საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 13 აპრილს, საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 11 მაისამდე გადაავადა და ქვეყნის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბოლომდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც არ გვქონდა საკმარისი აღჭურვილობა  – ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები… არ გვქონდა იმდენი ნიღაბი, რამდენიც გვინდოდა, რომ დაგვერიგებინა მედპერსონალისთვის. პრობლემები იდენტიფიცირებულია და ხელისუფლება, ადგილობრივი ორგანიზაციები, …

თურქეთის 31 ქალაქში 2 დღით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ – მათ შორის, სტამბოლში

17 აპრილის 24 საათიდან 19 აპრილის 24 საათამდე თურქეთის 31 ქალაქში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი. დაჯარიმდება პირი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება. …

თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

„ბოლო ორ დღეში ქობულეთში თერმოსკრინინგი 3700-მდე ადამიანს ჩაუტარდა. გამოვლინდა  17 საეჭვო შემთხვევა. 10 პირისგან აიღეს ნიმუში და ხვალისთვის გვეცოდინება მათი პასუხი,“ – განაცხადა დღეს, 13 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 13 აპრილის საღამოს 21:00 საათის მონაცემებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 25 პირს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვია – ერთი რვა თვის და …

5 ახალი შემთხვევა სოფელ ლეღვაში – ინფიცირებულია 2 ბავშვი

ახლახან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთივე მათგანი ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. ქობულეთის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. აქამდე ლეღვაში კიდევ 2 შემთხვევა იყო დადასტურებული. ინფიცირებულებს შორის ორი ბავშვია. ერთი ბავშვი ერთწლამდეა და მას დედასთან ერთად გადაიყვანენ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ დედა-შვილს, პირველადი …

მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან. ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. IMF-ი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა როგორც ცნობილია, …

თურქეთის საკონსულომ ღარიბებისთვის ხელვაჩაურს სურსათი გადასცა

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის საკონსულომ თურქი ბიზნესმენების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ღარიბების დასახმარებლად საკვები გადასცა. „Covid 19-თან ბრძოლაში თურქული ბიზნესსამყაროს მიერ ქართველი ერის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაში სამშენებლო კომპანია Polat-Yol-იც ჩაერთო. კომპანია Polat-Yol-ის მიერ მომზადებული 900 სასურსათო ყუთი დარიგების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს გადაეცა. აღნიშნული სასურსათო ყუთებისა და ჩვენი ბიზნესმენების მხარდაჭერით შეძენილი 15 ტონა …

ბათუმში 26 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე

დღეს, 13 აპრილს, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან. ბოლო მონაცემებით [13 აპრილი, 18:30 სთ] ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, სულ 26 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მათგან ორი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. „ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ორივე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიმდინარეობს …

სამინისტრო ქობულეთში ინფიცირებულთა მატებას ვარაუდობს – დადგენილია 350 კონტაქტი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ქობულეთის კლასტერიდან დღეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა ახალი შემთხვევა, თუმცა მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება: „რამდენიმე პაციენტთან მიმართებაში ველოდებით დადასტურებას, იმიტომ, რომ ეს გახლავთ უკვე მეთვალყურეობაზე, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები რამდენიმე ოჯახიდან, მათთან წამოვიდა უკვე რესპირაციული ჩივილები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეიძლება …

რატომ ვერ იღებენ პაციენტებს „ახალ რესპუბლიკურში“

„…სავენტილაციო სისტემის მუშაობის რეჟიმის შეცვლა გახდა საჭირო. მესამე დღეა მიმდინარეობს ნაკადების მიმართულების შეცვლა, რომ არ იმოძრაოს ამ ჰაერმა სხვა პალატებში, აქაური ჰაერი სხვაგან არ მოხვდეს,“ – ასე განმარტავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე მიზეზს, რის გამოც აქ პაციენტები არ მიუღიათ. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის ნაწილი covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 9 აპრილს გახსნეს. მაშინ …

გერმანიაში Covid19-ით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა

გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულების ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში [12 აპრილის შუაღამის მდგომარეობით] კორონავირუსისგან 64 300 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა ვირუსისგან. მხოლოდ 11 აპრილს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4000-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, 12 აპრილის შუაღამის მონაცემებით, …

აჭარაში 66 პირის კვლევის შედეგს ელიან COVID19-ზე

აჭარაში COVID 19-ზე 66 პირს იკვლევენ. ანალიზის შედეგები დღეს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქობულეთშია. ახალი კორონავირუსით ინფიცირების 20 შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, რის გამოც ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში [სულ შვიდ სოფელში] კარანტინი გამოცხადდა. მთლიანობაში, დღეს, 13 აპრილის დილის მონაცემებით [11 სთ], კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 67 პირი გამოჯანმრთელდა, …

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 9-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 13 აპრილის დილის მონაცემებით 9-ით გაიზადა და სულ არის 266. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 67, ხოლო გარდაცვლილი – 3. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4872 პირი, ხოლო 453  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

„საკვებს ვინ შემოგვიტანს? როგორ დავბრუდეთ?“ – კითხვები ქობულეთის ჩაკეტილი სოფლებიდან

„საკვებს ვინ შემოგვიტანს სოფლის მაღაზიაში?“ „ვინც ამ სოფლის მცხოვრებია, როგორ დაბრუნდება, როცა სხვა ბლოკ-პოსტებიც უნდა გამოიაროს?“ „ფული რომ განაღდებული არ გვაქვს და მაღაზიაში ბარათით ვერაფერს ვიყიდით, რა უნდა ვქნათ?“ –  კითხულობენ სოფელ ლეღვას მცხოვრებლები. ლეღვა ქობულეთში ერთ-ერთი სოფელია, სადაც დღეს, 12 აპრილს, საკარანტინე ზონა გამოცხადდა. ლეღვაში დაახლოებით 1000 ოჯახი ცხოვრობს. „…ბლოკ-პოსტი უკვე მოაწყეს, იქ 20-30 …

ქობულეთის კლინიკის სანიტარს COVID 19 დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ორ პირს შორის, ვისაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთ-ერთი ქობულეთის სამედიცინო კლინიკის სანიტარია. გუშინ დადასტურდა, რომ სწორედ ამ საავადმყოფოში დაინფიცირდა ხანდაზმული ქალი კორონავირუსით, რომელიც კლინიკაში სხვა ჩივილებით იყო მოთავსებული. ამის შესახებ ქალის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ქობულეთის სამედიცინო კლინიკაში შიდა გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო …

ქორეპისკოპოსი იაკობი: აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება

დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ აღდგომის დღესასწაულის განრიგში არაფერი შეიცვლება. პატრიარქი აღდგომის ღამეს, 19 აპრილს, სამებაში შეხვდება. სააღდგომო ლიტურგიის განრიგი წელსაც ისეთია, როგორც გასულ წელს – ლიტურგია დაიწყება ღამის 10 საათზე, 11 საათზე სამებაში მივა ილია მეორე. ქორეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ ეკლესია სწორად მოიქცა, როცა განრიგში არაფერი შეცვალა: „შემოსული რომ იყო შაჰ აბაზი, …

covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა ქობულეთში 20-მდე გაიზარდა – 2 ახალი შემთხვევა 

ქობულეთში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა covid 19. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქობულეთში სულ 20 პირს აქვს დადასტურებული covid 19, რამდენიმე პირის ანალიზის პასუხს კი, დღის ბოლოსთვის ელოდებიან. ეს ადამიანები, რომლებსაც ანალიზი აუღეს, თვითიზოლაციაში რჩებიან. ბათუმში covid 19 დღეს, 12 აპრილს, კიდევ ერთ პირს დაუდასტურეს – ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში იყო. …

ქობულეთის 7 სოფელში 8 ათასამდე პირს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ – კოვიდ19

საქართველოს მთავრობის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 სოფელი დაიკეტა: გვარა, ქვედა კონდიდი, მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა, სკურა და ცხრაფონა. ამ სოფლებში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. შვიდივე სოფელში დაახლოებით 8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მთავრობის სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი და ყველა მოსახლე შემოწმდება. ამ თემაზე: გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – …

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 94 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, პოლიციამ, შინაგან საქმეთა …

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – ქობულეთის სოფლები დაიკეტა

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:  „საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფიცირების. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში …

ქობულეთის კლასტერიდან კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა 

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კიდევ 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთი 10 წლამდე ბავშვია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ ახლახან [20:30] განაცხადა. „დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ექვსივე გახლავთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევა, ესენი არიან ის კონტაქტირებული პირები, რომლებიც აქამდე იმყოფებოდნენ ჩვენი ზედამხედველობის და მეთვალყურეობის ქვეშ. 6 შემთხვევიდან ერთი გახლავთ არასრულწლოვანი. ექვსივეს …

ქართველი მეცნიერი კანადიდან: შესაძლოა, შემოდგომაზე გვქონდეს covid 19-ის ვაქცინა

„შექმნილი ვაქცინა უკვე გადის პრეკლინიკურ ფაზას, ეს არის ცხოველებზე დატესტვა… გააჩნია რა პასუხებს მივიღებთ და შემდეგ გადავალთ ადამიანების გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა…. ამ პროცესს დაახლოებით წელიწადნახევარი სჭირდება,“ – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბუნების შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორმა, კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა გიორგი ბაბუაძემ. ის ერთ-ერთი მეცნიერია მათ შორის, რომლებიც covid -19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობენ. …

მარტში გაზისა და დენის სუბსიდირებაზე უარის თქმა ხვალამდე შეგიძლიათ

მომხმარებელს, რომელსაც სურს უარი თქვას მარტის თვეში მოხმარებული დენისა და გაზის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაზე, ამის შესაძლებლობა სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დღეს, 11 აპრილს, საღამოს 12 საათამდე აქვს. რაც შეეხება აპრილისა და მაისის გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმას – ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებაზე უარი უკვე 1100-ზე მეტმა მოქალაქემ …

ქობულეთის კლასტერიდან 5 პირს შესაძლოა Covid-19 აქვს – მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე 5 საეჭვო შემთხვევას ამოწმებენ, ყველა ეს შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. „პირველადი კვლევებით ამ 5 კვლევის პასუხი არის დადებითი, მაგრამ არ არის მკვეთრად დადებითი და სჭირდება განმეორებითი პასუხი, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პაციენტები [აქვთ კორონავირუსი]“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. მისივე თქმით, ქობულეთის …

საქართველოსა და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და …

საგაზაფხულო გაწვევა 22 აპრილიდან განახლდება

საქართველოს მთავრობის 10 აპრილის დადგენილებით, მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 22 აპრილიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში გაგრძელდება. საქართველოში 22 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან დაიწყო და 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო გაწვევა მარტის თვეში შეწყდა [თავდაპირველად 3 აპრილამდე, …

საბერძნეთში ეკლესიამ 300 ათასი ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა სახელმწიფოს

საბერძნეთში მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სინოდის გადაწყვეტილებით, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა: 60 000 ნიღაბი, 38 750 ცალი ექიმის ნიღაბი #95, 16 500 სწრაფი ტესტი კორონავირუსზე და 30 რესპირატორი. ბერძნული მედიის ცნობით, შეწირულობის ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ევროა. სახელმწიფოს ეკლესიის სახელით საჩუქარი კომპანია Milaya Capital-მა გადასცა, რომელიც გამოეხმაურა საბერძნეთის ეკლესიის მიმართვას, კომპანიები დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან …

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …

თურქეთის 31 ქალაქში ქუჩაში გასვლა 2 დღით აიკრძალა – ქვეყანაში ინფიცირების 47 029 შემთხვევაა

თურქეთის მთავრობამ მიმდინარე შაბათ-კვირას, 11-12 აპრილს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქალაქეებს თურქეთის 31 ქალაქში ქუჩაში გასვლა აუკრძალა, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. ჯონ ჯოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 1 006 ადამიანი. სულ თურქეთში დადასტურებულია ინფიცირების 47 029 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 2 …

კარანტინში მყოფი პირების სახლებში გადასაყვანად ბათუმი დამატებით 138 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რაც იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ. ხელშეკრულება ამჯერად 138 500 ლარზე გაფორმდა. კომპანიას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან – ხელშეკრულება ბათუმიდან სხვადასხვა რეგიონში 2000-მდე პირის გადაყვანაზეა გაფორმებული. ამდენივე პირის გადაყვანაზე მერიამ იგივე კომპანიასთან ხელშეკრულება ადრეც გააფორმა, თუმცა სახელშეკრულებო თანხა მაშინ 50 ათასი …

ბათუმში აღებული 30 ნიმუში უარყოფითია – covid-19

დღეს 10 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე აღებული 30 ნიმუშიდან, ყველა პასუხი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნიმუშები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში იყო აღებული. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საღამოს გადაიგზავნება შესამოწმებლად ნიმუშები ქობულეთიდანაც, სადაც დღევანდელი მონაცემებით 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონვირუსი. შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს ქობულეთში კარანტინის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. 10 აპრილის მონაცემებით, …

100 ათასს უახლოვდება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 10 აპრილის [17 სთ] მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 617 204 ადამიანი, ახალი კორონავირუსით კი 97 039 პირი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 364 686 ადამიანი. იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი და საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, სადაც, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიამ ყველაზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა …

ნიუ იორკში საერთო საფლავებს თხრიან კორონავირუსის აფეთქების ფონზე – BBC

აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, საერთო საფლავს თხრიან – წერს BBC. ფოტოები, რომელიც დრონითაა გადაღებული, ინტერნეტში გამოჩნდა და მასზე ჩანან ადამიანები, რომლებიც სპეციალური ტანსაცმლით უშვებენ კუბოებს საერთო საფლავში. „ბიბისი“ წერს, რომ ეს კუნძული ჰარტია, რომელსაც 150 წელზე მეტია ნიუ იორკის ხელისუფლება იყენებს იმ ადამიანების დასაკრძალად, ვისაც არ ჰყავს ახლობლები ან მათი ოჯახის წევრებს არ აქვთ დაკრძალვის …

შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას – პაატა იმნაძე პირბადეებზე

„მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დღეს, 10 აპრილს, ბრიფინგზე, როცა მას დაუსვეს შეკითხვა ქართული წარმოების პირბადეების დიზაინის შესახებ. „მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ. დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე, უფრო სწორად, იყო მსოფლიოში. მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ყველგან …

ტიკარაძე ქობულეთში კარანტინზე – შესაძლოა ყოველწამს შეიცვალოს მონაცემები

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ განიხილება ქობულეთში კარანტინის გამოცხადება, რადგან იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გადაცემულია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში და კარანტინთან დაკავშირებით მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ კი, დღეს, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქობულეთში ჯერ კიდევ მუშაობენ ეპიდემიოლოგები. „კონტროლის მხრივ, მდგომარეობა ქობულეთში გამკაცრებულია, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. …

covid 19-ის 6 ახალი შემთხვევა ქობულეთიდან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 პირი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. „ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტი მოვიძიეთ გუშინ, ეს არის ოჯახური და სხვა კონტაქტები, არა სამედიცინო პერსონალი. მათგან ავიღეთ 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 დადასტურდა, ანუ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. …

ზეთი და მაკარონი რუსეთიდან, შაქარი – ბელორუსიდან – მთავრობა $4,2 მილიონად მარაგს ქმნის

ქვეყანაში შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის შესაქმნელად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ხელშეკრულება ორ კერძო კომპანიასთან ჯამში 4 232 800 აშშ დოლარზე გააფორმა. ხელშეკრულებების მიხედვით, სააგენტო შეისყიდის რუსულ ზეთსა და მაკარონს, ხოლო შაქარი ბელორუსული წარმოებისაა. 1 424 400 აშშ დოლარის ხელშეკრულება შპს „მზიურთან“ 1,5 მილიონი ლიტრი ზეთის შესყიდვაზეა გაფორმებული. ზეთის მწარმოებელი ქვეყანა რუსეთის ფედერაციაა. …

Exit mobile version