ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს: „პოლიციელს მიმართა მზესუმზირის ნარჩენი ქუჩაში არ დაეყარა“

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, აქციის ერთი მონაწილე დააკავეს. „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ჩანდა, რომ აქციის მონაწილე არავითარ წინააღმდეგობას პოლიციას არ უწევდა. „სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს… დეტალებში ვერკვევი,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია და ახლაც საპროტესტო აქციაზეა. შემთხვევის თვითმხილველი ხათუნა ბერიძე კი, ამბობს, რომ მოქალაქე პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, როცა მან აქციაზე მყოფ …

„ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს“ – ბსუ-ს ლექტორებისა და თანამშრომლების ნაწილის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს, დააფიქსირონ პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის მისიაში დეკლარირებული აქვს სახელმწიფოებრივი ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება, ამიტომ ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები …

პოლიციამ პარლამენტთან რადიო “თავისუფლების” პროდიუსერი დააკავა

რადიო თავისუფლების ცნობით, ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] ვერ ხერხდება, გარკვევა თუ, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. მედია იუწყება, რომ ბექა ბერაძე პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს. “რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე …

„საჯარო სამსახური უნდა გაიფიცოს, წინააღმდეგობის ლიდერი კი ზურაბიშვილი უნდა იყოს“ – თამთა მიქელაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საჯარო სამსახურების გაფიცვა. წინააღმდგობის მოძრაობას კი საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაუდგეს სათავეში. „წინააღმდეგობას სჭირდება ლიდერი და ის სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. ოთხივე ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან ერთად მიიღოს კონსენსუალური და კოორდინირებული გადაწყვეტილებები. ორბელიანების სასახლე უნდა გახდეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ადგილი და ის უნდა დავიკავოთ. …

„8 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. „ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, – აცხადებს კობახიძე. ამ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები უკვე დაანონსდა ქუთაისში, ბათუმსა დ თბილისში. …

„ბიძინა წადი, მე ვრჩები“ – თბილისში ქალთა მარში დაიწყო

თბილისში ქალთა მარში მიმდინარეობს. „ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს. „თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან, ეს არის პუტინის ბატონ-ყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით. 12 წელია ბატონ-ყმა ივანიშვილმა ვერ გაიგო, რომ რუსული ოცნებები …

„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“ – საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში

დღეს, 22 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მათი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა. ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. „ძალიან დიდი მუხტია ქალაქში, ვმოძრაობთ და გზადაგზა ხალხი გვიერთდება. ძალიან ბევრი ადამიანია ამ დროისთვის ქუჩაში გამოსული. ვფიქრობ, ეს საპროტესტო განწყობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ქუჩებს არ ვკეტავთ, მაგრამ …

ჩვენი მოვალეობაა ვიდგეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ სტუდენტებთან – ლექტორების განცხადება 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლები სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ – მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის,  დღეს მისი …

პროტესტს ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ

„დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა!“ – სტუდენტურ პროტესტს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. „ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც წამოიწყო ბათუმმა და რომელიც შემდეგ მოედო მთელ საქართველოს. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. პირველი სხდომა თუ ჩაინიშნება, ვფიქრობთ, რომ თბილისში წავიდეთ საპროტესტო აქციაზე. 25 ნოემბრამდე კი ვაპირებთ აქ გათენებას. ვნახოთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. …

„ძირს ვეგდე და მირტყამდნენ“ – „მთავარი არხის“ ოპერატორი

„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე პოლიციამ დღეს, 19 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა. „დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. პოლიციას ხელი შევუშალე თურმე. მეუბნებოდნენ, რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავი, მოგიწოდეთო, მაგრამ მე მოწოდება არ გამიგია. ძალადობა იყო. ნახეთ, თვალიც რას მიგავს, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ …

სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

სულაკაურის გამომცემლობა საპროტესტო აქციაში მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს. ამის შესახებ გამომცემლობა ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე და მოქალაქეებს სთხოვს, ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. „გვჭირდება თქვენი დახმარება. 16:30 საათზე, სულაკაურის წიგნის მაღაზიიდან უნდა შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მიიტანს“- წერს გამომცემლობა. თბილისში საპროტესტო აქციები გუშინ, 17 ნოემბერს, განახლდა. მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, …

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება

სამშაბათს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აანონსებს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან, დ. თავდადებულის #27-თან. „26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება. ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ …

„არჩევნები მასობრივად გააყალბეს“ – მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბრიდან აქციებს აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს. „გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც …

ბათუმელი ახალგაზრდები თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან – „არ ვეგუებით გაყალბებულ არჩევნებს“

დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელი ახალგაზრდების ნაწილიც შეუერთდება. ბათუმელი ახალგაზრდები, რომელთაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგისა და აქციაზე გამოსვლის მოწოდების შემდეგ თავადაც გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა. ზოგიერთი მათგანი უკვე თბილისშია. „ქართულმა ოცნებამ” საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებზე შედეგები გააყალბა. გააყალბა ხალხის ხმა და ჩაახშო სამართალი ღიად და სამარცხვინოდ, ყველა …

ოჩხამურელებმა ქობულეთთან ავტობანი გადაკეტეს – მოსახლეობა წყალს ითხოვს

დღეს, 21 აგვისტოს, დაბა ოჩხამურელებმა ქობულეთთან საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტეს. დაბის მცხოვრებლები წყალს ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, დაბას წლებია არ აქვს სასმელი წყალი, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში კი აღარც ტექნიკური წყალი არ მიეწოდებათ. „გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. წლებია სასმელ წყალს ხელით ვეზიდებით დაბის მოსახლეობა – სამ ადგილასაა სასმელი წყლის აღება ოჩხამურში შესაძლებელი მხოლოდ. ჩემი სახლიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული …

„სოფლის გზა დაგვიზიანეს, სტადიონიც, აღდგენას ვითხოვთ“ – აქცია სოფელ მარადიდში

„გზა დააზიანეს, სტადიონი, გარეგანათებაც, აღდგენას ვითხოვთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები უშანგი დიდმანიძე. მარადიდში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 9 ივლისს „კირნათი ჰესის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, გზა მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა. „აღდგენის შემდეგაც დაზიანდება, საჭირო იქნება გზის შეკეთება მუდმივად“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მოწყობამ სოფელში ინფრასტრუქტურა …

ნაბუქოდონოსორმა დასასჯელად 3 ახალგაზრდა ღუმელში ჩაყარა, ისინი უვნებელნი დარჩნენ – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მრევლს მიმართავს, ილოცონ “ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა“, რომლებიც ბაბილონის მეფემ დასჯის მიზნით ღუმელში ჩაყარა, ისინი კი სრულიან უვნებლები გადარჩნენ. „ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, …

დღეს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“

დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს. მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს …

ანონიმუსი კობახიძეს აფრთხილებს: უფრო ველური კიბერშეტევებით გიპასუხებთ

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფი ანონიმუსი, რომელმაც ბოლო პერიოდში 30-მდე სამთავრობო ვებგვერდი დაჰაკა, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიმართავს: „თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს პოლიციის გამოყენების იმავე სტანდარტს მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ გიპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო დაუნდობელი კიბერშეტევებით! ამ პერიოდის განმავლობაში, ანონიმუსმა განახორციელა კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე, ზეგავლენა მოახდინა 30-ზე მეტ ვებგვერდზე… გარდა ამისა, სამიზნე …

Massive Attack თბილისის საპროტესტო აქციაზე: „სოლიდარობა სტუდენტებს“

ტრიპ-ჰოპ ჯგუფი Massive Attack-ი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს თბილისში, ანტირუსულ აქციებზე გადაღებულ ფოტოს და და სოლიდარობის მესიჯს წერს: „სოლიდარობა სტუდენტებს – თბილისიდან აშშ-ს კამპუსებამდე – რომლებიც ეწინააღმდეგებიან ძალადობრივ სახელმწიფო რეპრესიებს“. შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ზე ბრიტანული კოლექტივის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისსაა დაანონსებული. #solidarity with students – from Tbilisi to the US campuses – resisting …

საგარეო განმარტავს, რატომ განაცხადა უარი აშშ-ში ვიზიტზე პრემიერმა კობახიძემ – სამინისტროს განცხადება 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის საელჩოს პასუხობს: უწყების თანახმად, პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. ეს, სამინისტროს განმარტებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“. „დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც …

Anonymous-ი აცხადებს, რომ police.ge გათიშა

ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი – police.ge გათიშა. ამის შესახებ მათ განცხადება X-ზე გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის შს სამინისტროს ვებგვერდზე შესვლა შეზღუდულია. Anonymous-მა გუშინ, პირველ მაისს, „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი მედიასაშუალების, შალვა რამიშვილის „პოსტ ტვ-ის“ ვებსაიტების გათიშვაზეც პასუხისმგებლობა აიღო. UPDATE: The website of the Ministry of Internal Affairs of Georgia (https://t.co/jNkXFpJwDZ) …

ქუთაისში, ქალაქის მოედანზე, სოლიდარობის წერილი გამოფინეს

ქუთაისში  საპირველმაისოდ ქალაქის მოედანზე სოლიდარობის წერილი გამოფინეს წარწერით: „ღირსეული ცხოვრების პირობები ყველას!“ „ეს მოწოდებაა, გარეთ გამოსვლის, სოლიდარობისა და ბრძოლისკენ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, იმპერიალისტური მთავრობის წინააღმდეგ“, – წერს ქუთაისის მშრომელთა კოლექტივი. „მშრომელების არსებობა არის ფიზიკური საფრთხის შემცველი, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი – ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოს მიერ მოწყობილ უსამართლობაზე ხმას ვიღებთ, გვიპირისპირდება ბოროტი პოლიციური …

როგორ მოვიქცეთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის ფოტო/ვიდეო გადაღებისას

საპროტესტო აქციებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აპრობირებული მეთოდია არა მარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროტესტის მონაწილეების უფლებების ნებისმიერი დარღვევის დასაფიქსირებლად. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მათი გარშემომყოფების მიერ გადაღებული ან/და მედიაში …

აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ნომრებით უნდა ხდებოდეს – SJC

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი  ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურებრივ ფორმებსა და …

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს

თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შს სამინისტრო აფრთხილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის …

სახალხო დამცველი: გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევა

„ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები,“ – წერს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველი რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას: „აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა …

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია ორშაბათს, 10 საათზე დაიწყება – „ეს გადამწყვეტი დღეა“

15 აპრილს, ორშაბათს, „ქართული ოცნება“ აპირებს უკან დაბრუნებული რუსული კანონი საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანოს. იურიდიულ კომიტეტზე განხილვის და დამტკიცების შემდგომ, არსებობს იმის რისკის, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, რუსული კანონი გაიტანოს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით მიიღოს. საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში დილის ათ საათზეა დაგეგმილი. 15 აპრილს, დილიდან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას იწყებენ პარლამენტთან. „ეს არის გადამწყვეტი …

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არა მარტო ეს კანონპროექტია რუსული, არამედ თავად ხელისუფლებაც რუსულ ინტერესებს ატარებს. „დიახ, ეს კანონი ნამდვილად არის რუსული და ეს ხელისუფლებაც ნამდვილად არის რუსული, ამ შინაარსით“ – ამბობს აქციაზე მყოფი ნანა მალაშხია, ქალი, …

„კორპუსთან 2 დღის წინ გამოჩნდა კაცი და ეზოს ნაწილი მოღობა, ჩემიაო“ – აქციაზე ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

„ხანძარიც რომ გაჩნდეს, ჩვენს კორპუსთან მანქანით ვეღარ მიხვალ, ეს პროექტი ხომ შეითანხმა მერიამ, სადაა ახლა?“ – კითხულობენ ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის #49 წილადი 17-ში მდებარე კორპუსში მცხოვრებლები. მათ დღეს, 25 მარტს, კორპუსებს შორის გამავალი გზა გადაკეტეს და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 8 წელი ცხოვრობენ, საერთო ეზოს და მანქანით …

ბათუმში ტაქსის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ – „კომპანიებმა საკომისიო 20 %-მდე გაგვიზარდეს“

„საკომისიო 10 – 12%-დან 20 %-მდე აიყვანეს“, „ვითხოვთ ხელშეკრულებას“ – ამბობდნენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დღეს, 4 მარტს, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ტაქსის მძღოლები სხვადასხვა აპლიკაციით სარგებლობენ: Maxim-ი, Bolt-ი, Yandex-ი. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის გარეშე, დამოუკიდებლად მუშაობას აზრი აღარ აქვს, აპლიკაციით კი, სადაც დამსაქმებელი კლიენტს ტაქსის მძღოლებთან აკავშირებს, უსამართლო პირობებია. „დაფასებას ვითხოვთ. მე „იანდექსში“ ვმუშაობ, ყველას …

სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქალები ქვეყნიდან არ გადაიხვეწონ სამუდამოდ – აქცია თბილისში

„საცხოვრებელი სტუდენტებს“, „საცხოვრებელი ყველას“, „არა გამოსახლებებს“ – ამ სლოგანებით მიმდინარეობს აქცია დღეს, 4 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ. დაგეგმილია მსვლელობაც. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „ხმა“. „გამოსახლების პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და ყველას სახლი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ქალები არ გადაიხვეწონ სამუდამოდ ამ ქვეყნიდან, იმისთვის, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ თავზე ჭერი. გამოსახლების შეჩერება და თავზე ჭერი გვჭირდება იმისთვის, …

რატომ აჯარიმებს სასამართლო მოქალაქეს 2000 ლარით, შსს კი მხოლოდ 500 ლარით

„ეს შერჩევითი სამართალია და დაცინვაც: აი, მოგიგდებ რაღაცას და თითქოს სამართალი გვაქვს ქვეყანაში“, – ბათუმელი თემურ გორგაძის შთაბეჭდილება ასეთია იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო პროცესი მოუგო: მოქალაქემ დაადასტურა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი უკანონოდ დააკავეს. თემურ გორგაძის უკანონოდ დაკავებისთვის მოსამართლემ შსს-ს 500 ლარის გადახდა დააკისრა. იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლომ „რუსული გემის წინააღმდეგ“ …

მასწავლებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

დღეს, 12 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან პედაგოგების აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია 12:00 საათზე დაიწყება პირველი კლასიკური გიმნაზიიდან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პედაგოგი დათო ფერაძე კი თავის კოლეგებს მოუწოდებს, გამოვიდნენ და ღიად დაიცვან მასწავლებლის უფლება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პედაგოგი მაია ეკალაძეც, რომელიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს განათლების სამინისტროსთან. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობასაც მიმართა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების …

„ტრაილერი თუ დადის, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის“ – ურეხის დასახლებაში ქუჩა გადაკეტეს

„ვითხოვთ იმას, რომ შემოვლით გზაზე მაინც გამოიაროს ჩვენთან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, შემოვლით გზაზე ტრაილერები თუ დადის და სხვა ტრანსპორტი, ავტობუსი რატომ ვერ გაივლის?“ – კითხულობს თამუნა ბერიძე, რომელიც ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ცხოვრობს. ხახულის ქუჩის ნაწილი უკვე რამდენიმე თვეა გადაკეტილია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. უცნობია, როდის გაიხსნება გზა. დღეს, 10 ნოემბერს, ხახულის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ქუჩის ის მონაკვეთი …

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე – „გამოვკითხეთ შსს-ს 32 თანამშრომელი“

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე? – ვიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 31 ივლისის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს. ამ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით 23 პირი დააკავეს. „დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. უწყებაში ასევე განმარტეს, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პირველი …

Exit mobile version