მერიის ცნობით ბათუმში აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება

გუშინ ღამით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოშლილია გზაგამყოფ ზოლში არსებული დეკორატიული ღობეები, დაზიანდა დეკორატიული ფილები, შუქნიშანი და საგზაო ნიშნები. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის დასუფთავება დილის 5 საათიდან დაიწყო და ამ დროისთვის დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები – “თითქმის აღდგენილია დეკორატიული ფილები, დღის ბოლომდე მოხდება დაზიანებული საგზაო ნიშნების აღდგენაც. …

აქციაზე დაშავებულ დეპუტატს ოპერაციას თბილისში ჩაუტარებენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ჭეიშვილს ოპერაციას თბილისში ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ დღეს ჩაუტარებენ. დეპუტატი, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გუშინ გამართულ აქციაზე დაშავდა, მას სახეში ქვა მოხვდა. რის შედეგადაც გატეხილი აქვს სახის ძვალი. ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები მის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულმა შეფასებამ გაანაწყენა. „ … მე ვასრულებდი მედიატორის ფუნქციას პოლიციასა და …

ენმ-ს წევრებმა ბათუმში დაანონსებული მხარდასაჭერი აქცია გააუქმეს

რამდენიმე წუთის წინ ენმ-ს წევრებმა ბათუმში გუშინ დაანონსებული მხარდამჭერი აქცია გააუქმეს, რითაც გაემიჯნეს მათი ოპონენტების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, გუშინ განვითარებულ მოვლენებში, მათი მონაწილეობის შესახებ. ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე, მათი პარტიის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საპროტესტო აქციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ აქცია სულ სხვა პოლიტიკური ძალების მიერ იყო ორგანიზებული – “იქ იყო …

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება

ბათუმში, პოლიციის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილ იგამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე: „არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ …

აქცია არ იშლება – მონაწილეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, ისვრიან ქვებს

საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, იმის მიუხედავად, რომ შს სამინსიტრომ გაათავისუფლა დღეს დაკავებული ექვსივე პირი. აქციის მონაწილებმა დაწვეს პოლიციის და იქვე, მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი მანქანები, ყრიან ქვაფენილს და ქვებს ისვრიან პოლიციის მიმართულებით, ქუჩაში წვავენ საბურავებს, იქცევიან აგრესიულად. პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თუმცა აქციის დაშლა ვერ შეძლო. ბათუმში მოკლე ხანში ჩამოვა საქართველოს …

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი: მთავარია საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე

„შს მინისტრის მოადგილეს ველაპარაკე და ადმინისტრაციული წესით ვინც იყო დაკავებული, ყველა პირი გათავისუფლებულია, ახლა გავაკეთებთ განცხადებას, რომ უწესრიგობა არ იყოს და დანარჩენი მოთხოვნა რაც იქნება, კანონის შესაბამისად იქნება შესწავლილი“ – აცხადებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი „ბათუმელებთან“. იგი ამ დროისათვის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან იმყოფება, სადაც აქცია მიმდინარეობს. „ყველა საკითხი იქნება შესწავლილი, გასარკვევი უნდა გაირკვეს, მთავარია საზოგადოებამ …

რა ხდება პოლიციის სამმართველოს შენობასთან [ფოტო]

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან აქციის მონაწილეებმა წააქციეს პოლიციის მანქანა, ირგლივ დაზიანებულია ბორდიურები.

საპროტესტო აქცია სამართლიანი კომპენსაციის მოთხოვნით

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა საპროტესტო აქცია დღეს, 13 თებერვალს, აჭარის მთავრობასთან გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარისგან, ზურაბ პატარაძისგან მოითხოვენ რეაგირებას „უსამართლო კომპენსაციის გამო“. ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებ დაახლოებით 80 ოჯახს საკუთრების დათმობა უწევს ელექტროგადამცემი მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანის გამო. „7 ლარს გვიხდიან კვადრატულ მეტრში. მაგალითად, მე 807 კვადრატულ მეტრში 5600 ლარს მთავაზობენ. სახლს არ …

აქციის მონაწილე მშობლებს განათლების მინისტრი და მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდნენ

„მთავრობის აპარატის უფროსსა და აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შევხვდით. შევთანხმდით, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით გადაწყდება ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა შევთანხმდით, ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია,“-გვეუბნება საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, შორენა აბულაძე. კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ირაკლი ბერიძეა.  როგორც იგი ამბობს, აჭარის მთავრობიდან ნაწილობრივ მხარდაჭერას გრძნობს. …

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში

„შაჰინი, შაჰინი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ამ სიტყვებით სკანდირებენ შაჰინის სკოლის მოსწავლეები აჭარის მთავრობის სახლის წინ. ისინი ამ წუთებში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ მშობლებთან ერთად და მოითხოვენ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს. „ამ სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და ვაპროტესტებ, რომ მას სწავლის უფლება წაართვეს. თუკი სასამართლო არ მიიღებს ამ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილებას, …

აქცია გენეტიკური ექსპერტიზის მოთხოვნით

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილები გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რაც მათი აზრით, ბრალდებულის, ვაჟა ხ.-ს უდანაშაულობას დაამტკიცებს. ვაჟა ხ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება ბრალი. ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, დღეს მიიღებს. თუკი მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს, ვაჟა ხ.-ს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების …

მძღოლების საპროტესტო აქცია ბათუმში

ატომობილების შეძენაზე აქციზის დაწესება და საწვავზე ფასების მატება ბათუმში ათამდე ავტომობილის მძღოლმა გააპროტესტა. ისინი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ჩართული სიგნალის ფონზე, რუსთაველის ქუჩის გავლით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. „აქციზის საფასურის გაზრდა ავტომობილების იმპორტს შეამცირებს. ამას გარდა, მანქანებზე გადასახადი რომ იქნება, მისი შენახვა უფრო ძვირი დაგვიჯდება“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ასამბაძემ. აქციას ესწრებოდა …

ქედაში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სოფელში  უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს. “დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს…” – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის ოთხი პირი დააკავა, ვინც ტრაქტორს წინ გადაუდგა. …

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. “ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და …

განთიადელებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება გააპროტესტეს

დღეს, 15 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ განთიადში მცხოვრებმა 30-მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებას შესაძლო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის ერთი ნაწილი ავტობანის მშენებლობის გამო მათთვის შეთავაზებულ შესაძლო კომპენსაციის ოდენობას აპროტესტებს. განთიადში მცხოვრებთა საპასუხოდ, მინისტრმა აჭარის ტელევიზიით 13 სექტემბერს განაცხადა: „მინდა შევახსენო საზოგადებას, რომ ადამიანს …

საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთან

დღეს, 10 სექტემბერს, აჭარის პროკურატურასთან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მინდია ოჯახიშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მინდია ოჯახიშვილი 6 სექტემბერს ღამით დააკავა პოლიციამ, მაგრამ დროებითი მოთავსების იზოლატორმა ღამით მის მიღებაზე უარი თქვა –  დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა. საავადმყოფოდან იზოლატორში მოთავსებულმა ოჯახიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს აჭარაში, ციალა ქათამიძეს უთხრა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს და იძულებით …

ეკლესიის მიმდებარე სკვერში ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებენ

“მამულიშვილთა კავშირის” თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე, ბათუმის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე  საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობას აპროტესტებს – “ამ ადგილზე უახლოეს მომავალში (ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან აჭარის განთავისუფლების და  დედა–სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისთვის თავდადებულ) გმირთა მემორიალი უნდა დაიდგას.  ასევე ეს ადგილი ძალიან ახლოს არის ტაძართან და აქვეა განთავსებული ბავშვთა  გასართობი ადგილიც, ამიტომ მიგვაჩნია რომ აქ საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა დაუშვებელია. საზოგადოებრივი ტუალეტი აუცილებელია და …

„ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში, ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ადამიანები, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  იმ გარემო პირობებს აპროტესტებენ, რაშიც მათ ოჯახებს უწევთ ცხოვრება. აქ მცხოვრები ოჯახები აჭარის მთავრობას თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს სთხოვენ, რომ სანამ მათი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, მანამდე, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა „ოცნების ქალაქში“. „გვინდა შევხვდეთ ზურაბ პატარაძეს რომ ჩვენი მოთხოვნები მოისმინოს. საკანალიზაციო სისტემა, განათება და გზები მოგვიწესრიგონ, …

მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან

ავეჯის საწარმოს “მაქროს” 70-მდე თანამშრომელი ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. მათ საწარმოს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. სამსახურიდან დათხოვნილი მუშები ამბობენ, რომ ისინი გუშინ გაათავისუფლეს, როცა პროტესტი გამოთქვეს კვების ხარისხთან დაკავშირებით. „უკვე სამი წელია ამ საწარმოში ვმუშაობ, დღეში 12 საათი. ბოლო დროს ძალიან გააფუჭეს კვება და ეს გავაპროტესტეთ გუშინ, საჭმელი აღარ ვარგოდა. უცებ …

შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან …

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით ისინი ეხმაურებიან სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „უჩა ნანუაშვილმა „მუყაოს დასახლების“ პრობლემა ნომერ პირველად დაასახელა, რაზეც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა არასწორად იმუშავა ოცნების ქალაქის შესახებ და თურმე ათ პროცენტზე მეტს …

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლის დირექციის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ: 1. …

მოსწავლეები ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – საპროტესტო აქცია ხიჭაურში

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ეპისკოპოს სპირიდონის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელის გათავისუფლებამ. მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ხიჭაურის გიმნაზია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეები პირველად პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე 20 იანვარს  არ შევიდნენ, როდესაც საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულებს გიმნაზიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ზოსიძე გათავისუფლებული დახვდათ. პროტესტი გაგრძელდა 21 იანვარსაც. საპროტესტო აქცია მოსწავლეებს …

Exit mobile version