„გარდიანი“ აშშ-ის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლინიკური კვლევის ფარგლებში, პირველი პაციენტი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტულ დოზას დღეს, 16 მარტს მიიღებს. ცდაში, რომელიც სიეტლში, Kaiser Permanente – ვაშინგტონის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტარდება, 45 ახალგაზრდაა ჩართული, ჯანმრთელი მოხალისეები, რომლებსაც Covid-19-ის ექსპერიმენტულ ვაქცინას გაუკეთებენ. ვაქცინა შეიმუშავა კომპანია Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც, ასევე, აფინანსებს …
Tag Archives: კორონავირუსი
საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება
თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დანია, ბელგია, ავსტრია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო-თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდება მიმდინარე წლის 21 მარტიდან. ფრენები განხორციელდება 20 მარტის 24:00 საათამდე. 16 მარტიდან …
Continue reading “საქართველო-თურქეთს შორის ფრენები 21 მარტიდან შეწყდება”
რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი
საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას ავრცელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში მიმართონ, თუკი კორონავირუსისთვის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდებათ. იხილეთ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით. ქალაქი ადანა საავადმყოფოს დასახელება: Adana Şehir Hastanesi მისამართი: Kışla Mahallesi Dr. Mithat Özsan Bulvarı No:1. ქალაქი ანკარა 1.საავადმყოფოს დასახელება: Ankara Eğitim ve Araştırma Hastanesi მისამართი: …
Continue reading “რომელ კლინიკებს უნდა მიმართონ საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთში – კორონავირუსი”
ბათუმის ინფექციურში შეყვანილ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ახალგაზრდა კაცს, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებულ განყოფილებაშია, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მას მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა კარანტინში და ექიმებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ერთი პირი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის ბათუმში კარანტინში 200-ზე მეტი პირი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, მათზე მონიტორინგი …
Continue reading “ბათუმის ინფექციურში შეყვანილ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა”
„გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში
ესპანეთში პოლიცია დრონების მეშვეობით მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. ქვეყანაში საერთო კარანტინია. პოლიციის დრონები ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებენ მოსახლოებას, დარჩნენ სახლში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 7 753 შემთხვევაა დადასტურებული, COVID-19 – ით გარდაიცვალა 288 ადამიანი.
გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი
საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. საფინანსო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს. ზოგიერთ ბანკში საწყის ეტაპზე თითქმის ყველა კლიენტი განიხილება, როგორც სესხზე შეღავათით მოსარგებლე, თუმცა ბანკებში აცხადებენ, რომ …
Continue reading “გიღირთ თუ არა სესხის გადავადება – რას გთავაზობთ ბანკი”
შსს-მ იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 13 მოქალაქე, რომლებმაც შიდა და ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს …
Continue reading “შსს-მ იძულებით კარანტინში კიდევ 13 პირი გადაიყვანა”
შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე
ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 2 ლარია – ბოლო რამდენიმე დღეში ეს პროდუქტი 40 თეთრით გაძვირდა. მარკეტებში ამბობენ, რომ სწორედ შაქარზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ასევე ამბობენ, რომ შედარებით დიდი მოთხოვნაა კარტოფილსა და ფქვილზე. ფასების ზრდას კორონავირუსით გამოწვეულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. ბევრი ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს საკვები და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიმარაგოს, რის გამოც დიდ სუპერმარკეტებში რიგებიც კი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრებში, …
Continue reading “შაქარი, ფქვილი და კარტოფილი გაძვირდა – როგორ აისახა კორონავირუსი ფასებზე”
რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“
გიორგი ნათენაძე ერთი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და 14-დღიან კარანტინს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. მან ფეისბუქზე კარანტინის შესახებ პირველი დღის შთაბეჭდილება და ფოტოები გაუზიარა ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორია კარანტინში ცხოვრება საქართველოში. „არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის. მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი …
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ამჟამად ცხელება არ აქვს, ასევე, ჩივილები პრაქტიკულად არ აქვს და ყველა სხვა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს არ ცდება,“ – განაცხადა ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა, ექიმმა ინფექციონისტმა დავით მურვანიძემ დღეს, 16 მარტს, ჟურნალისტებთან. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა ქალია. იგი კარანტინის ზონიდან გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ტემპერატურის მომატების გამო. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”
სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ
სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ. კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები …
Continue reading “სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ”
რომელი ავიარეისები შეჩერდა და რომელი სრულდება საქართველოს მიმართულებით [განახლებადი]
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე შეაჩერა ავიამიმოსვლა, რაც გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოქალაქეებს. რომელი ქვეყნებიდან/ქალაქებიდან სრულდება ავიარეისები საქართველოს მიმართულებით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც პერიოდულად ახლდება. ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობითაა მომზადებული და აჩვენებს, რომელი ავიარეისები შეჩერდა ან სრულდება საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით. გახსენით ბმული საგარეო …
ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს, 16 მარტს, ორი პირი იმყოფება. აქედან ერთს კორონავირუსი აქვს, მეორეს ანალიზის შედეგები კი დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, დამაკმაყოფილებელია. „ეს პაციენტი ქუთაისის აეროპორტიდან გადაყვანილ იქნა კარანტინში. აღნიშნული პაციენტი მოემგზავრებოდა ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონის ქვეყნიდან. მას შეხება …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსზე ერთ პირს ამოწმებენ – პასუხი დღეს გახდება ცნობილი”
ბათუმში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა
გუშინ, 14 მარტს, ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახლახან [19:48, 15 მარტი] გახდა ცნობილი. პაციენტს აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმა და ის ბათუმის ინფექციურში აგრძელებს მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, ეს პირი ქვეყანაში ყველა წესის დაცვით შემოვიდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი სამივე პირი …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა “
16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის – COVID 19
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მარტიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების ცენტრები გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე. შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით. საპატრულო …
აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში, კარანტინის ზონაში 150 პირია, თვითიზოლაციაში კი 80-მდე ადამიანი. „ვთხოვთ მოსახლეობას, თვითიზოლაციის წესები მკაცრად დავიცვათ, კარანტინში მყოფ პირებსაც მოვუწოდებ, დაიცვან წესები, მთავარი მოთხოვნაა ყველა იზოლირებულ ოთახში დარჩეს და იცავდნენ შესაბამის წესებს. პანიკის საფუძველი არა გვაქვს“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბათუმის ინფექციურში ოთხ …
Continue reading “აჭარაში კარანტინში 150 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში – 80-მდე”
ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 15 მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხ პირს იკვლევენ კორონავირუსზე. „მათ შორის ორი კარანტინის ზონიდანაა, ორი კი თვითდინებით შესული. კვლევები დღეს ჩატარდება და დაახლოებით სამ საათში გვეცოდინება პასუხი“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ასევე, დღეს უნდა გახდეს ცნობილი საფრანგეთიდან ჩამოსული პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, რომელიც ბათუმიდან თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში …
Continue reading “ბათუმის ინფექციურში ოთხ პირს COVID-19-ზე იკვლევენ- პასუხები დღეს გახდება ცნობილი”
ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების რიცხვი 11-მდე გაიზარდა – კორონავირუსი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მიერ განსაზღვრულ კორონავირუსის ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებს შვეიცარია, ნორვეგია და დანია დაემატა. ასეთი ქვეყნების რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, [მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში] შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა [მათ შორის ტრანზიტული], ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც …
Continue reading “ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების რიცხვი 11-მდე გაიზარდა – კორონავირუსი”
ბათუმში კორონავირუსის ერთ ტესტზე საჭირო გახდა დამატებითი კვლევა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა, ერთი ტესტის პასუხი გადაგზავნილია თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში. „ჯერჯერობით აჭარაში არ გვაქვს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, სამი კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი, მაგრამ მესამე ტესტის პასუხი არ იძლეოდა საფუძველს, გვეთქვა, რომ ეს იყო უარყოფითი ან დადებითი …
Continue reading “ბათუმში კორონავირუსის ერთ ტესტზე საჭირო გახდა დამატებითი კვლევა”
ტრამპმა კორონავირუსზე ანალიზი ჩააბარა – პასუხი უარყოფითია
BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე შეამოწმეს. პრეზიდენტის ექიმმა, შონ კოლნიმ განაცხადა, რომ ანალიზის პასუხი უარყოფითია, ტრამპს კორონავირუსი არ აქვს. ტრამპმა COVID-19-ზე ანალიზის ჩაბარება ბრაზილიის პრეზიდენტთან, ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლსონაროს კორონავირუსი აქვთ, თუმცა ამ ინფორმაციას ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს. მედია ასევე წერს, რომ ბოლსონაროს დელეგაციის მინიმუმ 5 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. …
Continue reading “ტრამპმა კორონავირუსზე ანალიზი ჩააბარა – პასუხი უარყოფითია”
როგორ გავერთო თვითიზოლაციაში?
ალბათ დღეს ყველაზე მეტი ახალი ამბავი „კორონავირუსზე“ წაიკითხე ხომ? მათ შორის იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გაიქცა თვითიზოლაციიდან და მერე პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს, ამოწმებენ და ასე შემდეგ. შესაძლოა, შენც იზოლაციაში ხარ და ნერვიულობ. შეიძლება არც გიფიქრია იმაზე, რომ ეს საუკეთესო დროა აკეთო ის, რისთვისაც აქამდე ვერასდროს იცლიდი – გულზე ხელი დაიდე და თქვი, რამდენჯერ გითქვამს: „დრო …
მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო
ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამი სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ერთ-ერთზე – სარფის გამტარ პუნქტზე, ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად იზღუდება, კორონავირუსის ( Covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში. საკონსულოს ინფორმაციით, ქვეითებისთვის მოძრაობის შეზღუდვა საზღვარზე, 2020 წლის 15 მარტიდან, თურქეთის დროით 17.00, საქართველოს დროით 18.00 საათზე შევა ძალაში. შეზღუდვა არ …
Continue reading “მოძრაობა სარფის საბაჟოზე 15 მარტის 18:00 საათიდან იზღუდება – თურქეთის საკონსულო”
„ქვეყანა სურსათის დეფიციტის საშიშროების წინაშე არ დგას”-სოფლის მეურნეობის მინისტრი
„კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას სურსათის დეფიციტის შექმნის უნდა ეშინოდეს. ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე დიდი სირთულე არის პანიკა. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს – ქვეყანა სურსათის დეფიციტის შექმნის საშიშროების წინაშე არ დგას“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო …
თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს
შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს. საკარანტინო ზონებში იძულების წესით სულ 22 ადამიანია გადაყვანილი. იძულებით კარანტინში გადაყვანილი არიან ადამიანები თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან. შსს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათშია გამოვლენილი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში …
Continue reading “თვითიზოლაციის დარღვევისთვის 10 ადამიანი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს”
ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს
დღეს, 14 მარტს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელიც ბათუმში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილდებოდა. მგზავრის ინფორმაციით, N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ავტობუსის წინა, ასასვლელ კარს მგზავრებს არ უღებს. „თქვენს ვირუსებს ხომ არ ავიკიდებო“ – ეუბნებოდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ წინა კარის გაღებას ითხოვდნენ ადამიანები, მძღოლი მაინც არ აღებდა და ჩამსვლელებიც და ამომსვლელებიც ერთი კარით სარგებლობდნენ“ – …
Continue reading “ბათუმში N12 ავტობუსის მძღოლი კორონავირუსის შიშით მგზავრებს ასასვლელ კარს არ უღებს”
ბათუმში 3 პირი ინფექციურში გადაიყვანეს – COVID19
ბათუმში, თვითიზოლაციაში მყოფი სამი ადამიანი, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ არ აღენიშნებათ ტემპერატურა. „ანალიზები აღებულია და ველოდებით პასუხს“-აცხადებენ სამინისტროში. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 30-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 30-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერზე stopcov.ge არის გამოქვეყნებული. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა იყო დადასტურებული. ბოლო ახალი 5 შემთხვევაც იტალიასთანაა კავშირში. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 პაციენტი, 54 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ტურიზმის სფეროში საგადასახადო ვალდებულებების გადახდა გადავადდა – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული [4 თვის] ვალდებულების გადახდის გადავადება, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე [სასტუმრო, ჰოსტელი] ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა. „შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ …
ლარი დოლართან მიმართებით ბოლო ხუთ დღეში 22 თეთრით გაუფასურდა
ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო ხუთ დღეში, 22 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებით – 20 თეთრით გაუფასურდა. 2020 წლის 9 მარტს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან იყო 2,77, ხოლო ევროსთან – 3,13. დღეს, 14 მარტს, იგივე მაჩვენებელი არის, შესაბამისად – 2,99 და 3,34. ლარის ეს ოფიციალური გაცვლითი კურსი უცხოური ვალუტის მიმართ 16 მარტის …
Continue reading “ლარი დოლართან მიმართებით ბოლო ხუთ დღეში 22 თეთრით გაუფასურდა”
ბათუმში კორონავირუსი 5 პირიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეყვანილი 5 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. ხუთი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 245 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 58.
COVID 19-ის რუკებით იპარავენ მონაცემებს – კიბერდანაშაულის საფრთხე
კიბერკრიმინალები კორონავირუსის ფართოდ გავრცელებით გამოწვეული ქაოსითა და გაზრდილი მღელვარებით სარგებლობენ და ინტერნეტმომხმარებლების პირადი მონაცემების დასაუფლებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. „აქტიურად ვრცელდება მავნე ფაილები, რომლებიც თავს COVID 19-ის კარტოგრაფიული რუკების ლეგიტიმურ აპლიკაციად ასაღებენ, რეალურად კი სისტემაზე დაინსტალირების შემდეგ, მომხმარებლისგან იპარავენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ვებბროუზერებში დამახსოვრებული ე.წ. „ბროუზინგის“ ისტორია და „Cookie“ ჩანაწერები, მომხმარებლის სახელები და პაროლები, საკრედიტო ბარათების …
Continue reading “COVID 19-ის რუკებით იპარავენ მონაცემებს – კიბერდანაშაულის საფრთხე “
ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ბანკის განცხადებით, „ვინაიდან ნებისმიერ საგანს და მათ შორის ფულის ნიშნებს შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები: [checklist] ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან …
Continue reading “ნაღდი ფულის გამოყენებისას დაიცავით ჰიგიენის ნორმები – ეროვნული ბანკი”
შსს თვითიზოლაციაში მყოფებს: დაემორჩილეთ რეგულაციებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა
დღეს, 13 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიმ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ …
Continue reading “შსს თვითიზოლაციაში მყოფებს: დაემორჩილეთ რეგულაციებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა”
მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს 13 მარტის სხდომაზე „პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი …
Continue reading “მოქალაქეთა პირდაპირი წესით მომსახურება კერძო სექტორმაც უნდა შეზღუდოს – მთავრობა”
ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსზე ამოწმებენ – პასუხები საღამოს იქნება ცნობილი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტს უტარდება ტესტი კორონავირუსზე – ანალიზის პასუხები დღეს, საღამოს იქნება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „დაახლოებით 5 წუთის წინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ევროპის რეგიონიდან შემოსული 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით. ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი აჭარაში აკეთებს ტესტებს და 3-4 საათში უკვე გვეცოდინება პირველადი შედეგები. მათი მდგომარეობა …
Continue reading “ბათუმში 5 პაციენტს კორონავირუსზე ამოწმებენ – პასუხები საღამოს იქნება ცნობილი”
ქობულეთში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან ერთად, ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი დააკავა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იგი კარანტინში გადაიყვანეს. „ბათუმელები“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა არც ერთ უწყებაში ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. გუშინ, 12 მარტს, თვითიზოლაციის დარღვევის გამო ბათუმში ერთი მოქალაქე იძულებით გადაიყვანეს კარანტინში. …
Continue reading “ქობულეთში თვითიზოლაციის დამრღვევი პირი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა”