სიახლეები

ახალდაბის მოსახლეობა გზების დაზიანებას აპროტესტებს

10.02.2015
ახალდაბის მოსახლეობა გზების დაზიანებას აპროტესტებს

 

 

„ჰესების მშენებლობისთვის სოფელში მაღალი გამავლობის მძიმეწონიანი ავტომანქანები გადაადგილდება, რის გამოც ადგილობრივი მნიშვნელობის გზები სერიოზულად  დაზიანდა. სოფლის გზა ორჯერ გადავკეტეთ, გამგეობაც და კომპანიის წარმომადგენლებიც დაგვპირდნენ, რომ გზების რეაბილიტაციას დაიწყებდნენ, მაგრამ ორივეჯერ მოგვატყუეს“ _  ამბობს „ბათუმელებთან“ სოფლის მცხოვრები მალვინა ზოიძე.

 

 

მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში გადაადგილება ტალახისა და წყლის გუბეების გამო შეუძლებელია,  „ბავშვები სკოლამდე მისვლას ძლივს ახერხებენ “.

 

 

ახალდაბის მცხოვრებთა თქმით, თუ სოფელში გზების რეაბილიტაცია არ მოხდება, ისინი გზას  მანამდე არ გახსნიან, სანამ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს: „სატვირთო მანქანებს აღარ მივცემთ გადაადგილების შესაძლებლობას“ – ამბობს მოსახლეობა.   

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: