კორონავირუსის დადგენა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე ბათუმშიც იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს. ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებაშიც იქნება შესაძლებელი. „სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი …

ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

უკრაინის მოქალაქეს, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უთხრა. „ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში ჩამოვიდა 8 მარტს. ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით …

როგორ გამოიყურება ეპიდემიის გამო დახურული ჩრდილოეთ იტალიის წითელი ზონა [ფოტო]

კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფი ტემპით ზრდის გამო გამო იტალიის ჩრდილოეთით მდებარე 15 რეგიონში კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 366-მდე გაიზარდა. ერთ დღეში იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა: 5883-დან 7375-მდე. ე.წ. წითელ ზონაში მოექცა ლომბარდია, მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზაროს და ურბინოს პროვინცია, ალესანდრია, ასტი, ნოვარა, ვერბანო-კუსიო-ოსოლა, ვერჩელი, პადუა, ტრევიზო …

„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში. ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა …

შენობაში სველი წერტილის არმქონე სკოლებისთვის 745 000 ლარის სადეზინფექციო ხსნარს იყიდიან

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე იმ სკოლებისთვის, რომლებსაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მექანიკურ დისპენსერებსა და სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ. 5 ათასი ცალი დისპენსერისა და 80 ათასი ლიტრი სადეზინფექციო ხსნარის შესაძენად 745 ათასი ლარი დაიხარჯება. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლის თითქმის ნახევარს – 1 299 სკოლას – არ აქვს წყალმომარაგების …

5 დასახელების პროდუქტზე კორონავირუსის მიზეზით ფასები შემცირდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაცით, 9 მარტის მონაცემებით, სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე – რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი, 4-თვიანი უწყვეტი ციკლის შემდგომ პირველად ფასები 1%-ით შემცირდა და 180 ქულა შეადგინა, რაც 8.1%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. FAO-ს ცნობით, ფასების შემცირების მიზეზი კორონავირუსით გამოწეული მოლოდინი იყო, „რომლის თანახმადაც, ეპიდემიას …

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ამერიკულ კუთხეში უსაფრთხოების გამო მუშაობა შეჩერდა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, 16 მარტამდე აჩერებს სამუშაო პროცესს. საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციით,  ამ პერიოდში ადმინისტრაციული პერსონალი გააგრძელებს მუშაობას. ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერებს მუშაობას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული ბათუმის ამერიკული კუთხეც. “სამწუხაროდ, ამერიკულ კუთხეშიც დროებით ყველა აქტივობა გაუქმებულია. ამ ეტაპზე, 16 მარტამდე, შევაჩერეთ მუშაობა. თუ მთავრობის განკარგულებით …

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული პირი მოათავსეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია პირი, რომელიც ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს – ამის შესახებ დღეს, 9 მარტს, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. „ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით, ბათუმში ჩამოვიდა გუშინ და ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის …

კორონავირუსი ესპანეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა: მე-15 შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 15 პირია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ორიდან ერთი, ე.წ. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებული პირია, მეორე მოქალაქე კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ესპანეთიდან ჩამოსულ პირს ესპანეთში კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. „მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ …

კორონავირუსი და გრიპი – 6 განსხვავება მათ შორის

კორონავირუსი და გრიპი ვირუსული დაავადებებია და მათი სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ახალი ვირუსია და მას სპეციალისტები ახლა აკვირდებიან, რამდენიმე განსხვავება მაინც შეინიშნება. გაეცანით ძირითად განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.  კორონავირუსი გრიპთან შედარებით უფრო გვიან ვლინდება – გადადების სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია კორონავირუსსა და გრიპს შორის. გრიპით ინფიცირებისას …

იტალიაში, ერთ დღეში 133-დან 366-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  

სააგენტო BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით ამ  დროისთვის ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 366 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვლილთ რიცხვმა იტალიაში 133-დან 366-მდე ერთ დღეში იმატა. იტალიაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 25%-ით გაიზარდა 5883 დან 7375-მდე. ჩინეთის შემდეგ შემთხვევათა ყველაზე დიდი წილი იტალიაზე მოდის. შემთხვევათ სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის …

აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით ისევ გაიმართა

ხმაური იყო დღეს გონიოში, იმ სასტუმროს წინ, სადაც კარანტინში მყოფი ადამიანები არიან მოთავსებული. სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას კარანტინში მყოფი მოქალაქეების სხვა ადგილას გადაყვანას სთხოვს. „ეს სასტუმრო, რომელშიც კარანტინის ხალხია, მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში. ეს ადამიანები აივანზე გამოდიან, სიგარეტს ეწევიან და ნამწვავებს ეზოში გვიყრიან. ამ ეზოში კი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. გვინდა, რომ ეს საკარანტინო …

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა – ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგები კორონავირსუზე უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ახლახან [18:31] გახდა ცნობილი. სამი პირი, რომლებსაც იტალიაში მოგაზურობის ისტორია აქვთ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ერთი პირი სარფის საბაჟოდან შემოვიდა, ორი კი თვითიზოლაციაში იყო, ანუ უფრო ადრე დაბრუნდნენ …

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 3 პირი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავდმყოფოში სამი პირია მოთავსებული კორონავირუსზე ეჭვით, სამივე მათგანი იტალიაში იმყოფებოდა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ხვალ, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი პასუხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ერთი პირი სარფის საბაჟოზე იქნა იდენტიფიცირებული, ხოლო ორმა თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომებით. „სამივეს ჰქონდა შეხება იტალიასთან უკანასკნელი 14 დღის …

ბათუმის ახალ მეჩეთში დეზინფექცია ჩაატარეს

ბათუმის ახალი მეჩეთის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. როგორც ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დეზინფექცია მუსლიმების ინიციატივით ჩატარდა. „ჩვენ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, თანხა გადავიხადეთ და ჩავატარებინეთ დეზინფექცია. თუ შესაბამისი აუცილებლობა დადგება, იმ შემთხვევაში შევაჩერებთ მსახურებებს, თუმცა, ეს აუცილებლობა არ დგას“ – ამბობს ტარიელ ნაკაიძე. კითხვაზე, რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს მსგავს …

გონიოში, კარანტინში არიან საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გუშინ, 5 მარტს, ღამით, გონიოში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიშობენ, რომ გონიოში მდებარე სასტუმროში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში მოთავსებული ადამიანები მათ ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. „ისინი ფიქრობდნენ, რომ სასტუმროში იყვნენ დაავადებული პირები და გარკვეულ საშიშროებას გრძნობდნენ. ჩვენ ავუხსენით, რომ აქ არიან ჯანმრთელი ადამიანები და აბსოლუტურად უსაფრთხოა ეს ადგილი ირგვლივმყოფთათვის“, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ, …

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – ინფიცირებულები იტალიიდან ჩამოვიდნენ

5 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის უკვე 9 შემთხვევაა დადასტურებული. ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ, გუშინ, ღამით გახდა ცნობილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთივე პაციენტი იმყოფებოდა იტალიაში იმ მამაკაცთან ერთად, რომელსაც 4 მარტს დაუდგინდა კორონავირუსი. „ისინი ხუთივე იმყოფებოდნენ კონტაქტში იმ მამაკაცთან, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსით ინფექცია. ისინი ერთად იმყოფებოდნენ იტალიაში. ამ ხუთიდან …

ბათუმში 30 ადამიანი კარანტინში იმყოფება – კორონავირუსის პრევენცია

ბოლო მონაცემებით, ბათუმში კარანტინში 30 პირი იმყოფება – ამის შესახებ დღეს, 5 მარტს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, კარანტინში მყოფი პირები მოთავსებულნი არიან ქალაქგარეთ მდებარე სასტუმროში: „საიზოლაციოდ შერჩეულია ქალაქგარეთ მდებარე სასტუმრო, რომელშიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. კარანტინში მოთავსებული პირები არიან ჯანმრთელი ადამიანები, …

სკოლებისთვის 157 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეიძენენ – კორონავირუსის პრევენცია

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ატარებს ფასთა კვლევას საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით. სააგენტოს მონაცემებით, 2 471 საჯარო სკოლისთვის ჯამში 7 614 სპეციალურ აგრეგატს [მექანიკურ დისპენსერს] და 156 952 ლიტრ სადეზინფექციო საშუალებას შეისყიდიან. დოკუმენტების მიხედვით, საჯარო სკოლების თითქმის ნახევარს [1 299 სკოლას] არ აქვს წყალმომარაგების სისტემა [საპირფარეშოები] …

ქუთაისის აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და აეროპორტის არც ერთი თანამშრომელი თვითიზოლაციაში არ იმყოფება. „ორი შემთხვევა იყო გასულ კვირას მხოლოდ, როცა  საბაჟოს ერთი და ერთიც აეროპორტის თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ახლა ორივე თავს კარგად გრძნობს, მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ. სხვა შემთხვევები არ გამოვლენილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  …

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები: [checklist] Wallet – თიბისი ვოლეტი / Apple Pay სამაჯურით გადახდა ფეი სტიკერით გადახდა ბარათით გადახდა QR კოდითგადახდა [/checklist] ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები: [checklist] შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები  დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და …

საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის მე-4 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 5 მარტს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მე-4 ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა. ის იტალიიდან კვირას ჩამოვიდა და საავადმყოფოს თავისით მიმართა გუშინ. გუშინვე ჩატარდა კვლევა, რომელმაც კორონავირუსი დაადგინა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს …

კორონავირუსის გამო ტურიზმის წარმომადგენლებს ეკონომიკის სამინისტრო შეხვდება

„ეკონიმიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული და ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ კორონავირუსის ზეგავლენა იყოს მინიმიზირებული,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 5 მარტს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე. საქართველოში არსებული სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, ჯავშნების გაუქმებასა …

თებერვალში ჩინეთიდან 10.6 მილიონით მეტი საქონელი შემოვიდა, ვიდრე შარშან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იმ ზარალს ითვლის, რომელიც ქვეყანას კორონავირუსის გამო მიადგა. ვირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს. „ამ საკითხზე ვმუშაობთ, მოცულობითი და კომპლექსური სამუშაოა… ვირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, ეკონომიკაზე ეფექტი სხვა ქვეყნებშიც არ არის დათვლილი, ვინაიდან ეს დამოკიდებულია, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები. …

კორონავირუსი თუ შეგეყრებათ სესხს გადაგივადებენ? – ბანკების განმარტება

„გადავადება არ არის შესაძლებელი,“ – გვიპასუხა „საქართველოს ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა, როცა მას ვკითხეთ: გადაუვადებენ თუ არა სესხს, თუკი კლიენტს, რომელსაც ბანკის სესხი აქვს დასაფარი, კორონავირუსი შეეყრება? ეს შეკითხვა ჩვენ რამდენიმე სხვა ბანკის წარმომადგენელსაც დავუსვით. „საქართველოს ბანკის“ ოპერატორის თქმით, შესაძლებელია, ამ კუთხით ბანკმა უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიიღოს და ამის შესახებ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას. რაც შეეხება …

ინფექციურში მივიდა იტალიიდან ჩამოსული კაცი, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 30 წლის კაცი იმყოფება, რომელმაც თავად მიმართა კლინიკას – ამის შესახებ დღეს, 4 მარტს, განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ. კაცი საქართველოს მოქალაქეა. „25 თებერვალს ჩამოვიდა იტალიიდან. ამ დრომდე არავითარი ჩივილები არ ჰქონდა. ამ დილით, გამთენიისას, აუწია ტემპერატურამ და როგორც გაფრთხილებული იყო აეროპორტში, ჩვენ მოგვმართა. განიხილება როგორც …

კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები იტალიაში კორონავირუსის ფონზე გაიზარდა

1947 და  1995 წელს გამოცემული რომანები – კამიუს „შავი ჭირი“ და ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ იტალიაში განსაკუთრებით მოთხოვნად ტექსტებად მას შემდეგ იქცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა. ყოველდღიური იტალიური გამოცემის  La Repubblica-ს მონაცემებით, 27 თებერვლისთვის ელექტრონული წიგნების მაღაზია Ibs.it-ზე კამიუს  „შავმა ჭირმა“ გაყიდვების მიხედვით 71-ე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ კი, რომელიც ასევე ეპიდემიის უსწრაფესად გავრცელებას …

როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. რა არის თვითიზოლაცია? თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო …

ბათუმში საკარანტინო ზონისთვის ერთი სასტუმრო მზად არის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში საკარანტინო ზონის მოსაწყობად კერძო სასტუმრო შეარჩიეს. „ერთი 27 საწოლზეა გათვლილი სასტუმრო მზადყოფნაშია. თუ გაჩნდება ეპიდსიტუაცია, სხვა სასტუმროებთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ზაალ მიქელაძე. მინისტრის თქმით, მთავრობა მულტისექტორულად მუშაობს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ „ყველგან დაცულია ის სტანდარტი, რასაც მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. …

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, მერიამ საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია 600 მიკროავტობუსს ჩაუტარდება. „კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტს სპეციალური ხსნარით დღეში ორჯერ დაამუშავებენ. სადეზინფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება“. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად ჩატარდება. საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის გამო ტვიტერი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

ტვიტერმა თანამშრომლებს მოუწოდა კორონავირუსის საფრთხის გამო სახლიდან იმუშაონ. ტვიტერმა განაცხადა, რომ მათი კომპანიის თანამშრომლები ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, სადაც კორონავირუსის საფრთხე უფრო მაღალია, ვალდებული არიან დისტანციურად იმუშაონ, თუმცა კომპანია, ასევე, მოუწოდეს თავის 5 000 თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით, იმუშაონ სახლიდან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ღიაა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ ან იძულებულნი არიან ოფისში იმუშაონ. …

ლადო კახაძე ზიარების კოვზზე: მიკროფონიც საერთო გამოყენების საგანია

„როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპონდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე მეტად არის საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი 8 საათზე“. პარლამენტის წევრს, რომელიც გადაცემაში კორონავირუსის შესახებ საუბრობდა, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების რიტუალზე, რომლის დროსაც საერთო კოვზს იყენებენ და არსებობს დაავადების გავრცელების რისკი. „საპატრიარქო …

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან. ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები …

დელფინარიუმში წარმოდგენები შეწყდა – რას აკეთებს მერია კორონავირუსის პრევენციისთვის

ბათუმის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან დროებით შეწყდა წარმოდგენები დელფინარიუმში და გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. პრევენციის მიზნით, დღეს  იწყება ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები და მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ასევე, ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები. მერიის ცნობით, შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ. …

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს – დირექტორი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე “ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ ბათუმში საკარანტინო სივრცე უნდა მოეწყოს და ამ სივრცისთვის ერთ-ერთ ვერსიად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალაშენებული კორპუსი განიხილება. ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი, მალხაზ ხალვაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  საავადმყოფოს დაცლის მითითება მიიღეს. “თბილისის რესპუბლიკურმა მიიღო ასეთი მითითება. არ არის გამორიცხული, მსგავსი მითითება ჩვენც მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი მითითება …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების დეზინფექციას იწყებენ – კორონავირუსის პრევენცია

მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარით დამუშავებას ხვალიდან [3 მარტი] დაიწყებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სპეციალური ხსნარით ავტობუსებს, სავარაუდოდ, დღეში ორჯერ დაამუშავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს, უკვე დაიწყო სამარშრუტო მიკროავტობუსების დასუფთავებაც: „გუშინ იყო შეხვედრა ბათუმის ვიცე-მერთან, ჯაბა ტუღუშთან და მათ მიეცათ რეკომენდაციები, რომ სპეციალური სითხეების გამოყენებით მოხდეს ტრანსპორტის დასუფთავება“. მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ …

Exit mobile version