილია – ის 3 მარტს, ანუ დედის დღეს ელოდა, რომ საჩუქარს მიიღებდა. ვარაუდობდა, რომ მას გაიხსენებდა სახელმწიფო, ან სულაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – ხელვაჩაური იმიტომ, რომ სოფელ ახალშენში ცხოვრობს.