მთავარი,სიახლეები

ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

29.12.2025 •
ბათუმის აეროპორტთან დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმის აეროპორტის დაცვის არეში მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრაზე 623 ათას 356 ლარით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

სახელმწიფო შპს-მ,  „საქაერონავიგაციამ“ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად საწყისი სატენდერო ფასი გაცილებით დაბალი – 523 ათას 367 ლარია.

„ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერში [რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა] ორი კომპანია მონაწილეობდა.

ორთავე კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

„საქაერონავიგაციას“ გერმანული კომპანია airsight GmbH მომსახურებას ზუსტად 623 356 ლარად სთავაზობდა, ხოლო თურქული კომპანია HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ – 164 700 ლარად.

წყარო: ტენდერი

შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ყველაზე დაბალი ფასი – 164 700 ლარი დააფიქსირა კომპანიამ HARİTAEVİ HAVACILIK MÜHENDİSLİK ANONİM ŞİRKETİ. თუმცა, სატენდერო წინადადების განხილვისას წარმოდგენილ ,,ფასების ცხრილში“ [როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე] შემოთავაზებული მომსახურების ფასი 164 700 [მათ შორის, სიტყვიერად] პრეტენდენტს დაფიქსირებული აქვს ევროში.“ – წერია სატენდერო კომისიის ოქმში.

სატენდერო კომისიის ოქმიდან

„სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

აღნიშნულ შემთხვევაში, კი პრეტენდენტის წინადადების დაზუსტება უპირობოდ გამოიწვევს სატენდერო წინადადების ფასის არსებით ცვლილებას. შესაბამისად სატენდერო კომისია მოკლებულია შესაძლებლობას მიმართოს პრეტენდენტს დაზუსტების მოთხოვნთ“.

ხელახალი ტენდერი „საქაერონავიგაციამ“ 2025 წლის 26 დეკემბერს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 2026 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 523 367 ლარია.

წინა ტენდერისგან განსხვავებით საწყისი ღირებულების განსაზღვრას სატენდერო კომისია შემდეგნაირად ხსნის:

„სატენდერო კომისიამ იმსჯელა… გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგებზე, რომელიც დასრულდა უარყოფითი შედეგით, აღნიშნულ ტენდერში
პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე. ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგებისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით სატენდერო კომისიის წევრების მიერ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 523 367 ლარი დღგ-ს გარეშე [164 700 ევრო],“ – წერია კომისიის ოქმში.

მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა დაასრულოს ხელშეკრულების დადებიდან  შვიდი თვის ვადაში.

ტექნიკური დავალებაში აღნიშნულია:

„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის (SARPs) შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგინდა დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS).

მიმდებარე მაღალი რელიეფისა და აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით…

ამჟამინდელი დაბრკოლებისაგან შემზღუდავ ზედაპირებში, არსებული რელიეფის და დაბრკოლებების შეჭრის გათვალისწინებით, საჭიროა ამ ზედაპირების ხელახალი შეფასება და მორგებული OLS-ის შემუშავება, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც სახელსაწყო (IFR), ასევე ვიზუალური (VFR) ფრენების შესრულებისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდირებული პრაქტიკის (SARPs) შესაბამისად.

სააერნაოსნო კვლევა უნდა შეესაბამებოდეს „სააერნაოსნო კვლევების ჩატარების წესს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით.“

ამ თემაზე:

„აეროპორტის დაცვის არე ზღუდავს ბათუმის ურბანულ განვითარებას“ – საქაერონავიგაცია ახალ კვლევას იწყებს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: