მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის დადგენა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი

10.03.2020
კორონავირუსის დადგენა ბათუმშიც იქნება შესაძლებელი

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე ბათუმშიც იქნება შესაძლებელი – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო სინჯების საკმარისი მარაგებია და მათი შევსება მუდმივად მიმდინარეობს.

ახალ კორონავირუსზე ტესტირება ლუგარის ლაბორატორიის გარდა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის განყოფილებაშიც იქნება შესაძლებელი.

„სინჯების საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს. დღეისთავის 3 000-ზე  მეტი ანალიზისთვის საკმარისი მარაგია და შეკვეთილია შემდეგი მარაგები. ახლა ვიწყებთ დეცენტრალიზაციას ანალიზების. იგივე ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს მომზადებული თანამშრომლები, გადავცემთ სინჯებს და ისენიც დაიწყებენ. ასევე, ჩვენი განყოფილებებია, ლუგარის ლაბორატორიის, ბათუმსა და ქუთაისში, ისინიც უკვე მომზადებული არიან, ტრენინგები აქვთ გავლილი. თუ საჭირო იქნება, მზად ვართ მეზობელ ქვეყნებსაც დავეხმაროთ,” – ამბობს პაატა იმნაძე.

ბოლო მონაცემებით (10 მარტი 12:00 საათი), საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვებას კი 56 ადამიანი გადის.

___________

ფოტო: pexels

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: