ერაყიდან საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული რეისით დაბრუნდნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყიდან  საქართველოში 70 მოქალაქე დაბრუნდა. ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა. აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეც ჩამოასვენეს. სამინისტროს ინფორმაციით, რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდწილად კომპანია “რეკან გრუპ ჯორჯიამ”  დააფინანსა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება. შესაბამისად, განხორციელებული სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, …

დილის 6-დან 8-მდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე გადაადგილება ავტომობილით დაშვებულია – მთავრობა

საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება გადაადგილება დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად. ამის შესახებ დღეს, 22 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს არ შეექმნათ პრობლემები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, მათ ექნებათ საშუალება რეგიონში დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. ეს …

როგორ აისახება ნავთობის გაუფასურება პუტინის რეჟიმზე – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიომ მოძრაობა შეწყვიტა, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ფასი ამ დღეებში „ნეგატიურიც“ კი გახდა, რაც სპეციალისტების განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ მწარმოებელი უხდის თანხას მყიდველს, რათა საცავები არ გადაეტვირთოს. ნავთობის ისტორიული ფასის ვარდნას რუსეთისთვის უბრალო ეკონომიკურ პრობლემად არ აღიქვამს  საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. იგი ამბობს, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ კიდევ …

Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი – 68 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან

დღეს, 22 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი. იგი 68 წლის კაცი იყო ბოლნისის კლასტერიდან. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი აპარატზე იყო შეერთებული და მას დაინფიცირებამდე მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ სხვადასხვა გართულებით მიიყვანეს. „გულის უკმარისობითა და …

ბათუმში ასი ლაბორატორიული ანალიზის პასუხი COVID19-ზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში  ასი პირის ლაბორატორიული ანალიზი COVID 19-ზე უარყოფითია, მათ შორის, 35 ნიმუში ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. საერთო ჯამში, აჭარაში Covid 19-ზე გამოკვლეულია 530 პირი – აქედან 330 ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული, ასევე, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებმაც ე.წ. ცხელების ცენტრებს მიმართეს. დღეს, 22 აპრილს კი, აჭარაში, ცხელების ცენტრებში …

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 411

22 აპრილის [10:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ინფიცირებული 411 პირიდან გამოჯანმრთელდა 98 ადამიანი, გარდაიცვალა – 4. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 573.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. __________________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. …

რატომ ვამბობ, რომ მომავალი 3 კვირა კრიტიკულია – გამყრელიძის განმარტება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომავალი 3 კვირა მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მან დღეს, 21 აპრილს, ბრიფინგზე განმარტა, რა არის ამის მიზეზი: „რატომ ვამბობ სამ კვირას? ამაზე ხშირად მეკითხებიან. ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როცა ჩვენ ვეღარ გავედით პირველ წყაროზე. შიდა …

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება – მთავრობა

„დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე,“ – განაცხადა დღეს, 21 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე განცხადებით, საქართველო ახლა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში იქნება. „უნდა გავაგრძელოთ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, …

ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე ისევ აკრძალულია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა არ გაუქმებულა. პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ეტაპობრივად, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება. ამასთან, 22 მაისამდე გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობა. ავტომობილებით გადაადგილება საქართველოს მთავრობამ 16 აპრილს აკრძალა. 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით  არის დასაშვები.

6 სტუდენტი, რომლებიც ხულოში ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან

სტუდენტებმა, რომლებსაც კორონავირუსის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში დაბრუნება მოუხდათ, საქველმოქმედო ფონდი „ხულო“ შექმნეს და სოფლად მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან. მაია რიჟვაძე,  ქეთი ბოლქვაძე,  თამთა აბულაძე, გიორგი რიჟვაძე, ნინია თავართქილაძე და ქეთევან ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან. ექვსივე სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს. ხულოში დაბრუნების შემდეგ ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ – დახმარებოდნენ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ეს. „ერთ-ერთ …

შეღავათზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა – აპრილის შეღავათზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 მაისია

სემეკის ინფორმაციით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3534-მა პირმა განაცხადა. მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა, აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადა კი, 2020 წლის 11 მაისია. მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე შეუძლიათ: პლატფორმაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ …

„არ არის ქილიკის დრო“ – ლევან რატიანი გაიდლაინის თემას ეხმაურება

  ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი:  _____________________________ „მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად …

ბათუმში 90 პირის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

ბათუმში COVID-19-ზე აღებული 90 ლაბორატორიული ნიმუშის პასუხი უარყოფითია. აჭარიდან კვლევისთვის ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი პირების კიდევ 50 ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხებიც დღეს, 21 აპრილს, გვიან საღამოს გახდება ცნობილი – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 21 აპრილს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზარდა 520- მდე და ინტენსიურად …

ბათუმში 37 პაციენტიდან 1 მართვით სუნთქვაზეა, 4-ს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება

ბათუმში კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში  COVID-19-ით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს და ამ დროისთვის მატება არ არის. მისივე ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობას პნევმონია აქვს, მათ შორის ერთი რჩება მართვით სუნთქვაზე.  ოთხ პაციენტს კი ვირუსი აღარ უფიქსირდება: „განმეორებითმა ტესტმაც ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა, თანმდევი გართულებების გამო ისინი რჩებიან საავადმყოფოში და აგრძელებენ მკურნალობას.“ …

კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …

შეამოწმე, შეგიძლია თავიდან აირიდო კორონავირუსი? [ტესტი]

შეავსე ტესტი და გაიგე რა შანსი გაქვს თავიდან აირიდო კორონავირუსით დაინფიცირება. გახსოვდეს, რომ პირბადის, დამცავი ფარის და რეზინის ხელთათმანების სწორად გამოყენება გარეთ გასვლისას, ხელების საპნით დაბანა ხშირად და დეზინფექცია მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს. საბოლოო პასუხს თქვენს მიერ გაცემული პასუხების მიხედვით ტესტის დასასრულს ნახავთ. მთავარზე – მარიამ მუთიძის ილუსტრაცია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გუშინ საღამოსთან შედარებით 6-ით გაიზარდა. შესაბამისად, 21 აპრილის დილის მონაცემებით შემთხვევათა საერთო რაოდენობა არის 408, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 95, ხოლო გარდაცვლილი – 4. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 4 779 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ …

“თავი შეიკავეთ სეირნობისგან” – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს

“მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას,” -ეს განცხადება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დღეს, 20 აპრილს გაავრცელა. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად ბათუმის …

თურქეთის 31 ქალაქში ოთხდღიანი კარანტინი გამოცხადდა

დღეს, 20 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 23 აპრილიდან თურქეთის 31 ქალაქში ოთხდღიანი კარანტინი გამოაცხადა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი. კარანტინის …

განა ჩვენ არ გვინდოდა მთელი დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა?! – მოსწავლის მოსაზრება

ავტორი: ლიზა ანთაძე, მოსწავლე  _________________________ კარგად მახსოვს, 26 თებერვალი იყო, ოთხშაბათი. დღე, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დღე, როცა მივხვდი, რომ ჩემს თავს ხდებოდა ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. „არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება“ –  დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია. …

რა ეტაპზეა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეუფერხებლად გრძელდება. პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ახალი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს ანგისის დასახლებაში. 2020 წლის ბილომდე კი ახალი ქსელის მოწყობა უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის ქუჩასა და მდინარე მეჯინისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ბონი-გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლებების შიდა ქსელები უკვე დაერთებულია ახალ ცენტრალურ სისტემაზე, ანუ, ადლიის გამწმენდ ნაგებობაზე. …

აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე …

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – სულ 402

20 აპრილის [19:30 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 402 შემთხვევა. დილის მონაცემებთან შედარებით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა. ინფიცირებული 402 პირიდან გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაიცვალა – 4. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 503.  ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო. ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა …

ბათუმში სასაფლაოს პოლიციელები და ჯარისკაცები იცავენ [ფოტო]

ბათუმში ფერიის სასაფლაო ჩაკეტილია, ყველა ჭიშკარს ბოქლომი ადევს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპატრულო პოლიცია და ჯარისკაცები დგანან. ბათუმში,ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, სასაფლაოზე  შესვლა დღეს აკრძალულია. სასაფლაოები საქართველოში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაიკეტა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

რა შემთხვევაში აქვს საქართველოში დარჩენის უფლება უცხოელს, რომელმაც ქვეყანა ვერ დატოვა

მთავრობის 16 აპრილის განკარგულებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: [checklist] თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში; …

აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული 64 პაციენტიდან 13 გამოჯანმრთელდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, Covid-19 სულ 64 პაციენტს დაუდასტურდა, რომელთაგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან 5 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა დღეს, 19 აპრილს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 15 მარტს გამოვლინდა. ინფიცირებული 64 პაციენტიდან 2 უცხოეთის მოქალაქე იყო და მათ დატოვეს საქართველო, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, დღეს 34 პაციენტი …

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეს, 19 აპრილის დილით, სულ გამოჯანმრთელებული იყო 86 პირი, საღამოს 21:30 საათისთვის კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92-ია. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში სულ არის 394, მათ შორის გარდაიცვალა – 4; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 094, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. …

აჭარაში 140 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 აპრილს, საღამოს, ბათუმიდან გადაგზავნილი 140 ანალიზის კვლევის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია. ამ დროისთვის აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“, Covid-19-ით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან  ინფიცირების 33 შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, მათ შორის არიან ბავშვებიც. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 18 აპრილის საღამოსთან შედარებით, 6-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 აპრილის …

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა …

სახელმწიფო პირბადეებს აღარ შეკერავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა. „საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პირბადეების წარმოებაში …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით, 6-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რაოდენობაა – 394, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86, ხოლო გარდაიცვალა – 4. 19 აპრილის 12:45 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 094 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 547. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია ასევე საქართველოს 3 მოქალაქე. 18 აპრილს ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი …

40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾5,2 მილიონი დაიხარჯება

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც, ხორბალსა და ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით, ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა გამოიყოფა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. [yellow_box]ამ თემაზე: 9 პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად 10 მილიონი დაიხარჯება – ვინ მიიღებს დაფინანსებას[/yellow_box] მთავრობის …

COVID 19-ის მართვის კლინიკებში მომუშავე პერსონალი მხოლოდ ამ კლინიკებში უნდა მუშაობდეს

COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ვალდებულია, ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დაწესებულებებში. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 აპრილს მიიღო. მთავრობის დადგენილებით, ნებისმიერი სხვა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნულ სამედიცინო პერსონალს შეუნარჩუნოს სამუშაო ადგილი [ასეთის არსებობის შემთხვევაში]. [toggle title=”კლინიკების ჩამონათვალი ნახეთ აქ“]ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2)  გამოწვეული ინფექციის …

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე – ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია

18 აპრილის საღამოს ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ. სააღდგომო ღვთისმსახურება   19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება ეპარქიაში შემავალ ტაძრებში. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით მრევლიც და სასულიერო პირებიც …

ბათუმში Covid19-ით პაციენტი გარდაიცვალა ქობულეთის კლასტერიდან

18 აპრილს ბათუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ქობულეთის კლასტერიდან. გარდაცვლილი 73 წლის ქალია, რომელიც 10 აპრილს შეიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, 13 აპრილს კი იგი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს „მედალფას“ რეგიონალური ხელმძღვანელის, ლევან ანთაძის განცხადებით, ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. 18 აპრილის მონაცემებით [23 სთ] საქართველოში კორონავირუსის 388 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის …

Exit mobile version