კვირის ამბები

სოციალურად დაუცველთა სამთავრობო სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

03.02.2015 • 1289
სოციალურად დაუცველთა სამთავრობო სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

დისკუსიას 53-ბატალიონში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ და მსჯელობაც ძირითადად მათ პრობლემების განხილვაზე მიმდინარეობდა.

„ინტელექტის“ თავმჯდომარემ ლევან გობაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტეტებში სპეციალურად შექმნილი კომისიებისგან, რომლებიც 53-ე სატანკო ბატალიონზე ჩასახლებული ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობებს სწავლობს, მათი სამუშაოების სანდოობისთვის, პირველ ეტაპზე ინფორმაცია გამოითხოვეს.

„სამთავრობო სიების მიხედვით, ამ ბატალიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1400 ადამიანია ჩასახლებული. ჩვენი მონიტორინგით 205 ადამიანის იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული აქტების გადამოწმება შევძელით. ამ აქტებიდან 80% დაეთანხმა იქ მოცემულ ინფორმაციას, 20 % კი – არა. ვაპირებთ ამ 20%-ის ადგილზე შესწავლას. მეორე ეტაპზე დავიწყებთ კონკრეტულად მოქალაქეების დოკუმენტებში მოცემული პრობლემების შესწავლას და მათი გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. დამაიმედებელი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალური კომისიების ამ მიმართულებით მუშაობა სამართლიანადაა ჩატარებული, რაც დაგვეხმარება შემდეგი კვლევის განხორციელებაში“.

 

 

გარკვეული მიზეზების გამო გადამოწმების პროცესი არ დასრულებულა ქედასა და ბათუმში. მონიტორინგის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ 53-ე ბატალიონში მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და თურქეთშია წასული. ლევან გობაძემ თქვა, რომ მონიტორინგის პროცესი ოქტომბერში დასრულდება.

უსახლკარობისა და ეკომიგრანტთა პრობლემის მოგვარების ხელშემშლელად სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკის არ არსებობა გამოიკვეთა.

დისკუსიაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის წარმომადგენელ კობა ჩხეიძეს ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე შესაძლო რეაგირებაზე  მიმართა:

„ჩემთვის სრულიად გასაგებია ამ ეტაპზე მთავრობა რომ ვერ შეძლებს მათ დახმარებას, მაგრამ იქნებ ელექტროენერგიისა და სანდასუფთავების პრობლემა მაინც მოუგვაროთ“.

იმის გამო, რომ თვითნებურად, უკანონოდ არის მოსახლეობა სახელმწიფო ქონებაში შესახლებული, მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

არასამთავრობოებმა დისკუსიის ბოლოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იმის ნიშნად, რომ ისინი ამ მიმართულებით სამომავლოდაც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას.

სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმება სექტემბერში ჩატარდა.

პირველი ოქტომბრის არჩევების შემდეგ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკუთრებაში მაღალმთიანი აჭარიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან რამდენიმე ათასი ადამიანი უკანონოდ შესახლდა. დაუზუსტებელი მონაცემებით „შეჭრილთა“ რაოდენობა 3-დან 5 ათას ოჯახს აღწევს. უკანონოდ შესახლებულების ერთი ჯგუფი არსებულ შენობებში შესახლდა, ხოლო დიდმა უმრავლესობამ სასწრაფო წესით ააშენა ქოხები. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: