რას ამბობენ ბათუმის მერიაში კორპუსებზე, სადაც შუქი და წყალი წლებია არ აქვთ

„თუ დაინტერესებული კომპანია, ან ამხანაგობა იკისრებს ვალდებულებას და  უზრუნველყოფს დაუსრულებელი კორპუსის დასრულებას და სათანადო პირობების შექმნას, პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ნაწილში, კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდება ამნისტირება და ექსპლუატაციაში მიღება,“ – აცხადებს ნუკრი დეკანაძე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იმ 3 საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც ასობით ადამიანი შუქის და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს. ბათუმში, ანგისის ქუჩა #13 …

ბექა გრიგორიადისი 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ – აქცია რუსული გემის წინააღმდეგ

რუსული გემის საპროტესტო აქციებზე ბათუმში დაკავებულებს შორის ბექა გრიგორიადისი ყველაზე მეტი – 3500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. „პრობლემებს მიქმნიან ფინანსურად, რომ მაქსიმალურად შემბოჭონ. მაშინებენ… წერონ ჯარიმები და იკითხონ“ – ამბობს ბექა გრიგორიადისი. მისი თქმით, ის აქამდეც დააჯარიმეს 800 და 1000 ლარით, ახლა კი – 3 500 ლარით. „მას [მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს] დაჭერილი ჰყავს შვილი …

ღამის 12-დან ბათუმის ნავსადგურში აქცია დაიწყება – რუსეთიდან საკრუიზო გემი ისევ მოდის

ბათუმის ნავსადგურში ღამის 12 საათიდან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ – 31 ივლისს, დილის 6 საათზე, ბათუმის ნავსადგურში ისევ უნდა შემოვიდეს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ . „ღამის 12 საათიდან გვექნება სხვადასხვა სახის აქტივობა, რომ დილის 6 საათზე ღირსეული დახვედრა უნდა მოვუწყოთ ე.წ. ტურისტებს და რეალურად რაშისტებს, რომლებიც ჩვენი …

აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – …

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიცია 29 მარტს საპროტესტო აქციას იწყებს

ბათუმის „თავისუფლების კვარტალში“ 29 მარტს, 5 საათზე, ენმ საპროტესტო აქციას აანონსებს. მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულებაა. „თავისუფლების კვარტალს“ ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლის წინ არსებულ ადგილს უწოდებს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კარვები იყო გაშლილი და გამსახურდიას ქუჩა 120 დღე გადაკეტილი იყო. ენმ-ს ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ბონდო თედორაძის თქმით, ამ ეტაპზე …

მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციის ძალადობა გადაიღო

„პოლიციელებმა პარლამენტთან აქციაზე ვიდეოს გადაღების გამო დამაკავეს. ვიღებდი, როგორ სცემდნენ და აწამებდნენ აქციის მონაწილეებს… მოსამართლემ 2 ათასი ლარით დამაჯარიმა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე გიორგი მექვაბიშვილი. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პოლიციამ დააკავა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე – „არა რუსულ კანონს“. 7 და 8 მარტს პარლამენტთან აქციების დარბევის დროს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობისა და …

თუ ასე გაგრძელდა, „ოცნების“ წინააღმდეგ გაჩნდება უზარმაზარი ფრონტი – ინტერვიუ

„ეს პროცესი თუ ასე გაგრძელდა, ჩამოყალიბდება „ოცნების“ მიმართ წინააღმდეგობის უზარმაზარი ფრონტი , რომელიც გააერთიანებს არამარტო იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონი, არამედ მთლიანად საზოგადოებას,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია. რა შეიძლება მოხდეს ახლა, მოვლენების განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი? – „ბათუმელებმა“ კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ ჩაწერა. ბატონო კორნელი, რა ჩანს თქვენთვის აქციაზე „არა …

„ეს უკანონოა“ – პარლამენტთან სამართალდამცველები მშვიდობიან აქციას შლიან

„მოწოდება – დაიშალოს აქცია, შესაძლოა მაშინ გახდეს საჭირო, როცა კანონი ირღვევა. როცა კანონდარღვევა არ არის გამოხატული და ხელისუფლებას სურს შეწყვიტოს მოქალაქის შეკრებების და მანიფესტაციების უფლება, ეს უკანონოა,“ – ამბობს იურისტი, ორგანიზაციის „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი ნათია კაპანაძე. მას ვთხოვეთ შეფასება – რამდენად სამართლიანია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველების მოწოდება, აუდიოჩანაწერი, რაც პერიოდულად ირთვება და ხმამაღლა მოუწოდებენ დაშლისკენ მშვიდობიანი …

აქციაზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, მობილიზებულია სპეცრაზმი

დღეს, 7 მარტს, საღამოს ამ წუთებში [20:47] თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სავარაუდოდ წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციაზე ისმის გამაფრთხილებელი სირენა – აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოიყენებენ წყლის ჭავლს. აქციის მონაწილეებს ხელები ზემოთ აქვს აწეული, თუმცა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების რაოდენობა …

პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო

დღეს, 6 მარტს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. გუშინ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ. კერძოდ, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სხდომაზე მედიას კვლავ არ შეუშვებენ. კომიტეტთან მისასვლელი დერეფანი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აქვს გადაკეტილი. უმრავლესობის დეპუტატები, რომლებიც სხდომაზე დასწრებას აპირებენ მეორე …

„მესამე პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – საპროტესტო აქცია ქედაში

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, 15 თებერვალს, ქედაში გაიმართა. აქციის მონაწილეები დაბა ქედის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რომ სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოხერხდეს. „ახალი ადამიანები გვიერთდებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც არიან, მაგრამ მოდიან, რადგან ხედავენ, რომ მიგვაქანებენ რუსეთისკენ,“ – გვიყვება რამინ ბერიძე, ენმ-ს ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, – „შევდივართ …

აქციაზე გალერეასთან აქტივისტი დაშავდა

ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციზე სამოქალაქო აქტივიტი ნატა ფერაძე დაშავდა. მისი თქმით, მას პულივიზატორებიან პარკს ართმევდნენ ხელიდან, როცა სახეში ხელი მოხვდა. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, …

„ფული გადავიხადეთ, ბინა არ აშენდა“- რას ითხოვენ ბათუმის მერიასთან აქციაზე

„ფული გადავიხადეთ, ბინა კი არ აშენდა, ვითხოვთ, ბათუმის მერთან შეხვედრას,“ – ამბობს მოქალაქე ნანა ბერიძე. ის იმ აქციის მონაწილეა, რომელიც დღეს, 31 იანვარს, ბათუმის მერიასთან გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „დიასმა“ დააზარალა, რომელსაც ორი საცხოვრებელი კორპუსი ჭავჭავაძის 113-ში უნდა აეშენებინა. კორპუსების მშენებლობა ვერ დასრულდა, დაზარალებულები კი იმ სამშენებლო კომპანიას ვეღარ უკავშირდებიან, ვისაც ფული …

„პროცესში განიხილება ეს მიწებიც“ – საკრებულოს თავმჯდომარე გონიოს ციხესთან მშენებლობებზე

დღეს, 16 ნოემბერს, გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა მაგისტრალი დაახლოებით 15 წუთით გადაკეტეს. ისინი მშენებლობებზე ნებართვას ითხოვენ გონიოს ციხის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთების დასაბრუნებლად გონიოელებს მრავალწლიანი სასამართლო დავა ჰქონდათ, საბოლოოდ მათ მიწის ნაკვეთები გადასცეს, თუმცა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით და იმ პირობით, რომ იქ არაფერი აშენდებოდა. მაგისტრალის გადაკეტვიდან მალევე აქციის მონაწილეებთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გამოჩნდა გზავნილით: „განიხილება ეს მიწის …

„შემდეგ აქციას რიჟვაძეს გავუმართავთ“ – მოქალაქეები, რომელთა ბინებსაც აბნელებენ

„ვითხოვთ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ – ამბობს მირზა მამულაძე, რომელიც ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ბ-ში ცხოვრობს. აქ მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია 4 აგვისტოსაც გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ კორუფციული ინტერესით მერია გავლენიანი „ორბი ჯგუფს“ კანონის დაცვას არ სთხოვს. ამასობაში კი, ბნელდება დაახლოებით 270 ოჯახის …

„სტუდენტებს ვერ გაგვაჩუმებენ“ – ბსუ-ს სტუდენტები 3 ივლისის აქციაზე

„სტუდენტებს ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტია ახლა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და რამდენად საჭიროა განსაკუთრებით სტუდენტების აქტიურობა. მჯერა, რომ კრიტიკულ მომენტში სტუდენტებს ვერ გააჩუმებენ,“ – ამბობს მარიამ პაქსაძე, ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. სტუდენტები და ლექტორები დღეს, 29 ივნისს, ბსუ-ს შესასვლელთან შეიკრიბნენ და თქვეს, რომ უერთდებიან 3 ივლისის აქციას  სლოგანით „შინ, ევროპისკენ“. აქციის „შინ …

„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით

დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან  ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას. მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, …

„ჰაერში ვიხდიდით ფულს და ბინა არ აშენდა“ –  დაზარალებულების აქცია ბათუმის მერიასთან 

„რაღაც გამოსავალი ნახონ, ქუჩაში ვართ, შველა გვჭირდება,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს, 17 მაისს, ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამშენებლო კომპანია „ევროლუქსმა“ ფინანსურად დააზარალა – ფულს წლების განმავლობაში იხდიდნენ, ხოლო ბინა ვერ მიიღეს. „5 წლის წინ დაიწყო მშენებლობა, კომერციული ფართობი აშენდა და კიდევ ორი სართული, სულ 21 სართული უნდა აშენებულიყო …

„შემდეგ გლოვა იქნება გვიან“ – ენმ-ს აქტივისტები 6 მაისის აქციისთვის ემზადებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა დღეს, 4 მაისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა. აქ 6 მაისიდან ენმ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს ლოზუნგით: „სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, შეიწყალონ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ. „შემდეგ გლოვა იქნება დაგვიანებული, დღეს უნდა ვიმოქმედოთ“, – ამბობს ლაშა კომახიძე ენმ-დან. „პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო, არ უნდა …

ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ – აჭარის მთავრობასთან ენმ შეიკრიბა

„ეს იქნება აქცია არამხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ, არამედ დღეს პირდაპირი საფრთხეა ოკუპაციის და ამის გამო უნდა გავერთიანდეთ. სააკაშვილს სჯიან იმის გამო, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. ენმ ბათუმში 6 …

„სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ბათუმში საპროტესტო აქციები იწყება

„მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ“ – ამ მოთხოვნით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებს. საპროტესტო აქციები 6 მაისს დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე. „მიხეილ სააკაშვილს არ მოგაკვლევინებთ, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს… პირველი აქცია გაიმართება 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. სწორედ იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო აჭარაში ვარდების რევოლუცია. სწორედ რევოლუციის მთავარ მონაპოვარზე …

ბინის ქირა გაგვიძვირეს, ვეღარ ვიხდით – ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბინის ქირის გაზრდის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ და მთავრობისგან დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვენ. დღეს, 27 აპრილს, ბათუმში ათამდე მოქალაქემ გამართა აქცია. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია. მათი თქმით, ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, ბინების მეპატრონეებმა რეგიონის მასშტაბით გააორმაგეს ბინის ფასები, რის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ. მოქალაქეები ბათუმში, თავდადებულის …

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ? „30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, …

სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო. საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია. „არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე …

„ფული გადავიხადეთ, ჩვენი ბინები წლებია არ აშენდა“ – აქცია ბათუმის მერიასთან

„ფული წლების წინ გადავიხადეთ, მაგრამ ბინები არ აშენდა,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მერიას სთხოვენ აუქციონზე გაიტანონ წლების განმავლობაში გაჩერებული, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსები და ბინა მესაკუთრეებმა მიიღონ. „პრეცედენტი რადგან არსებობს, ამიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები აქ. ამ ინვესტორებმა ვერ შეასრულეს მერიასთან და ამ ადამიანებთან აღებული ვალდებულებები. 200-მდე ასეთი …

მდინარე, რომელმაც 13 თვის წინ უმაღლესი საბჭოს მძღოლი გაიტაცა, დღემდე არ გაუწმენდიათ – აქცია

„გაუწმენდავი მდინარე საფრთხეს გვიქმნის, ვიტბორებით,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს, კოლექტიური განცხადებით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს 8 სოფელში ცხოვრობენ და მდინარის ქვიშა-ღორღისგან გაწმენდას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გაუწმენდავი მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, იტბორება სახლები, იხოცება პირუტყვი. „ჩვენ ახლა ვართ იმ …

„ოცნების პოლიცია ხალხზე ძალადობს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„როცა ხელისუფლება ეუბნება პოლიციას, რომ დაიცვას, მაგალითად, სულიკო თებიძის ვადაგასული საკრებულო, რომელმაც ბათუმელების ნების საწინააღმდეგოდ მიიღო ბათუმის ბიუჯეტი, ის ყველაფერზე წამსვლელია… პოლიციას ეუბნება ხელისუფლება, რომ მთავარია, მისი ძალაუფლება დაიცვას და ყველაფრის უფლება აქვს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. დღეს, 26 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და აქტივისტებმა …

„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს

„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება. თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს. „ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების …

მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს

მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო. „მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე …

ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”

„ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს, არავითარი მოთხოვნა ჩემ მიმართ პოლიციას არ ჰქონია,” – ამბობს გია ხალვაში, რომელიც 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციაზე დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია, თუმცა იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს. გია ხალვაში ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი …

რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video

„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა  სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების …

თბილისში ენმ-ს აქციაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა

თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ [ენმ] მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მხოლოდ ერთ – მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილდებიან. საპროტესტო აქციების პარალელურად შეინიშნება დიდი ოდენობით ყვითელი ავტობუსების გადაადგილება, სადაც სპეცრაზმელები სხედან. ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობენ. ქუჩებში გადაადგილდებიან წყლის ჭავლის მანქანებიც. ნაციონალური …

ენმ-ს შეფასებით, შსს-მ დააანონსა აქციის მონაწილეების დაკავება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს დღეს, 15 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ შსს-მ არასწორად განმარტა საკანონმდებლო ნორმები, რითაც წინასწარ დაგეგმა საპროტესტო აქციის ხელშეშლა და აქციის მონაწილეების დაკავება. „2021 წლის 14 ნოემბერს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს …

რუსთაველზე საპროტესტო აქცია განახლდა

დღეს 13 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე კვლავ განახლდა ოპოზიციის საპროტესტო აქციები, სადაც აქციის მონაწილეები მოითხოვენ როგორც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში, ასევე საუბარია იმაზე რომ „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირიპირდა თავისუფალ ევროპას და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს. აქციის დაწყებამდე ოპოზიციურმა პარტიებმა საგანგებო ბრიფინგიც გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსული ევროპარლამენტარების ციხეში არ შეშვებით, …

„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მურმან დუმბაძე დღეს, 12 ნოემბერს, გაათავისუფლეს. ის სასამართლოზე დღეს საღამოს წარსდგება. როგორც მურმან დუმბაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, დაკავებულებს  სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „რატომ დამაკავეს არ ვიცი, ჟურნალისტების და პოლიციელების გარემოცვაში ვიყავი, რაღაცაზე ვსაუბრობდი, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამაკავა. არ აუხსნიათ …

მურმან დუმბაძე საგარეჯოს იზოლატორშია – როდის გაასამართლებენ აქციაზე სხვა დაკავებულებს

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მურმან დუმბაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი და აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციისთვის დღეს გახდა ცნობილი. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი მარნეული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ბონდო თედორაძე – ხაშურში. გუშინ, 10 ნოემბერს, სუსის მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 46 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავეს, მათ …

Exit mobile version