ბათუმში 1 მოქალაქე ინფექციურში გადაიყვანეს, მას კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 1-ელ მარტს საქართველოში შემოსული ერთი მოქალაქე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოქალაქე იტალიიდან შემოვიდა სარფის საბაჟოს გავლით. ის საკუთარი ავტომანქანით დაბრუნდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, მას არ აქვს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი, თავს გრძნობს კარგად, მაგრამ პრევენციის მიზნით მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში. საქართველოში დღემდე სამ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორი მათგანი …

ბათუმში უმაღლესმა სასწავლებლებმა სწავლა 16 მარტამდე შეაჩერეს – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ადმინისტრაციის  ინფორმაციით ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებთან დაკავშირებით სასწავლო პროცესს აჩერებს. ბსუ-ში სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურზე შეჩერდება 2 მარტს და განახლდება 16 მარტს. იგივე მიზეზით, 16 მარტამდე, საწავლო პროცესი შეაჩერა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც. უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესი განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შეაჩერეს.

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ბათუმში საკარანტინო ზონის მოწყობაზე. საკარანტინო ზონის მოსაწყობად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ვკითხეთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და ასევე იმის შესახებაც, რას სთავაზობს სახელმწიფო იმ პირებს, რომლებიც ეპიდზონებად გამოცხადებული ქვეყნებიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტეს. ბატონო ზაალ, ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ახალ რესპუბლიკურ …

ბათუმის საბავშვო ბაღებში მეცადინეობა შეწყდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. სააღმზრდელო დაწესებულებები ბათუმში, ისე როგორც სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს. თავის მხრივ საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე ფაქტო გამოვლინდა. ორი ინფიცირებული პირი …

არდადეგები დაიწყო – სკოლებში ჩატარდება დეზინფექცია

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და ის 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება. არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე. ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. „პროფილაქტიკის მიზნით გადავწყვიტეთ სკოლებში დეზინფექციის ჩატარება“, – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიიღო. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების …

როგორ სუფთავდება ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები – კორონავირუსის პრევენცია

საქართველოში, დღეს, 29 თებერვალს, ახალი კორონავირუსის [COVID-19] უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს, განათლების სამინისტრო კი, სკოლებს დამატებით მითითებებს აძლევს. ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მათ დამატებითი მითითებები კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ მიუღიათ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ ღონისძიებებსაც გაატარებენ. „მუნიციპალური ავტობუსები, როგორც აქამდე, დღესაც, ჩვეულებრივ რეჟიმში ირეცხება …

სამინისტრო: 24 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ხარვეზები გამოვლინდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა 28 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით 700 საჯარო სკოლაში შეამოწმეს. 27 თებერვალს კი 1100 საჯარო სკოლაში. დღეს, 28 თებერვალს, შემოწმებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა 9 საჯარო სკოლაში, გუშინ კი 15 საჯარო სკოლაში. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, რომ არსებული დარღვევები უმოკლეს დროში აღმოფხვრან. „რაც შეეხება მოსწავლეთა მხრიდან საგაკვეთილო პროცესის გაცდენის მაჩვენებელს, 27-28 …

შემოსავლების სამსახური 350 000 ლარის ნივთებს შეიძენს – კორონავირუსის პრევენცია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამშვებ პუნქტებზე სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გამკაცრების გამო გადაუდებელი შესყიდვის უფლებას ითხოვს. სამსახურის  განმარტებით,  შესყიდვა  კორონავირუსის დაავადების გავრცელების პრევენციული ღონისძიებების, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირების აუცილებელი ღონისძიებებისთვის სჭირდება. სამსახური შეისყიდის სამედიცინო ტანსაცმელს, ხსნარებს, ბოთლებს, დოლბანდებს და სხვა საჭირო ნივთებს. იხილეთ სრული ჩამონათვალი ცხრილის სახით: შემოსავლების სამსახურმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო მიმოსვლისთვის …

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის რიგით მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დღეს, 28 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ის ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა. „გუშინ გვიან ღამით დადასტურდა ახალი შემთხვევა. გუშინ ჩვენ გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან კორონავირუსის ორ სხვა გენზე გადავამოწმეთ და ერთი საათის წინ დაადასტურეს, რომ გვაქვს …

როგორ მოვიქცეთ სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში – ახალი რეკომენდაციები

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში დამატებით მითითებებს აძლევს. მაქსიმალურად დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაწესებულებებმა პერიოდულად განახორციელონ შენობების დეზინფექცია; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდეს პირის იზოლაცია, განხორციელდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, ასევე, ეცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; დაავადების სიმპტომების დაწესებულების ტერიტორიის გარეთ გამოვლენის/აღმოჩენის შემთხვევაში, …

ბათუმში 15 საჯარო სკოლა შეამოწმეს – კორონავირუსის პრევენცია 

ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 15 საჯარო სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობები შეამოწმეს. როგორც მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ რიჟვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში კორონავირუსისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომები მიღებულია. „ჩვენ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გავაფრთხილეთ სკოლები, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და შეეძინათ საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ხსნარები. მცირებიუჯეტიან სკოლებს თუკი შეექმნებათ …

რამდენად არის მზად ბათუმის ინფექციური და როდის მივმართოთ მას – კორონას პრევენცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 27 თებერვალს, დაფიქსირდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. თბილისის გარდა ინფექციური საავადმყოფოები ბოქსირებული განყოფილებებით ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც არის. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ბოქსირებული და 1 ნახევრადბოქსირებული განყოფილებაა. თითოეულ ასეთ განყოფილებაში თავსდება ერთი პაციენტი. ინფექციური ცენტრის კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე განმარტავს, რომ “ეს არის განყოფილება …

თურქეთი თავის მოქალაქეებს საქართველოსთან გამკაცრებულ წესებზე აფრთხილებს

თურქეთის საელჩომ საქართველოში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის ქართული მხარის მოთხოვნების შესახებ აფრთხილებს თურქეთის მოქალაქეებს. კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებული ღონისძიებების გათვალისწინებით, თურქეთის მოქალაქეები, ტრაილერების მძღოლები პირადობის მოწმობით ვეღარ შემოვლენ და აუცილებელია თან იქონიონ პასპორტი. თურქეთის საელჩო კორონავიუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე დროებით აკრძალვებეზეც აფრთხილებს: ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული იმ პირებისთვის, …

შსს საზღვარზე ქცევის წესებს აქვეყნებს – კორონავირუსის პრევენცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს ამოწმებს. საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფ. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად …

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო თბილისში პირბადეებს ითხოვს

თბილისის ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფო აცხადებს, რომ პირბადეების არსებული სრული მარაგი ამოეწურა და ორშრიანი ნიღბების დაჩქარებული წესით შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. კლინიკამ შესყიდვების სააგენტოს სპეციალური წერილით მიმართა. საავადმყოფოს ინფორმაციით, დაჩქარებული წესით 2000 ცალი ორშრიანი ნიღაბი სჭირდება. საავადმყოფო განმარტავს, რომ ეს რაოდენობა მინიმალურია და საკმარისი იქნება სამი კვირის განმავლობაში. კლინიკამ პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება 18 თებერვალს, ანუ მანამდე …

სავალდებულო რეკომენდაციები სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად

განათლების სამინისტრო სკოლებს კორონავირუსისგან დასაცავად, პრევენციის მიზნით, შემდეგი სახის რეკომენდაციებს სთავაზობს: სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით; საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში; ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ; ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით; ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო …

სახელმწიფო აეროპორტებისთვის თერმულ კამერებს ყიდულობს – კორონავირუსის პრევენცია

შპს „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანებამ“ აეროპორტებისთვის თერმული კამერებისა და თანმდევი მომსახურების დაჩქარებული წესით შესასყიდად, „გადაუდებელი აუცილებლობიდან“ გამომდინარე, თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს დღეს, 27 თებერვალს მიმართა. გადაუდებელი აუცილებლობა კი კორონავირუსის საქართველოში შესაძლო შემოსვლასა და გავრცელებაზე ოპერატიული რეაგირების საჭიროებით ახსნა. გაერთიანების ინფორმაციით, დაგეგმილია 4 ერთეული თერმული კამერის შეძენა თავისი აქსესუარებით და ინსტალაციით. კამერები დამონტაჟდება თბილისის, ქუთაისისა და …

მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ – WHO

ეფექტურია თუ არა ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად სხეულზე სპირტის წასმა? ნივრის ჭამა? ანტიბიოტიკების მიღება? – ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საზოგადოებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ეხმაურება კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ მითებს: მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით გაიწმენდ-დაიმუშავებთ? არა. სპირტის ან ქლორის მთელ სხეულზე წასმა არ …

როდის და როგორ გამოვიყენოთ პირბადე – ჯანმოს რეკომენდაციები

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სისტემატიურად ავრცელებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ზომების შესსახებ ინფორმაციას ვირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დასაცავად. ჯანმოს მორიგი რეკომენდაციები პირბადის სწორად გამოყენებას ეხება, რადგანაც უნდა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ და როგორ მოიშოროთ იგი უსაფრთხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსისგან დაცვის ნაცვლად მასზე დარჩენილი მიკრობების გამო პირბადე ინფექციის წყარო ხდება. სან ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

ჯანმოს რეკომენდაციები – წაიკითხეთ და შეასრულეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ახალი კორონავირუსული (COVID-19) ინფექციის თავიდან ასაცილებლად ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ავრცელებს. მაშ ასე: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით, წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით. რატომ? ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს. სასუნთქი სისტემის …

ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 25.02.2020

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს. დღევანდელი მონაცემებით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC) ➢ 25 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 508 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) …

კორონავირუსით სიკვდილის 2 592 შემთხვევა აღირიცხა – ბოლო მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით,  24 თებერვლის  მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 409  ახალი შემთხვევა. ბოლო მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის 77 150 შემთხვევა. 24 თებერვლის  მონაცემებით, აღრიცხულია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის 2 592 და გამოჯანმრთელების 24 734 შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 23 თებერვლის  ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია COVID-19 -ის 78 811  შემთხვევა. 78 811  შემთხვევიდან 77 042 …

კორონავირუსის ახალი ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CCDC) 22 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია 397 ახალი შემთხვევა (ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად).  22 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია 76 288 შემთხვევა;  22 …

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა, მათ ორკვირიან კარანტინში დააკვირდებიან

21 თებერვალს, გვიან ღამით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაბრუნდა საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იზოლაციაში იმყოფებიან. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან სუნთქვის გაძნელება, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს თითოეული მოქალაქე შემოწმდა ქვეყანაში …

ჩინეთში 2 118 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით – ბოლო მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 20 თებერვლის მონაცემებით სულ დადასტურებულია კორონავირუსის  74 576 შემთხვევა/ 20 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 2 118 და გამოჯანმრთელების 16 155 შემთხვევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის 924 შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის გარეთ, 26 ქვეყანაში. კორონავირუსები მოიცავს ვირუსთა დიდ ოჯახს, რომლებიც ძირითადად იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს. დაავადებას ახასიათებს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. …

ჯეკი ჩანი 150 ათას ევროს გადაუხდის კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალების გამომგონებელს

„კარგად მესმის, რომ საქმე აქ არ ეხება ფულს, მაგრამ მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ვირუსის საწინააღმდეგო საშუალების გამომგონებლის მიმართ. სულერთია ვინ იქნება ის, რომელიმე ერთი ექიმი, თუ მთელი ინსტიტუტი, მე მას 1 მილიონ იუანს გადავუხდი. ადამიანები ტკივილითა და ტანჯვით არ უნდა იხოცებოდნენ, სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ,“ – წერს 65 წლის მსახიობი, ჯეკი ჩანი სოციალურ ქსელ Weibo-ზე.  ჯეკი …

ჩინეთში დადასტურებულია კორონავირუსის 70 548 შემთხვევა

ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 17 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის  2 048 ახალი შემთხვევა. ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა – შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას, ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად. ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 70 548 …

სიყვარული კორონავირუსის დროს [ფოტოამბავი]

ეს ფოტო ჩინეთის სოციალურ ქსელში, Weibo-ში ვირუსული გახდა. ფოტოზე ხედავთ ვანების ოჯახს, ცოლ-ქმარს, მედდასა და პოლიციელს, რომელთაც ათი დღის განმავლობაში არ უნახავთ ერთმანეთი, რადგან საავადმყოფოში, სადაც ქალი მუშაობს, კარანტინია. „ცოლი ათი დღე არ მყავდა ნანახი, მინდოდა უბრალოდ დამენახა, რომ დავმშვიდებულიყავი“ – უთხრა ვან შუვენმა ჟურნალისტებს. ფოტო, რომელიც კარანტინის პირობებში სიყვარულსა და ზრუნვას ასახავს, BBC-იმ გამოაქვეყნა. …

კორონავირუსის შედეგად 1 380 ადამიანი გარდაიცვალა – 14 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 14 თებერვლის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავიურისის  5 090 ახალი შემთხვევა. ჩინეთის ჯანმრთელობის კომისიის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში შემთხვევის განსაზღვრება შეიცვალა, რათა მისადაგებოდა სხვა პროვინციებს. ამ ცვლილების თანახმად, ყველა კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევა (შესაძლო შემთხვევა, რომელიც შეესაბამება პნევმონიის განსაზღვრებას) ახლა უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად ითვლება დადასტურებად. 14 თებერვლის მონაცემებით ჩინეთში სულ დადასტურებულია კორონავირუსის …

კორონავირუსით სიკვდილის 908 და გამოჯანმრთელების 3 281 შემთხვევა – სტატისტიკა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 10 თებერვლის მონაცემებით, აღრიცხულია კორონავირუსის 3 062 ახალი შემთხვევა, მათგან 296 – მძიმედ მწვავედ მიმდინარე. 10 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 171 შემთხვევა, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 23 589-ს. 10 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 908 და გამოჯანმრთელების 3 281 შემთხვევა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის 307 შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის …

სიკვდილის 636 და გამოჯანმრთელების 1 540 შემთხვევა – კორონავირუსის სტატისტიკა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 7 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 3 143 ახალი შემთხვევა, მათგან 962 მძიმედ მწვავედ მიმდინარე. 7 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 31 161 შემთხვევა, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 26 359-ს. 7 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 636 და გამოჯანმრთელების 1 540 შემთხვევა. ჩინეთის გარეთ 25 ქვეყანაში დაფიქსირებულია 227 დადასტურებული შემთხვევა: ტაილანდი …

ჩინეთში კორონავირუსით 425 ადამიანი დაიღუპა – 4 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 4 თებერვლის მონაცემებით აღრიცხულია კორონავირუსის  3 235 ახალი შემთხვევა, მათგან 492 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა. 4 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 20 438 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა 23 214-ს აღწევს. 4 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსით სიკვდილი 425 შემთხვევა და გამოჯანმრთელების 632 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა 24 …

ჩინეთში კორონავირუსით 361 ადამიანი დაიღუპა და 475 გამოჯანმრთელდა – 3 თებერვლის მონაცემები

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის  2 829 ახალი შემთხვევა, მათგან 186 მძიმედ მწვავედ მიმდინარეა. 3 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 17 205 შემთხვევა. სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 21 558-ს. 3 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილის 361 და გამოჯანმრთელების 475 შემთხვევა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, …

კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა – ბოლო მონაცემები და NCDC-ს რეკომენდაციები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ახალი კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვას აქვეყნებს. 2020 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით: ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CCDC) მონაცემებით: [crosslist] დაფიქსირებულია 2 590  ახალი შემთხვევა, მათგან 315 მძიმედ მწვავედ მიმდინარე; სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 14 380 შემთხვევა; ახალი შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 4 562-ს, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი, 19 …

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქული სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს

თურქული მედია პირველ კადრებს ავრცელებს სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელმაც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან 42 პირი გამოიყვანა. კადრებში ჩანს, რომ თითოეულ ადამიანს აცვია სპეცტანსაცმელი. ბორტზე ჩანან ბავშვებიც. თურქული მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავში საქართველოს 3 მოქალაქეც იმყოფება. სამხედრო ხომალდი რამდენიმე საათში ჩაფრინდება თურქეთში. თურქულ მედიასთან ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც, ორი კვირის …

287 პირი გამოჯანმრთელდა და 259 დაიღუპა – კორონავირუსი 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] მიერ მომზადებულ ონლაინ რუკაზე პერიოდულად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების არეალის შესახებ და ასევე სხვა მონაცემებიც. ონლაინ რუკაზე ასახული ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 12 024 ადამიანი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. აქედან, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა – 11 860 მოდის ჩინეთზე. სხვა ინფიცირებულები კი რამდენიმე ქვეყანაში გადიან მკურნალობის …

Exit mobile version