დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა – სულ 336

16 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 336 შემთხვევა.  გუშინდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა. ინფიცირებული 336 პირიდან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. _________________ ფოტოზე: პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის …

ჩვენმა სეკულარულმა სახელმწიფომ მუხლებზე იხოხა საპატრიარქოს ტერორისტებთან – პაატა შამუგია

დღეს გადაწყდა, რომ აღდგომის დღესასწაულზე საპატრიარქო დღესასწაულის აღნიშვნის წესს არ შეცვლის, მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დადგომამდე შეიკრიბება და დილის 6 საათამდე დარჩება. ინფექციონისტმა პაატა იმნაძემ კი ცოტა ხნის წინ სატელევიზიო ეთერით მოუწოდა ხალხს დარჩნენ სახლში დღესასწაულზე, რათა ავირიდოთ თავიდან კორონავირუსით გამოწვეული იტალიის მსგავსი მაგალითები. საპატრიარქომ საკუთარ გადაწყვეტილებას „შეღავათი“ უწოდა, ხელისუფლებამ კი „შეთანხმება“. TV პირველზე თამარ …

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებით განათდა

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის მხარდასაჭერად მიიღეს. „ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. გვჯერა, ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის,“ – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღევანდელი, 15 აპრილის მდგომარეობით, თურქეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის გავრცელების 69 392 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 1518 ადამიანი. თურქეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბით …

მეუფე საბა ტაძარში მისვლაზე: ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ

„…ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ასი აშენებული ტაძარი და ნებისმიერი სხვა მატერიალური რამ, რაც კი არსებობს. სახლში დარჩენით თქვენ უფრთხილდებით თქვენი ოჯახის წევრებს და საკუთარ სიცოცხლეს. სიყვარული გადაგვარჩენს. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს რწმენაში. მე, მაგალითად, ვერავის შევეჯიბრები…. ღმერთი ყველგან მოვა, სადაც არ უნდა იყოთ და გახარებთ ქრისტეს აღდგომას,“ – აღნიშნა მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის …

პაატა იმნაძე გარეთ სეირნობაზე:”იტალია რომ დაგვემართება, მერე ვეღარ ისეირნებენ”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ——————————————————————————————————– ჟურნალისტი: ვხედავთ, რომ ქალაქებში არის საცობები. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ქუჩაში გადიან მცირე ხნით, სეირნობენ, ამბობენ, რომ იცავენ დისტანციას და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობენ. ასეთ დროს რა არის გასაკეთებელი, კიდევ არის თუ არა გასამკაცრებელი ზომები? პაატა იმნაძე: „აი, რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში …

პაატა იმნაძე: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ჩვენთან განმეორდება იტალია

„…მესმის, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ტრადიცაა, მაგრამ ერთხელ უარი თქვით ამაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეს გავიგოთ, იგივე ეკლესია, რომ გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. …

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის კლასტერის კვლევა დასრულებულია

„ქობულეთის კლასტერის სრული კვლევა დასრულებულია… ამ კლასტერში გვყავს 410 ადამიანი, რომელზეც გრძელდება ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ნებისმიერი კლინიკური ნიშნის გამოჩენის შემთხვევაში, განმეორებითი კვლევა ჩატარდება. მინისტრის თქმით, დღეს ცხელების ცენტრში გადაყვანილი 18 მოქალაქის და ასევე, ქობულეთის კონტაქტირებული 15 მოქალაქის ანალიზის კვლევის მიხედვით, ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. …

1500 ევროს ბონუსად მიიღებს ინფიცირებულებთან მომუშავე მედპერსონალი – საფრანგეთი

მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ედუარდ ფილიპმა დღეს განაცხადა, რომ მედპერსონალისთვის, რომლებიც დაავადებულებს უვლიან, ბონუსად 1500 ევროს გასცემენ. ბონუსი შეეხება ყველა მედპერსონალს, ვისაც Covid 19-ის შემთხვევებთან აქვს საქმე, განსაკუთრებით კი დაზარალებულ რეგიონებში, ასევე დაწესებულებებში მომუშავეებს, რომლებიც არ არიან განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში, მაგრამ იღებენ Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს. დანარჩენი სამედიცინო პერსონალი მიიღებს პრემიას 500 …

სასაფლაოების დახურვაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიას ჯერ არ მიუღია

ბათუმის მერიას სასაფლაოების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბათუმის მერიის პრესსამსახური გვითხრეს, რომ ამის შესახებ უახლოეს დღეებში მოგვაწვდიან ინფორმაციას. 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა დიდ ქალაქებში სასაფლაოების შესაძლო დახურვის შესახებ. დღეს ქუთაისსა და ზესტაფონის სასაფლაოების დაკეტვის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მთავარი ფოტო: ბათუმელების არქივიდან

საქართველოში 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. ბოლო მონაცემებით, სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 463.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. _________________ ფოტოზე: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი. წყარო: …

კავშირი სუსტია და ინტერნეტი ჭედავს – როგორ სწავლობენ ბავშვები სოფლად

ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო. ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს. „მხოლოდ  კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით …

10 მილიონს გადააჭარბა კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა წესების დარღვევისთვის, სულ 3 604 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში 10 მილიონ 812 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 3 ათასი ლარი. კომენდანტის საათისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს …

რატომ თქვა გახარიამ, რომ „ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო“

„ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, როცა კორონავირუსის ზრდის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. პრემიერმა დასძინა, რომ ეკლესიები არ დაიკეტება და პასუხისმგებლობის ტვირთი სახელმწიფომ, როგორც გახარია ამბობს, „ბრძენ მოქალაქეებს“ დააკისრა. საზოგადოების ნაწილი პრემიერს კონსტიტუციის გადაკითხვას ურჩევს. რა იგრძნობოდა პრემიერის ამ სიტყვებში – ეკლესიისადმი მორჩილება თუ გააზრებული რიტორიკა სეკულარიზმის წინააღმდეგ? …

აშშ-ის უნივერსიტეტებში პირისპირ სწავლების პროცესი შესაძლოა 2021 წლამდე გადაიდოს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის უნივერსიტეტებში არ გამორიცხავენ  სასწავლო პროცესის გადადებას 2021 წლამდე. ბოსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რობერტ ბრაუნმა, ონლაინგანცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაცია შემოდგომის სემესტრიდან უსაფრთხოდ მიიჩნევს ჩვეულებრივად სწავლებას, უნივერსიტეტი მაინც გადახედავს საკუთარ, შიდა გეგმას და უსაფრთხოების მიზნით შემოდგომის სემესტრს დისტანციურად გაივლის, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი კი შესაძლოა გადაიდოს 2021 წლის …

გამონაკლისი – ვის შეუძლია ჩაკეტილ ქალაქებში შესვლა და გასვლა 

ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა დღეს, 21 საათიდან ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში რეგისტრირებულები არ არიან, ხოლო გამოსვლა ეკრძალებათ მათ, ვინც რეგისტრირებულია ამავე ქალაქებში. საქართველოს მთავრობამ დღეს, 15 აპრილს, გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, თუ ვის არ ეხება ეს შეზღუდვა. ამ თემაზე: ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში რა უნდა …

ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედა-შვილს Covid-19 დაუდასტურდა 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვადან ბათუმში ჩამოსულ დედას და მის 10-წლამდე შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქალი ორ ბავშვებთან ერთად გამოვიდა სოფლიდან და ბათუმში მშობლებს სტუმრობდა. ინფექციონისტებმა მათ სახლში მიაკითხეს და დედა შვილებთან ერთად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Covid-19 ერთ ბავშვს არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად დარჩება თვითიზოლაციაში, მათთან დაკავშირებული 2 პირი კი – კარანტინში. …

ქობულეთის კლასტერში უკვე 29 ინფიცირებულია – ახალი მონაცემები

ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა და 29 ადამიანს შეადგენს  – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 15 აპრილს. დღეს ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ნინო ნიჟარაძის თქმით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით დადგენილია 410 კონტაქტირებული პირი, მათგან 210 პირი გამოკვლეულია. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის …

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – სულ 306

15 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევა.  რამდენიმე საათის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი ექვსით გაიზარდა. ინფიცირებული 306 პირიდან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 462.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა 10 დღით იმოქმედებს. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ამ 4 ქალაქში შესვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც ამ ქალაქებში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო გასვლა არ ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც სხვა …

გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს – მინისტრი

15 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ საწოლების რაოდენობა და, ასევე, სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა, მისივე თქმით, 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად და პრობლემა არის შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო პერსონალში. „რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი …

97 წლის ქალი, რომელიც Covid19-ს გადაურჩა, საავადმყოფოდან ტაშით გააცილეს

97 წლის ბრაზილიელი ჯინა დალ კოლეტო კორონავირუსის სიმპტომებით პირველ აპრილს მიიყვანეს საავადმყოფოში. იგი რეანიმაციაში მოათავსეს და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ხანდაზმულებში Covid-19 ხშირად მძიმედ მიმდინარეობს და 97 წლის ქალის გადარჩენის იმედი ალბათ ბევრს არ ჰქონდა, თუმცა 12 აპრილს 97 წლის ჯინამ სან პაულოს საავადმყოფო ექიმებისა და ექთნების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა, იგი გამოჯანმრთელდა  და ბრაზილიის ყველაზე ხანდაზმული …

კორონავირუსის 300 დადასტურებული შემთხვევა საქართველოში – ბოლო მონაცემები

15 აპრილის [01:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევა.  დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა. ინფიცირებული 300 პირიდან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 462.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად

წყარო: BBC  __________ კოვიდ-19 არსებითად განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და კაცებზე და არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ. რატომ აქვს გენდერს ამხელა მნიშვნელობა ვირუსისთვის, რომელიც არადისკრიმინაციულად აინფიცირებს ადამიანებს? ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრებით დამთავრებული, სხვადასხვა ცხოვრების მქონე ადამიანები სერიოზულად ავადდებიან კოვიდ-19-ით, ამიტომაც ხაზს უსვამენ, რომ ეს დაავადება დისკრიმინაციული არ არის. თუმცა ვირუსს მკაფიოდ განსხვავებული გავლენა აქვს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე. ერთ-ერთი …

რა პროგრამები არ განხორციელდება ტურიზმის მიმართულებით აჭარაში – Covid-19

აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე 2020 წელს აღარ განხორციელდება. პროგრამისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,8 მილიონი ლარი კი ბათუმის სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობას მოხმარდება. ეს პროგრამა გულისხმობდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, რაც მოიცავდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით; ასევე …

ვაქცინის გარეშე ვირუსის გავრცელების სრული შეჩერება არ გამოვა – ჯანმო

Covid-19-ის მასიური გავრცელების სრულად შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მისი საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა. „უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და მიწოდება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის გადაცემა სრულად შეწყდეს” –  თქვა ტედროს გებრეისუსმა. ის ამ განცხადებით გამოეხმაურა რამდენიმე ქვეყნის ინიციატივას, მოხსნან ვირუსის პრევენციისთვის …

ცხრა მთას იქით, ამერიკაში

ავტორი: ტატო ცეცხლაძე, ფილადელფია, აშშ ბავშვობაში როცა ცუდ ამბავს გავიგებდი, მე, როგორც ჩემი ახლობლები, ვამბობდით – “ცხრა მთას იქით”. ეს ნიშნავდა, ჩვენგან შორს, იქ, სადღაც შორს. სწორედ ასე, ცხრა მთას იქეთ გაჩნდა კორონავურუსი. ჯერ კიდევ 15 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს, სამსახურში ვსვამდით. მხიარული და პოზიტიური გარემო იყო. მაშინ …

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს -გახარია

„ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“-განაცხადა დღეს 14 აპრილს გიორგი გახარიამ ბრიფინგზე. მისი თქმით, დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. „ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ეხლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, როცა კომპრომისები …

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის დეკრეტით ამჯერად საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული. ამ თემაზე: ყველაფერი საგანგებო მდგომარეობაზე პრეზიდენტის დეკრეტზე „ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო დავწიოთ ქვევით. გარდა ამისა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის …

6 მოძღვარი არის თვითიზოლაციაში – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 6 სასულიერო პირი, რომლებიც მსახურობდნენ კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, არიან თვითიზოლაციაში. „ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში, როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც არის დისტაციასთან დაკავშირებული. საღამოს მერე მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი“. ჯაღმაიძის ინფორმაციით, ინფიცირებულმა მღვდელმა მეორე დღესაც …

ისრაელში იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა და საცხოვრებელი ადგილის დატოვება

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს ისრაელში დამატებითი შეზღუდვების გამო. დღეს, 14 აპრილის 17:00 საათიდან 16 აპრილის 05:00 საათამდე ძალაში შედის დამატებითი შეზღუდვები: ისრაელის ტერიტორიაზე იკრძალება ქალაქებს შორის მიმოსვლა, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით; ისრაელის ტერიტორიაზე შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; იკრძალება მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება, გარდა შინაური ცხოველის გასეირნებისა სახლიდან არა უმეტეს 100 მეტრის დაშორებით. ასევე, …

რატომ დაიხურა ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა

ბობოყვათის სამჯერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილემ“ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის ფინანსური დირექტორი, გია ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას მკერავებში კორონავირუსის დადასტურების შესახებ. „ეს არ არის სიმართლე… ორი თანამშრომელი ნამდვილად გადაიყვანეს შემოწმებაზე, მაგრამ მათ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ. ფაბრიკა შეჩერდა იმიტომ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო იქ მკერავები თითქმის არ დადიოდნენ. მუშაობას აგრძელებს თამარის დასახლებაში მდებარე …

ესპანეთი, იტალია და აშშ კარანტინს ამსუბუქებს – მსოფლიო ჯანმო მათ თავშეკავებისკენ მოუწოდებს

„კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ორი ქვეყანა – იტალია და ესპანეთი კარანტინის წესების შედარებით შემსუბუქებას გეგმავს. იტალიაში ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები, ესპანეთში კი ქარხნების ნაწილი უკვე ამუშავდა”, – წერს BBC. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ქვეყნების ხელისუფლებებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, მადრიდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ევროკავშირი. ავსტრიაში სამშაბათიდან უნდა გაიხსნას ათასობით მაღაზია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კარანტინის წესები უცვლელია. მაკრონმა გუშინ, 13 …

ქობულეთში თერმოსკრინინგით გამოვლინდა 17 საეჭვო შემთხვევა – ნინო ნიჟარაძე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს, 14 აპრილს, ცხელების კლინიკიდან კორონავირუსის კვლევაზე კიდევ შევა 15 ახალი ნიმუში, რომლის შედეგები დღეს საღამოს იქნება ცნობილი. „როგორც ვიცით, ქობულეთის კლასტერიდან გუშინ დაემატა 5 დადასტურებული შემთხვევა, ერთი იყო იმპორტირებული, აქედან გამომდინარე, კლინიკაში უკვე 27 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. მათგან ორის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი …

3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

ბათუმში სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, თანხას აჭარის ბიუჯეტიდანაც გადაუხდიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 17 სასტუმროსთან ხელშეკრულება ჯამში 3 903 200 ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებების მიხედვით, სასტუმროებში საკარანტინო ზონა დაახლოებით 40 დღის განმავლობაში მოეწყობა [6 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში]. მომსახურება ითვალისწინებს სასტუმროებში მოქალაქეთა განთავსებას, კვებას და შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. სასტუმროებს თანხას, ფაქტობრივად, მიწოდებული …

დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა – სულ 296

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკური მონაცემები განახლდა. 14 აპრილის [10:20 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 296 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა. ინფიცირებული 296 პირიდან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 434.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ჯონ ჰოპკინსის …

“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ –  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით …

Exit mobile version