მთავარი,სიახლეები

მოსკოვში სარაკეტო და საარტილერიო წარმოების ცენტრის დირექტორი დააკავეს

07.07.2022
მოსკოვში სარაკეტო და საარტილერიო წარმოების ცენტრის დირექტორი დააკავეს

მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის აკადემიის სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებების სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის წარმოების მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორს, ანდრეი გრუძინსკის.

„6 ივლისს დაკმაყოფილდა გამომძიებლების შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებაზე,“ – განაცხადეს სასამართლოში. რუსული მედიის ცნობით, გრუძინსკი პატიმრობაში 22 აგვისტომდე დარჩება.

მედია კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მეცნიერი ეჭვმიტანილია თავდაცვის სახელმწიფო შეკვეთის შესრულებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის, დაახლოებით მილიონი რუბლის მითვისებაში [დაახლოებით 16 ათასი დოლარი – რედ]. კონკრეტულად, რა შეკვეთას ასრულებდა ცენტრი, მედიას არ დაუზუსტებია.

სარაკეტო და საარტილერიო მეცნიერებების აკადემია რუსეთში შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის სისტემურ საკითხებზე მუშაობს.

ასევე, რუსული მედიის ცნობით, გუშინ მოსკოვში დააკავეს რუსეთის აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იური პივოვაროვი.

ანდრეი გრუძინსკი

მთავარი ფოტო: რაკეტის ნარჩენები/ფოტო: უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: