„ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ. რა აღარ გამოვიარე და ასეთი საშიშროება ჯერ არ მიგრძნია, რასაც დღეს ვგრძნობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვაჟა ზოიძე. ის ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში ცხოვრობს. 1989 წელს, საბჭოთა კავშირის წლებში, ვაჟა ზოიძემ ხულოს ცენტრში ღამის საათებში ლენინის ძეგლი ჩამოაგდო – ამაყობს, ბათუმს დავასწარით ხულომო. დღეს ვაჟა ზოიძე სამოქალაქო წინააღმდეგობის წევრია და 26 მაისის დემონსტრაციაზეც ჩავიდა …
Tag Archives: საპროტესტო აქცია
ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან. მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ …
Continue reading “ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ”
რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს
დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან …
Continue reading “რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს”
„შემოგვთავაზეს ისეთი ადგილი, სადაც ტურისტი არ დადის“ – სუვენირებით მოვაჭრეების აქცია ბათუმში
დღეს, 14 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან სუვენირებით მოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართა. სუვენირებით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ მერიამ კვლავ მისცეს მათ ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება. მათივე თქმით, მერია მოვაჭრეებს ახალ ბულვარში სთავაზობს სავაჭრო ადგილებს, რასაც ისინი არ თანხმდებიან. მათი თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სუვენირებით ვაჭრობის პირობები არ არის. „შემოგვთავაზეს 30 ობიექტში. 10 ობიექტი ისეთ …
„მაქსიმი“: თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ტარიფების გადახედვა
„ჩვენ გავაგრძელებთ ბაზრის ცვლილებებზე ოპერატიულ რეაგირებას. თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, კომპანია მზადაა განიხილოს ჩვენი ტარიფების გადახედვა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „მაქსიმში“ ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“ – ასეთია ტაქსის მძღოლების …
„3-ლარიან გამოძახებაზე 100 ლარს ჯარიმას რომ მიწერ, სადაა სამართალი?“ – ტაქსის მძღოლების აქცია ბათუმში
დღეს, 21 აპრილს, ბათუმში, ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და ტაქსის კომპანიებისგან მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს. „გაიზარდოს მგზავრობის ტარიფი და შემცირდეს საკომისიო,“- ასეთია ტაქსის მძღოლების მოთხოვნა ტაქსის ოპერატორი კომპანიების მიმართ. აქციაზე შეკრებილი იყვნენ როგორც „ბოლტის“, ისე „მაქსიმისა“ და „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებული მძღოლები. მათი მოთხოვნა საერთოა – გაძვირდა ფასები საწვავზე, პროდუქტზე, მათი შემოსავალი კი …
ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა …
მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს
დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს …
Continue reading “მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს”
რატომ აღარ ჩანან პოლიტიკოსები აჭარაში საპროტესტო აქციებზე – „უნდა დავბრუნდეთ ქუჩაში ყველა“
ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია უკვე წელიწადი და სამი თვე გრძელდება, თუმცა ამ აქციებზე სულ უფრო ნაკლებად ჩნდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: მაგალითად, გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები მას აქეთ, რაც ისინი პარლამენტში შევიდნენ, აქციაზე აღარ ჩნდებიან. პროევროპული აქციის მონაწილეები კრიტიკით დახვდნენ „ლელოს“ გადაწყვეტილებას საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობაზე. 2025 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ლელოს“ ლიდერები აქციაზე იშვიათად ჩნდებიან. აქციაზე …
„დაგლეჯილი შარვალი სასამართლოს ეზოში დამიბრუნეს“ – გორში დაკავებული აქტივისტის საქმე
„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია. დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო …
„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში
არაბულ კომპანიასთან ხელშეკრულების გასაჯაროვების მოთხოვნით ბათუმში, 14 დეკემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს, რომლითაც ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. „ქართული ოცნება“ კი, ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი …
Continue reading “„გასაჯაროვდეს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება“ – აქცია ბათუმში”
„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე
„სუს-ის განცხადებაში წერია, რომ ამ საშუალებებს იყენებდა შსს საჭიროებისამებრო. იმდენად არაკომპეტენტურად არის დაწერილი ეს განცხადება, ისიც კი არ ჩაამატეს მაგ მონაკვეთში, რომ „საჭიროებისამებრ, კანონის საფუძველზე“. ეგ ფრაზაც კი არ ჩაწერეს, რაც ძალიან სიმპტომატურია.. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ძალიან უხერხულია ამ ყველაფერს ეწოდოს გამოძიება,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი. იგი კონკრეტულ არგუმენტებს ასახელებს, რის საფუძველზეც მიიჩნევს, …
Continue reading “„იციან, რომ მოუწევთ საერთაშორისო გამოძიება“ – ინტერვიუ სუს-ის დასკვნაზე”
ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს
საპროტესტო აქციების ზუგდიდელ მედროშეს, შალვა ესართიას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო. შალვა ესართიას საპროტესტო აქციაზე ბანერის გამო ედავებოდნენ, რომელზეც ეწერა: „მილიცია, იდი ნა*უი“. შსს-მ მიიჩნია, რომ ეს პოლიციის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, მედროშე 23 ოქტომბრის აქციაზე მოტოციკლისტის ჩაფხუტით იყო. „რატომ არის შეურაცხმყოფელი? …
Continue reading “ზუგდიდელი მედროშე შალვა ესართია 7 დღით დააპატიმრეს”
„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან
„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში? 4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის …
„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში
ზუსტად ერთი წლის წინ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური მთავრობის ეს …
Continue reading “„ბრძოლა ბოლომდე“ – პროევროპული პროტესტის ერთი წლის ქრონიკა საქართველოში”
„ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა“ – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
„მე ვადანაშაულებ ერის მოაზროვნე ელიტის გულგრილობას. ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა, მზერის აცილებაა. „ეს ჩემი პრობლემა არ არის“ თქმის ჩვევად ქცევაა,“ – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გოჩა ჯავახიშვილი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში. ის ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმოდგენელი იუნესკოში. გოჩა ჯავახიშვილი ქართველი დიპლომატის გიორგი წიქარიშვილის დაკავებას ეხმაურება. …
რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს
თბილისში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით შსს-მ მოქალაქეების დაკავება უკვე სისხლის სამართლის წესით დაიწყო. „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, რესპრესიული კანონმდებლობით გზის გადაკეტვა ხელმეორედ უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. რუსთაველის ქუჩის ხელმეორედ გადაკეტვის გამო შსს-მ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, ზურაბ მენთეშაშვილი დააკავა. მისთვის პოროკურატურას ბრალი ჯერ არ წარუდგენია. შსს ზურაბ მენთეშაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ გამოძიება …
Continue reading “რუსთაველის ხელმეორედ გადაკეტვისთვის მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს “
რა ეტაპზე შეიძლება გადავიდეს პროტესტი? – „ოცნების მიზანია დუღილის ტემპერატურის დაწევა“
„ორი გამოწვევაა ამ ეტაპზე: ერთობის შენარჩუნება და მოქმედების რეჟიმზე გადასვლა – ეგოების გადადება, ასე ვიტყოდი მე,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე. მას 4 ოქტომბრის პროტესტზე ვესაუბრეთ: როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა? რა იცვლება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დღის წესრიგში? დავით ჯინჭარაძე ამბობს, რომ უმთავრესია, პოლიტიკოსებმა საკუთარი ეგოები გვერდით გადადონ. „მეტი გამბედაობაა საჭირო“, – დასძენს ის. „ბათუმელებმა“ დავით …
შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული
დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. „რამდენიმე პირია დაკავებული,“ – აცხადებს „ოცნების“ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და არ აკონკრეტებს, რამდენი პირია დაკავებული, ასევე – რა სამართლებრივი საფუძვლით. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლის შესაბამისად უკვე დაწყებულია. „თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის …
Continue reading “შსს აცხადებს, რომ დღეს აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული”
შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, …
პაატა ბურჭულაძე – „დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ“
დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით 19:00 საათისთვის ხალხის დიდი რაოდენობა პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მოარღვიეს რკინის ჯებირები და შეეცადნენ სასახლეში შეღწევას, პრეზიდენტის სასახლეში მყოფმა სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ათონელის სასახლესთან მისვლამდე პაატა ბურჭულაძემ მიმართა ხალხს და სამოქმედო გეგმა გააჟღერა: „ისეთ დღეში …
Continue reading “პაატა ბურჭულაძე – „დღეს უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი. არავითარი ხვალ“”
„თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით“- საია „ოცნების“ აქტივისტების ძალადობაზე
„8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ …
რამდენიმე ერთს ურტყავდა, სასიკვდილოდ გამმეტებელი ცემის კადრები – ჩასაფრება კალაძის შტაბთან
ონისე ოქრიაშვილი, რომელიც 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს მოჰყვებოდა, ჰყვება როგორ დაიწყო დაპირისპირება მელიქიშვილზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი მდებარეობს.„დღეს ქართული ოცნების დაჯგუფებამ ორგანიზებული ჩასაფრება მოგვიწყო.30-40 მომიტინგე ამოვედით ვარაზის ხევზე მარშით. კალაძის შტაბთანაც ოციოდე მომიტინგე დაგვხვდა. უჩვეულო სიტუაცია იყო – ვერცერთი პოლიციელი ვერ დავინახე. საგულისხმოა, რომ მარშსაც სულ მოგვყვება პოლიციის მინიმუმ 3 ეკიპაჟი + …
სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც
სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. „როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის …
Continue reading “სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც”
თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად ბათუმში საღამოს 8 საათზე ავტომობილებით მარში იგეგმება
ბათუმელი მედროშის მხარდასაჭერად დღეს, 11 ივნისს, ბათუმში სოლიდარობის მარში იგეგმება. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტრადიციულად, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან. აქედან დაიწყება მსვლელობა ავტომანქანებით სარფის მიმართულებით. „თემურ ქათამაძე არის ქართველი! 20:00 საათიდან ვიკრიბებით და გავდივართ სარფის მიმართულებით. ვისაც გყავთ მანქანა, მანქანით შემოგვიერთდით. თავისუფლება თემურ ქათამაძეს“, – აღნიშნულია ბათუმის პროევროპული აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბათუმელი მედროშე თემურ …
ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა. ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ. მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს …
Continue reading “ლუკა ნაცვლიშვილს მოსამართლემ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა”
ბათუმში დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი სასამართლოში არ გადაუყვანიათ, ის იზოლატორში რჩება
სტუდენტი ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც ბათუმში 26 მაისს, ღამით, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისი საქმის მასალები შსს-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის ამ დრომდე არ გადაუცია. ლუკა ნაცვლიშვილს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე მუხლებით [პოლიციელის შეურაცხყოფა, პოლიციელის კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა] გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას ედავება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის …
ბათუმში 15 მარტს აქცია გაიმართება – „მივაწვდინოთ ხმა დევნის სამიზნედ ქცეულ აქტივისტებს“
შაბათს, 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. აქციის ანონსის თანახმად, „ეს შეკრება წინააღმდეგობის მორიგი მაგალითია ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“. აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან [ბულვარის მხარეს] შეიკრიბებიან. „მივაწვდინოთ ხმა თეატრალური უნივერსიტეტის რეპრესირებულ სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, დევნის სამიზნედ ქცეულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს. ჩვენ 106 …
ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლემ უარი თქვა – ციალა ქათამიძის საქმე სასამართლოში
დღეს, 12 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ციალა ქათამიძის საქმის“ მოწმეებს მოუსმინა. მოსამართლემ უარი თქვა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე. ციალა ქათამიძე 2025 წლის 11 იანვარს, ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა. აქტივისტის დაკავების ოქმი, მზია ამაღლობელის ოქმის მსგავსად, პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს. კერძოდ, ციალა ქათამიძის დაკავების ოქმში, წერია, რომ თითქოს აქტივისტი ირაკლი დგებუაძეს არ დაუკავებია. …
თბილისში მიმდინარეობს სტუდენტ ზვიად ცეცხლაძისა და აქციებზე დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა
დღეს, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის: ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი …
თემურ ქათამაძე 37 დღეა შიმშილობს – „მხნედ გამოიყურება, ვიდრე შემიძლია ვიბრძოლებო“
„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 37 დღეა შიმშილობს. იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. დღეს, 22 თებერვალს, თემურ ქათამაძე აკაკი გვიანიძემ მოინახულა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. „ფიზიკურად კლება აქვს დიდი, მაგრამ მხნედ ვარ, არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტასო… ყველას უთხარით, რომ არ ვაპირებ თავის მოკვლას, …
Continue reading “თემურ ქათამაძე 37 დღეა შიმშილობს – „მხნედ გამოიყურება, ვიდრე შემიძლია ვიბრძოლებო“”
კვირას ბათუმში ხულოელების პროევროპული მსვლელობა იგეგმება
ხულოელები ბათუმში საპროტესტო მსვლელობას აანონსებენ. პროევროპული მსვლელობა 26 იანვარს, კვირას, 18 საათზე დაიწყება. შეკრების ადგილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ბულვარის მხრიდან. “მსვლელობით უნივერსიტეტიდან “ბათუმელების” ოფისთან გადავინაცვლებთ რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, საბოლოოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივალთ, სადაც უკვე ორი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. მსვლელობის მონაწილეები ვუერთდებით ქართველი ხალხის მოთხოვნებს: საქართველოში ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები; …
Continue reading “კვირას ბათუმში ხულოელების პროევროპული მსვლელობა იგეგმება”
„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის
დღეს, 24 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში გაიმართება მარში -„კულტურა ხალხისთვის – მარში სამართლიანობისთვის“. ანონსის თანახმად, მარში დაიწყება ბათუმის იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდიდან, 17 საათზე. ასევე, დღეს, 24 დეკემბერს, საპროტესტო აქცია, ტრადიციულად, გაიმართება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რა ხდება? საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი …
Continue reading “„კულტურა ხალხისთვის“ – დღეს ბათუმში გაიმართება მარში სამართლიანობისთვის”
ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ზესტაფონის იზოლატორში დატოვეს – PHR
გუშინ, 5 დეკემბერს, ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვანი ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არასრულწლოვანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამის მიუხედავად ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა, რომ სამართალწარმოების პროცესში იყოს თავისუფლებაში“, – ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR, რომელიც იცავს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოზარდს. გუშინ, ქუთაისში, პოლიციამ 17 წლის არასრულწლოვანი დააკავა. ლ.ჯ-მ დაკავების მომენტში გონება …
Continue reading “ქუთაისში აქციაზე დაკავებული მოზარდი ზესტაფონის იზოლატორში დატოვეს – PHR”
კაცმა პოლიციელს ქუჩაში მზესუმზირას დაყრისთვის შენიშვნა მისცა, ის დააკავეს და 2500 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 500 ლარით დააჯარიმა იოსებ ხინკილაძე. მან, როგორც თავად ამბობს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, პოლიციელს მზესუმზირის ნარჩენის ქუჩაში დაყრის გამო შენიშვნა მისცა. აქციის მონაწილე ბათუმში 3 დეკემბერს დააკავეს. მისი თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელებმა აგინეს და სცემეს. იოსებ ხინკილაძე მოსამართლემ დღეს, 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე დააჯარიმა. …
ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება
ბათუმში საპროტესტო აქცია დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს პოლიცია რამდენიმე აქტივისტის სახლსა და ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. ჩხრეკისა და დაკავებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. დააკავეს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. დაკავებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც. ასევე სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე. …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქცია 6 საათიდან განახლდება”