მთავარი,სიახლეები

რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

27.01.2020 •
რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ

“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, მათ შორის, გიორგი ერმაკოვიც.

“ყოველთვის ვიბრძოლებ სიმართლისთვის. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი…” – ამ სიტყვებით დატოვა სხდომათა დარბაზი გიორგი ერმაკოვმა.

“მე მათთან ერთად ვცდილობდი, არ ყოფილიყო ეს ზიანი. გაკეთდა ყველაფერი მაქსიმალურად,” – აღნიშნა სასამართლო დარბაზში გათავისუფლებულმა არჩილ ვანაძემ.

არჩილ ვანაძეს ვკითხეთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის თუ არა სამართლიანი.

არჩილ ვანაძემ კითხვაზე ირიბად გვიპასუხა:

“არც ერთ ჩემს ყოფილ კოლეგას არ გააჩნდა განზრახვა, რომ ჩაედინა დანაშაული… მსჯელობა იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავე, არასწორად მიმაჩნია,” – თქვა მან.

არჩილ ვანაძე დაკავებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. მას 2017 წელს „ჟილინის არხის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2018 წელს არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ მიიჩნია.

___

პროკურატურის ვერსია მაღალჩინოსნების საქმეზე

https://batumelebi.netgazeti.ge/news/207123/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: