აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „ეს არიან ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილი, დედა 40 წლამდე, ბავშვი 10 წლამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან და იყვნენ საკარანტინო ზონაში. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. პაციენტებს გადმოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩნდათ სიმპტომები …
Tag Archives: კორონავირუსი
2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახლახან განაცხადა, რომ დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია და ინფიცირებული პირები უცხოეთიდან არიან შემოსულები. ეზუგბაიას თქმით, მათ შორის 2 დადასტურებული ახალი შემთხვევა არის ბათუმში. ბათუმში დღეს დილისთვის 14 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დღეს კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევა დადასტურდა …
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთში, მადრიდის რეგიონში, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 4750 ხანდაზმული გარდაიცვალა, ესპანეთში დაღუპულთა საერთო მაჩვენებლის თითქმის მესამედი. კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9 მარტის მონაცემებით ქვეყანაში 15 238-ია. მადრიდის რეგიონი ესპანეთში გამონაკლისი არ არის. მოხუცთა თავშესაფრებში გარდაიცვალა 956 ხანდაზმული კასტილია ლა მანჩას რეგიონშიც, კატალონიის ხელისუფლებამ კი 15 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით მოხუცთა თავშესაფრებში გარდაცვალების 1100 …
Continue reading “ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა მესამედი მოხუცთა თავშესაფრიდანაა”
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი გოთიკური ეკლესია კორონავირუსის პანდემიის დროს, საჭიროების შემთხვევაში, 200-მდე პაციენტს მოემსახურება – წერს ამერიკული მედია. ეკლესიის შენობა ორშაბათს დაცალეს, გაიტანეს ათასობით სკამი, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ საწოლებისთვის. ეკლესიაში ათი სამედიცინო პალატა განთავსდება კლიმატკონტროლით, სადაც 200-მდე პაციენტის მოთავსება იქნება შესაძლებელი. „ისტორიის, ეკლესიის ტრადიციებისა და იესოს მაგალითზე ეკლესიებს ყოველთვის ჰქონდათ თავშესაფრის დანიშნულება …
Continue reading “ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ეკლესია ჰოსპიტლად იქცა”
გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“
პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის წესების კიდევ უფრო შესაძლო გამკაცრებაზე დღეს, 9 აპრილს, ისაუბრა და ის რეგიონები დაასახელა, სადაც, მისი ინფორმაციით, COVID 19-ის გავრცელების რთული კლასტერებია. პრემიერის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ქობულეთშიც. ეპიდემიოლოგები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში გუშინ, 8 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს ასევე მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებში არსებული ვითარება. ამასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის …
Continue reading “გახარია: „ქობულეთში გვაქვს სერიოზული კლასტერი“”
26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში კიდევ 33 ხელშეკრულება გააფორმა სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობაზე. ადმინისტრაცია ამ ხელშეკრულების ფარგლებში სასტუმროებს ჯამში 3 275 486 ლარს გადაუხდის. ეს სასტუმროები საქართველოს სხვადასვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაშიც მდებარეობს. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 674 ლარზეა გაფორმებული. სასტუმროებს თანხას ფაქტობრივი …
Continue reading “26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის”
პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა
პუტინმა კორონავირუსის გავრცელების პირობებში რამდენჯერმე მიმართა რუსეთის მოსახლეობას, ამჯერად გუშინ, 8 აპრილს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მმართველებს შეხვდა და ვირუსულ ინფექციაზე ისაუბრა. „ყველაფერი მთავრდება, ესეც გაივლის. ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო: ხან პაჭანიგები [კავკასიური ტომები] გვძიძგნიდნენ, ხან ყივჩაღები – მაგრამ რუსეთმა ყველაფერს გაუძლო. ამ გადამდებ კორონავირუსსაც გავუძლებთ. ყველაფერს გადავლახავთ ერთად“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, …
Continue reading “პუტინმა Covid-19 ყივჩაღებსა და პაჭანიგებს შეადარა”
თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს
თურქეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავად იზრუნოს ქუჩაში მცხოვრები ასიათასობით ცხოველის გამოკვებაზე, რადგან კორონავირუსის პანდემიისა და კარანტინის პირობებში თურქეთის მოქალაქეები სახლში რჩებიან და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსა და კატებზე ვერ იზრუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ცხოველების გამოკვებაზე ადგილობრივმა მუნიციპალურმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ ქვეყანაში და მათ მისცა მითითება, მიუტანონ საკვები და წყალი ცხოველთა თავშესაფრებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა …
Continue reading “თურქეთში პანდემიის დროს ქუჩის ძაღლებისა და კატების გამოკვებაზე მთავრობა იზრუნებს”
მეუფე საბა ონლაინღვთისმსახურებაზე: არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან
მეუფე საბა ინწკირველი – მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი __________ „ასეთ დროს არ შეგვიძლია წავიდეთ წინააღმდეგ სახელმწიფოს და ამავე დროს ექიმების რჩევასთან და ეს არის სახლში დარჩენა, შეკრებების აკრძალვა და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რელიგიური თავისუფლების კანონით ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დიდი შეკრებები გავმართოთ, მაგრამ ვითვალისწინებთ სახელმწიფო რეგულაციებს, რათა …
საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. დღევანდელი მონაცემებით 214-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, გუშინ, 8 აპრილს, ინფიცირების 208 შემთხვევა იყო, დღეს კი 6-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო შემთხვევები არ უკავშირდება შიდა გადაცემას და ინფიცირების წყარო არის ცნობილი. ამავე დროს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების 50 შემთხვევა გვაქვს, კარანტინში რჩება 4 559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ …
Continue reading “საქართველოში covid19-ის შემთხვევა 6-ით გაიზარდა”
116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გუშინ, 8 აპრილს, აჭარაში კორონავირუსზე 116 ნიმუში აიღეს. მისი თქმით, ყველა პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა. „გუშინ, დღის განმავლობაში, ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან, საკარანტინე ზონიდან, ამ დაავადებულთან ირგვლივ მყოფი კონტაქტებიდან, შევიდა 116 ნიმუში და ყველასთან მიმართებაში გვაქვს უარყოფითი პასუხი, გუშინ დადასტურების შემთხვევა არ გვქონია,“ – განაცხადა …
Continue reading “116 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა – ქობულეთის კლასტერი”
ბათუმში 27 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღეს, 8 აპრილს, აღებული 27 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია, არც ერთ პირს კორონავირუსი არ აქვს. ამჟამად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, 14 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 8 აპრილის [21 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 208 შემთხვევა, სულ გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება – 4 …
Continue reading “ბათუმში 27 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
თავშესაფრებში 3237 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა – საფრანგეთი
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ განსაკუთრებით დააზარალა ევროპის ქვეყნებში მოხუცთა თავშესაფრები. ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთი ყოფილა. დაზარალდნენ როგორც თავშესაფრის ბინადრები, ასევე პერსონალი. უკანასკნელი, 7 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით საფრანგეთში გარდაცვლილია 10 328 ადამიანი, მათგან 3 237 – მოხუცთა თავშესაფარში. როგორც ქალაქის მერმა, ანნა იდალგომ გუშინ, 7 აპრილს განაცხადა franceinfo – სთან, მხოლოდ პარიზში მოხუცთა თავშესაფრებში 172 პირია …
Continue reading “თავშესაფრებში 3237 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა – საფრანგეთი”
104 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
104 წლის ადა ზანუსი, რომელსაც COVID-19 ჰქონდა, გამოჯანმრთელდა. ექიმები გამარჯვებას ზეიმობენ – წერს „ევრონიუსი“. „ის ვერ ჭამდა, გადასხმაზე იყო. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა, რადგან პაციენტი პასიური იყო, არაფერზე რეაგირებდა. მკურნალობის მერვე დღეს მან გაიღვიძა, გამოცოცხლდა და საჭმელი მოითხოვა… და ჩვენ მიხვდით, რომ მან გამომჯობინება დაიწყო. ეს წარმოუდგენლად გვახარებს, ეს თითქოს …
Continue reading “104 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა”
თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია
დღეს, 8 აპრილს, 20:00 საათის მონაცემებითაც, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა. დაინფიცირებულთა სტატისტიკა იგივეა, ანუ – 208 ადამიანი. „რომ დავიანგარიშეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი დღეში 10 ადამიანი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად ათზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიცილებთ თავიდან და სიტუაციის გამკლავება არ გაგვიჭირდება“, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო …
Continue reading “თუ დღეში 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, პანდემიის პიკს ავიშორებთ – ეზუგბაია”
თურნავა: შევამოწმეთ 76 კომპანია – მუშაობის უფლება 26-ს მივეცით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 6-7 აპრილს სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებამ 76 კომპანია შეამოწმა. აქედან 40 კომპანიას საქმიანობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად შეჩერებული აქვს. სამინისტროს სპეციალისტები მუნიციპალური ზედამხედველობის ორგანიზაციებთნ ერთად ამოწმებენ, აქვთ თუ არა ამ კომპანიებს დაცული ჯანდაცვის სამინიტროს მიერ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები. პროცესში ჩართულია შრომის ინსპექციაც. სპეციალური …
Continue reading “თურნავა: შევამოწმეთ 76 კომპანია – მუშაობის უფლება 26-ს მივეცით”
წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს – როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს
წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“ ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას. პირველი ნაწილი: როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ მეორე ნაწილი: პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ ტელემედიცინის აღმასვლა ეზეკიელ ჯ. ემანუელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პანდემია მიმართულებას შეუცვლის ჯანდაცვის მიწოდების ადგილის პარადიგმას. წლების …
როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი
როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა. ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების …
Continue reading “როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი”
7 მლნ ლარს გადააჭარბა კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს კომენდანტის საათის დარღვევის, ასევე, სამზე მეტი პირის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვის, მგზავრთა გადაყვანის, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისა და კარანტინით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებია. ჯერჯერობით ვერ დავახარისხეთ, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი დააჯარიმეს, ამიტომაც საერთო ციფრი ჯარიმის მინიმალური ოდენობის – 3000 …
Continue reading ” 7 მლნ ლარს გადააჭარბა კარანტინის წესების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა”
მზადაა 3 500 საწოლი, ექიმების დეფიციტი არ გვაქვს – ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების დეფიციტი არ არის და, შესაბამისად, არ არის სამედიცინო პერსონალის დამატებით მობილიზების აუცილებლობა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა 3 500 საწოლი კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 8 აპრილს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ იგეგმება …
Continue reading “მზადაა 3 500 საწოლი, ექიმების დეფიციტი არ გვაქვს – ჯანდაცვის მინისტრი”
სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა
„როცა პროდუქტებს ვურიგებდი უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, რამდენიმე ბავშვმა მთხოვა წიგნი, წავიკითხავდითო,“ – ამბობს საქველმოქმედო ფონდ „იალქნის“ ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე. ეს ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობს ბათუმში. თიკო აბაშიძის თქმით, მაგალითად, 13 წლის ანამ, რომლის შესახებ „ბათუმელები“ 4 აპრილს წერდა, „ჰარი პოტერი“ ითხოვა, მის ძმას კი, „ბეჭდების მბრძანებელი“ სურს. ანას პანდემიამდე ძირითადად …
Continue reading “სიღარიბეში მცხოვრები და-ძმა წიგნებს ითხოვს – სად შეგიძლიათ დატოვოთ ლიტერატურა”
ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც გარკვეული პირობებით არ იზღუდება
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, გაიზარდა. ჩამონათვალს დაემატა რამდენიმე სფერო, რომელთა საქმიანობა, გარკვეული პირობებით, არ შეიზღუდება, მათ შორის მიწოდება/რეალიზაცია. 8 აპრილის მდგომარეობით ასეთი ეკონომიკური საქმიანობებია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და …
Continue reading “ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც გარკვეული პირობებით არ იზღუდება”
ბოლო 10 საათის განმავლობაში პოლიციამ 121 ადამიანი დააჯარიმა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 8 აპრილის დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 121 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 4 მოქალაქე დაჯარიმდა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 …
Continue reading “ბოლო 10 საათის განმავლობაში პოლიციამ 121 ადამიანი დააჯარიმა”
ქობულეთის სოფელში შესაძლოა კარანტინი გამოაცხადონ – გვარაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, დღის ბოლოს კი მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გადაწყდება გამოაცხადებენ თუ არა ამ სოფელში კარანტინს. სწორედ ამ სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში, სტუმრად იმყოფებოდა 54 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სწორედ ამ პაციენტს უკავშირდება ლაბორატორიულად დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევა, …
მთავრობა $1,3 მილიონის პირბადეებსა და დაცვის საშუალებებს ყიდულობს სტრუქტურებისთვის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შპს Weekend-თან 6 აპრილს პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვაზე 1 329 680 აშშ დოლარის ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიამ სამინისტროს უნდა მიაწოდოს სხვადასხვა სახის პირბადე, თერმომეტრები, ერთჯერადი სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები. „მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელმა უნდა მოამარაგოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19 გავრცელების ხელშეშლისათვის საჭირო დეფიციტური პროდუქციით. პანდემიის შედეგად მსოფლიოში დაწესებული …
COVID 19 აღმოაჩნდა კაცს, რომელმაც ქობულეთში კლინიკას მიმართა – ცენტრმა მუშაობა შეაჩერა
ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს. სამედიცინო ცენტრის მუშაობის შეჩერების მიზეზი გახდა პაციენტი, რომელსაც კლინიკამ მომსახურება გაუწია და მას დღეს, 8 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაცი, რომელმაც ქობულეთის სამედიცინო ცენტრს მიმართა, 54 წლის ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 …
ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალს COVID19 არ აღმოაჩნდა
უკვე ცნობილია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 6 თანამშრომლის პასუხი COVID19-ის ანალიზზე. მათ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. სულ კვლევა ჩაუტარდა 17 პირს სამედიცინო დაწესებულებებიდან, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ 6 ადამიანი, გუშინ გადაიყვანეს კარანტინში. მათ კონტაქტი ჰქონდათ …
Continue reading “ბათუმის სასწრაფო დახმარების პერსონალს COVID19 არ აღმოაჩნდა”
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – სამეზობლო კონტაქტები სოფელ გვარაში
ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. „წუხელ ღამით დაგვემატა 5 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ხუთივე არის ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირი. ეს გახლავთ შემთხვევა, რომლის ინფიცირების წყარო ჯერ არ არის დადგენილი და მას უკავშირდება როგორც სამედიცინო პერსონალის კონტაქტები, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის …
Continue reading “კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბათუმში – სამეზობლო კონტაქტები სოფელ გვარაში”
კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა
8 აპრილის [ 10 სთ] ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 208-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი. გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4 674 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 362 პირი მკურნალობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვირუსის მაჩვენებლების მატებას ელოდებიან. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აპრილის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევები 1000-1200-მდე შეიძლება გაიზარდოს. მოიმატებს გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც.
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის შემთხვევებმა იტალიის მონაცემებს გადააჭარბა
7 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 139 ათასს მიაღწია, რაც აღემატება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობას იტალიაში, სადაც ბოლო მონაცემებით 135 586 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით. აშშ-ი კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებულია – ჯამში 383 256 ადამიანი. ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ნიუ იორკის შტატი. ბოლო 24 საათში ნიუ იორკის შტატში 731 ადამიანი გარდაიცვალა …
Continue reading “ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის შემთხვევებმა იტალიის მონაცემებს გადააჭარბა”
აპრილი და მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული იქნება. „დღეს არის 196 შემთხვევა, ველოდებით, რომ ამ კვირის ბოლოს ეს რიცხვი სულ მცირე გაორმაგდება, შემდეგ კიდევ ერთხელ გაორმაგდება. აპრილის ბოლოს ჩვენი პროგნოზია, რომ იქნება 1000-1200 ფარგლებში ინფიცირებული, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც მოიმატებს. ჩვენ არ გვინდა …
Continue reading “აპრილი და მაისის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება – გამყრელიძე”
გვარა – ქალის ისტორია, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა
7 აპრილს ბათუმში 54 წლის ქალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეს, 20:00-ისთვის არსებული მონაცემებით, ამის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 ადამიანი, სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი. სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმში ცხოვრობს. თუმცა ის რამდენიმე დღით ქობულეთის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “გვარა – ქალის ისტორია, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა”
მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს
მსოფლიოში არსებული ექთნების დეფიციტისა და ამ დარგში ინვესტიციების სიმცირე პანდემიის პირობებში ძალიან ცხადად გამოჩნდა. დღეს ჯანმომ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საექთნო დარგში მსოფლიოში არსებულ დეფიციტზე საუბრობს და მოუწოდებს მთავრობებს, ჩადონ ინვესტიციები ახალი ექთნების მომზადების დაჩქარებაში, ასევე იზრუნონ უკვე დასაქმებული ექთნების შენარჩუნებაზე. ჯანმო: მსოფლიო მასშტაბით მედპერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათ ჯანდაცვის ყველა სისტემაში სასიცოცხლოდ …
Continue reading “მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს”
„ვირუსის დაცვისგან ფიქრი ჩვენთვის ფუფუნებაა“ – ტრანსგენდერი ქალები პანდემიის დროს
„სამუშაო აღარ არის. რომ იყოს კლიენტი, მივიღებდი, მშიერი ვერ ვიქნები… ნაქირავებში ვცხოვრობ, საჭმელს „ხაზეიკა“ მაჭმევს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 22 წლის ანა [სტატიაში სახელები შეცვლილია]. ის ტრანსგენდერი ქალია, სექსმუშაკად მუშაობს და ბათუმში ცხოვრობს. ტრანსგენდერი ქალები ლგბტქ თემიდან ყველაზე დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი სექსმუშაკობით ირჩენს თავს. პანდემიამდე და ახლაც ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას ოჯახთან …
Continue reading “„ვირუსის დაცვისგან ფიქრი ჩვენთვის ფუფუნებაა“ – ტრანსგენდერი ქალები პანდემიის დროს”
ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება
ბათუმში „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დაგეგმილ საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების [გზშ] საჯარო განხილვები აღარ გაიმართება. ტერმინალი თხევადი აირის 7 ახალი საცავი რეზერვუარისა და ნავთობპროდუქტების 5 ახალი რეზერვუარის მოწყობა-აშენებას გეგმავს. გაზსაცავების ჯამური მოცულობა 21 000 კუბ/მ, ხოლო რეზერვუარების – 25 000 კუბ/მ იქნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტის ბოლოს გაავრცელა განცხადება, რომ საგანგებო …
Continue reading “ბათუმში გაზისა და ნავთობის ახალი საცავები გზშ-ს საჯარო განხილვის გარეშე აშენდება”
ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]
7 აპრილის 18 საათის მონაცემებით საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 195 შემთხვევაა, მათ შორის 45 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 370 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია – 4708. ამ ყველაფერს ემატება ეპიდკონტაქტების კვლევა, პირადი უსაფრთხოების დაცვა პაციენტებთან ურთიერთობისას, რომ მედპერსონალიც არ იქცეს ვირუსის გამავრცელებლად. მათ პანდემიის პირობებში მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ეროვნული ბიბლიოთეკა ქართველი მედპერსონალის შესახებ ციფრულ გამოფენას სთავაზობს …
Continue reading “ქართველი ექიმების ბრძოლა კორონავირუსთან [ფოტო]”