მთავარი,სიახლეები

რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა

09.03.2020 • 2299
რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.

განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა.

მოსამართლემ ამ საქმეზე დაზარალებულის თ.ს.-ს ჩვენებაც მოისმინა, რომელმაც თქვა, რომ „აქვს პრეტენზია ბრალდებულთან, რომელმაც არ აუნაზღაურა მკურნალობის ხარჯები და გადასცა მხოლოდ მიზერული თანხა.“

გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნებს, მათ შორის, სამედიცინო დასკვნას. განაჩენში მოსამართლე კანონზეც მიუთითებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც:

”თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: