მთავარი,სიახლეები

ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული პირი მოათავსეს – კორონავირუსის პრევენცია

09.03.2020
ბათუმის ინფექციურში იტალიიდან ჩამოსული პირი მოათავსეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია პირი, რომელიც ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს – ამის შესახებ დღეს, 9 მარტს, განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ.

„ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით, ბათუმში ჩამოვიდა გუშინ და ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით ლაბორატორიული კვლევის პასუხს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ინფექციურში დღეს გადაყვანილი პირი უკრაინის მოქალაქეა.

ნინო ნიჟარაძემ  ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 3 პირი, რომლებიც ჯანმრთელები არიან, კარანტინში იმყოფებიან და დღეს მათ თბილისში, სხვა საკარანტინო ზონაში, გადაიყვანენ.

აჭარაში სულ 30 ადამიანია კარანტინში. ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან და მათ ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. „საკარანტინო პერიოდი მოიცავს 14 დღეს, როგორც კი დასრულდება 14 დღე, ისინი დატოვებენ კარანტინს და გაემგზავრებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008