მთავარი,სიახლეები

19 მოზარდის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი გამოსცეს – 2019 

27.01.2020
19 მოზარდის წინააღმდეგ ოჯახში ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი გამოსცეს  – 2019 

2019 წელს 19 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 16 წლამდე მოზარდების წინააღმდეგ. შემაკავებელ ორდერს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები გამოსცემენ იმისთვის, რომ ძალადობის შემთხვევა აღარ განმეორდეს. ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

შემაკავებელი ორდერი 16 წლამდე 11 ბიჭის და 8 გოგოს წინააღმდეგ გამოსცეს.

ასაკობრივი მონაცემების მიხედვით, ოჯახში ყველაზე ხშირად  25-დან 44 წლამდე ადამიანები ძალადობენ [4340 კაცი, 746 – ქალი].

ოჯახში ძალადობისთვის ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასულ წელს თბილისში გამოსცეს 3265 კაცისა და 763 ქალის წინააღმდეგ. აჭარაში 699 კაცისა და 129 ქალის წინააღმდეგ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი 2019 წელს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, 7030 კაცისა და 1524 ქალის წინააღმდეგ გამოსცეს პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი.

შინაგან საქმეთა სამინმისტრო აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს ოჯახში ძალადობის სახეების შესახებ: ყველაზე გავრცელებული სახე ისევ ფსიქოლოგიური ძალადობაა – 9445 შემთხვევა, მეორე ადგილზეა ფიზიკური ძალადობა – 2582 შემთხვევა, ეკონომიკური – 255, სექსუალური – 33.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: