Batumelebi | კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები იტალიაში კორონავირუსის ფონზე გაიზარდა კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები იტალიაში კორონავირუსის ფონზე გაიზარდა – Batumelebi
RU | GE  

კამიუს „შავი ჭირის“ გაყიდვები იტალიაში კორონავირუსის ფონზე გაიზარდა

1947 და  1995 წელს გამოცემული რომანები – კამიუს „შავი ჭირი“ და ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ იტალიაში განსაკუთრებით მოთხოვნად ტექსტებად მას შემდეგ იქცა, რაც ქვეყანაში კორონავირუსი გავრცელდა.

ყოველდღიური იტალიური გამოცემის  La Repubblica-ს მონაცემებით, 27 თებერვლისთვის ელექტრონული წიგნების მაღაზია Ibs.it-ზე კამიუს  „შავმა ჭირმა“ გაყიდვების მიხედვით 71-ე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა. ჟოზე სარამაგუს „სიბრმავე“ კი, რომელიც ასევე ეპიდემიის უსწრაფესად გავრცელებას აღწერს, Amazon.it – ზე გაყიდვების მიხედვით მე-5 ადგილზეა.

იგივე ტენდენცია იყო მაგალითად საფრანგეთში, როცა 2015 წლის პარიზის ტერაქტების შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ჰემინგუეის რომანზე „განუყრელი დღესასწაული“, 2019 წელს კი ასევე წარმოუდგენელი სისწრაფით იყიდებოდა ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ – ამავე წლის აპრილში ნოტრდამის დიდი ნაწილი ხანძარმა გაანადგურა.

კამიუს „შავი ჭირი“ ძალიან პოპულარული იყო ასევე 2011 წელს, იაპონიაში ფუკუშიმას ატომური რეაქტორის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ.


წყარო:  Le Monde

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com